1.         თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ სასამართლოს შეეძლოს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაავალოს სავარაუდო დამრღვევ მხარეს ქმედების განხორციელება ან/და ქმედებისგან თავის შეკავება, რომელიც გამიზნულია ინტელექტუალური საკუთრების უფლების გარდაუვალი ხელყოფის შესაჩერებლად ან დროებით აუკრძალოს, სათანადო შემთხვევაში განმეორებადი ჯარიმის დაკისრების გამოყენებითაც კი, თუ ასეთი რამ კანონითაა გათვალისწინებული, ინტელექტუალური საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევების გაგრძელება ან დაუქვემდებაროს ამგვარი ქმედების გაგრძელება გარკვეული გარანტიის წარმოდგენას, რომელიც უზრუნველყოფს უფლებათა მფლობელის კომპენსაციას. ამგვარი დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება დაევალოს იგივე პირობებით შუამავალს, ვისი მომსახურებაც მესამე პირის მიერ გამოიყენება ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევისათვის.

2.         დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიებით შეიძლება გაიცეს ბრძანება იმ საქონლის ამოღება/ჩამორთმევასა თუ მიწოდების შეჩერებაზე, რომელიც სავარაუდოდ არღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რათა მოხდეს მათი სავაჭრო ბრუნვაში შეღწევის ან/და მათი სავაჭრო არხებში მოძრაობის აღკვეთა.

3.         იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო სამართალდარღვევა ჩადენილია მოგების მიღების მიზნით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ თუ მოსარჩელე დაადასტურებს გარემოებებს, რომ საფრთხე ექმნება ზიანის ანაზღაურებას, სასამართლოს შეეძლოს დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოსცეს დამრღვევი მხარის უძრავი ან მოძრავი ქონების დაყადაღების ბრძანება, მათ შორის, მისი ანგარიშებისა და სხვა აქტივების დაყადაღება. ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტურ ორგანოს უნდა შეეძლოს სავარაუდო დამრღვევის მფლობელობაში არსებული საბანკო, ფინანსური ან კომერციული დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფ