1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ სასამართლოს შეეძლოს, დაზარალებული პირის განცხადების საფუძველზე დააკისროს სამართალდამრღვევს, რომელიც ჩაება სამართალდარღვევაში წინასწარი შეცნობით ან ჰქონდა სათანადო საფუძველი რომ სცოდნოდა, ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურება უფლების მფლობელის სასარგებლოდ, რაც რეალურად მიადგა მას ამ ქმედების შედეგად. სასამართლომ ზიანის განსაზღვრისას:
(a) მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი გარემოება ისეთი, როგორიცაა უარყოფითი ეკონომიკური შედეგები, დაკარგული შემოსავლის ჩათვლით, რომელიც განიცადა დაზარალებულმა მხარემ, სამართალდამრღვევის მიერ მიღებული უსამართლო მოგება და გარკვეულ შემთხვევებში სხვა არაეკონომიკური ფაქტორები, როგორიცაა უფლების მფლობელის მორალური შეურაცხყოფა, რომელიც გამოიწვია სამართალდარღვევამ; ან
(b) “a” ქვეპუნქტის ალტერნატივად, სასამართლოს უნდა შეეძლოს ზიანის ანაზღაურების სახით ერთჯერადი თანხის დაკისრება იმ გარემოებების გათვალისწინებით, როგორიცაა, სულ მცირე, ჰონორარის ან საფასურის ოდენობა, რომელიც გადახდას დაექვემდებარებოდა, თუ დამრღვევი მოიპოვებდა მოცემული ინტელექტუალური საკუთრების უფლების გამოყენების ნებართვას.
2. როდესაც დამრღვევმა არ იცოდა ან არ შეიძლება სცოდნოდა, რომ ჩაბმული იყო სამართალდაღვევაში, მხარეებმა შეიძლება დაადგინონ, რომ სასამართლოს შეეძლოს დაზარალებული მხარის სასარგებლოდ შემოსავლის ან ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რომლის დადგენაც წინასწარ შესაძლებელი