თითოეული მხარე აღიარებს შემდეგ პირებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ წინამდებარე ნაწილში და TRIPS-ის ხელშეკრულების მე–3 ნაწილში მითითებული ზომების, პროცედურების და ქმედებების განხორციელება:
(a) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მფლობელები შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად,(b) ყველა სხვა პირი, რომელიც უფლებამოსილია გამოიყენოს ხსენებული უფლებები, სახელდობრ ლიცენზიები, შესაბამისი კანონის მიხედვით და მისი დებულებებით ნებადართულის ფარგლებში;
(c) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციები, რომლებიც მუდმივად არიან აღიარებულნი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მფლობელთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონედ შესაბამისი კანონის მიხედვით და მისი დებულებებით ნებადართულის ფარგლებში,(d) პროფესიული დაცვის ორგანიზაციები, რომლებიც მუდმივად არიან აღიარებულნი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მფლობელთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონედ შესაბამისი კანონის მიხედვით და მისი დებულებებით ნებადართულ ფარგლებში.
ქვენაწილი 1
სამოქალაქო აღსრულე