თითოეული მხარე აღიარებს შემდეგ პირებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ წინამდებარე ნაწილში და TRIPS-ის ხელშეკრულების მე-3 ნაწილში მითითებული ზომების, პროცედურებისა და ქმედებების განხორციელება:
(a)
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მფლობელები შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად;
(b)
ყველა სხვა პირი, რომელიც უფლებამოსილია გამოიყენოს ხსენებული უფლებები, სახელდობრ, ლიცენზიები, შესაბამისი კანონის მიხედვით და მისი დებულებებით ნებადართულის ფარგლებში;
(c)
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციები, რომლებიც მუდმივად არიან აღიარებულნი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მფლობელთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონედ შესაბამისი კანონის მიხედვით და მისი დებულებებით ნებადართულის ფარგლებში;
(d)
პროფესიული დაცვის ორგანიზაციები, რომლებიც მუდმივად არიან აღიარებულნი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მფლობელთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონედ შესაბამისი კანონის მიხედვით და მისი დებულებებით ნებადართულ ფარგლებში.
ქვენაწილი 1
სამოქალაქო აღსრულე