1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ კომპეტენტურ სასამართლოს შეეძლოს, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე უფლების მფლობელისათვის სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შეულახავად და რაიმე კომპენსაციის გარეშე გასცეს ბრძანება იმ საქონლის, სულ მცირე, სავაჭრო ბრუნვიდან ცალსახად ამოღებაზე ან განადგურებაზე, რომელიც დადგენილია, რომ არღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. შესაბამის შემთხვევაში სასამართლო ორგანოს ასევე უნდა შეეძლოს გამოსცეს ბრძანება იმ მასალებისა და იარაღების განადგურების თაობაზე, რომელიც უპირატესად გამოიყენებოდა ამ საქონლის წარმოებაში.
2.მხარეების სასამართლო ორგანოებს უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება, დაავალონ სამართალდამრღვევ პირს ამ ღონისძიებების საკუთარი ხარჯით განხორციელება, თუ ამგვარი დავალების საწინააღმდეგოდ არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მიზეზები.
3. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, სასამართლოს აგრეთვე უნდა შეეძლოს გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს არამართლზომიერი ქმედების გაგრძელების შეჩერებას დამრღვევის და ასევე შუამავლის მიერ, ვისი მომსახურებაც მესამე პირის მიერ გამოყენებულია ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევისათვის.
4. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ სათანადო შემთხვევაში და იმ მხარის განცხადების საფუძველზე, რომელზეც მოქმედებს წინამდებარე მუხლი, სასამართლოს შეეძლოს ფულადი კომპენსაციის დაკისრება დაზარალებული მხარის სასარგებლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების ნაცვლად, თუ ეს პირი მოქმედებდა განზრახვისა და გაუფრთხილებლობის გარეშე, თუ მოცემული ღონისძიებების ამ პირის მიმართ გამოყენება მიაყენებს მას არათანაზომიერ ზიანს და თუ ამასთან, დაზარალებულ მხარეს ფულადი კომპენსაციის მიღება სათანადოდ აკმაყოფილებ