1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ თუნდაც საქმის წარმოებაში მიღებამდე კომპეტენტურ სასამართლოს შეეძლოს მხარის მიმართვის საფუძველზე, რომელმაც წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება, რომელიც ასაბუთებს, რომ მისი ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაირღვა ან შესაძლოა დაირღვეს, გამოიყენოს დაუყოვნებლივი და ეფექტური წინასწარი უზრუნველყოფის ღონისძიებები შესაბამისი მტკიცებულების შენარჩუნებისათვის, რომელიც დაკავშირებულია შესაძლო უფლების დარღვევასთან, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპით.
2. ასეთი ღონისძიებები შესაძლოა მოიცავდეს დეტალურ აღწერას ნიმუშის აღებით ან მის გარეშე, ან სავარაუდო კანონდარღვევით წარმოებული საქონლის და საჭიროების შემთხვევაში, ამ საქონლის წარმოებისა ან/და გასაღების პროცესში გამოყენებული ყველა მასალის, იარაღების/ხელსაწყოების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღებას. აღნიშნული ღონისძიებების გატარება შესაძლებელი უნდა იყოს მეორე მხარის მოსმენის გარეშეც, კერძოდ, თუ ნებისმიერი გაჭიანურება უფლებათა მფლობელს მიაყენებს აუნაზღაურებელ ზიანს ან თუ სახეზეა მტკიცებულების განადგურების აშკარა რისკი.
3. როდესაც მტკიცებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებულია მეორე მხარის მოსმენის გარეშე, დაინტერესებულ მხარეებს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოთ სულ მცირე აღნიშნული ღონისძიებების გამოყენების შემდგო