1.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული სამართალწარმოების დროს და მოსარჩელის სამართლიანი და დასაბუთებული მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყოს დაავალოს უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის ან მომსახურების წარმოშობისა და გასაღების ქსელის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა დამრღვევს ან/და ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც:

(a)

დადგენილია, რომ ფლობს უკანონო საქონელს კომერციული მასშტაბით;

(b)

დადგენილია, რომ იყენებდა უკანონო მომსახურებებს კომერციული მასშტაბით;

(c)

დადგენილია, რომ კომერციული მასშტაბით აწვდიდა უკანონო მომსახურებას, რომელიც გამოიყენებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში;

(d)

„a“, „b“ და „c“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ პირთა ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგენილია, რომ ის ჩაბმული იყო მოცემული საქონლის წარმოებაში, დამზადებასა და გასაღებაში ან მომსახურების გაწევაში.

2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საჭიროებისამებრ უნდა მოიცავდეს შემდეგს:

(a)

მწარმოებლების, დამამზადებლების, დისტრიბუტორების, მიმწოდებლების და საქონლის ან მომსახურების სხვა ადრინდელი მფლობელების, აგრეთვე საბითუმო და საცალო მოვაჭრეების (რომელთათვისაც განკუთვნილია მოცემული საქონელი/ მომსახურება) სახელებსა და მისამართებს;

(b)
ინფორმაციას წარმოებულ, დამზადებულ, მიწოდებულ, მიღებულ ან შეკვეთილ რაოდენობაზე, ასევე მოცემული საქონლის ან მომსახურების ფასებზე.

3.
პირველი და მე-2 პუნქტები ვრცელდება იმ საკანონმდებლო ნორმების შეულახავად, რომლებიც:

(a)

უფლების მფლობელს ანიჭებს უფლებამოსილებას მიიღოს უფრო სრული ინფორმაცია;

(b)
არეგულირებს სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივ წარმოებაში გამოსაყენებელ ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

(c)

არეგულირებს ინფორმაციაზე უფლების არასათანადო გამოყენებას;

(d)
იძლევა იმ ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შესაძლებლობას, რომელმაც შესაძლოა აიძულოს პირველ პუნქტში მითითებული პირი, აღიაროს საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის მონაწილეობა ინტელექტუალური საკუთრების დარღვევაში; ან

(e)
არეგულირებს ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობის დაცვას ან პერსონალური მონაცემების დამუშავება