1. თითოეული მხარე ადგენს უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მოთხოვნებს მცენარეთა დაცვის საშუალებების ბაზარზე განთავსების ნებართვის გაცემამდე.
2. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მონაცემები, რომელებიც პირველად არის წარდგენილი განმცხადებლის მიერ მცენარეთა დაცვის საშუალებების ბაზარზე განთავსების ნებართვის მოსაპოვებლად, დაცული იქნება არაკეთილსინდისიერი კომერციული გამოყენებისაგან და არ იქნება გამოყენებული სხვა რომელიმე პირის სასარგებლოდ, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე განთავსების ნებართვის მიღებას, თუ არ არის წარმოდგენილი პირველი მფლობელის ცალსახა თანხმობა.
3. ბაზარზე დაშვების ნებართვის მოსაპოვებლად პირველად წარმოდგენილი ცდის ან კვლევის ანგარიში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
(a) აუცილებელი იყოს ნებართვის გასაცემად ან ნებართვაში შესწორების შესატანად იმისათვის, რომ დასაშვები იყოს მისი გამოყენება მცენარეთა სხვა კულტურების მიმართ, და
(b) სერტიფიცირებული იყოს ისე, რომ შეესაბამებოდეს კარგი ლაბორატორიული პრაქტიკის ან კარგი ექსპერიმენტული პრაქტიკის პრინციპებს.
4. მონაცემთა დაცვის პერიოდი უნდა განისაზღვროს სულ მცირე ათი წლის ვადით შესაბამის მხარეში პირველი ნებართვის გაცემიდა