1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს დამოუკიდებლად შექმნილი დიზაინის დაცვას, რომელსაც აქვს სიახლე და ორიგინალურია[29]. ამგვარი დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იქნას რეგისტრაციის საშუალებით და წინამდებარე მუხლის დებულებების შესაბამისად განსაკუთრებულ უფლებას უნდა ანიჭებდეს რეგისტრირებული დიზაინის მფლობელს.
2. პროდუქტში ჩართული ან მისთვის გამოყენებული დიზაინი, რომელიც შედგენილი პროდუქტის ნაწილია, მიიჩნევა ახლად და ინდივიდუალურად მხოლოდ მაშინ:
(a) თუ იგი შედგენილ პროდუქტში ხილულია მისი ჩვეულებრივი გამოყენების დროს;
(b) ხილული ნიშნები თავისთავად აკმაყოფილებს სიახლისა და ინდივიდუალობის კრიტერიუმებს.
3. 2(a) პუნქტში გამოყენებული მნიშვნელობით „ჩვეულებრივი გამოყენება” ნიშნავს საბოლოო მომხმარებლის მიერ გამოყენებას, გარდა ტექნიკური მომსახურებისა, მიმდინარე და აღდგენითი სარემონტო სამუშაოებისა.
4. რეგისტრირებული დიზაინის მფლობელს ენიჭება განსაკუთრებული უფლება, მესამე პირებს ნება დართოს ან აუკრძალოს სულ მცირე ასეთი პროდუქტის დამზადება, გასაყიდად შეთავაზება, გაყიდვა, იმპორტი, ექსპორტი, შენახვა ან ისეთი ნივთების გამოყენება, რომელიც გამოსახავს ან რომელშიც ჩართულია დაცული დიზაინი, როდესაც ასეთი ქმედებები ხორციელდება კომერციული მიზნებისთვის, ეწინააღმდეგება დიზაინის ჩვეულებრივ გამოყენებას ან არ შეესაბამება კეთილსინდისიერ სავაჭრო პრაქტიკას.
5. დაცვის ხანგრძლივობა უნდა იყოს 25 წელი, რომელიც აითვლება სარეგისტრაციო განაცხადის შემოტანის დღიდან ან ჰააგის სამრეწველო დიზაინების საერთაშორისო დეპონირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად დადგენილი თარიღიდან პარიზის კონვენციის დებულებათა შეუალახავა