მუხლი 26. დიზაინზე განსაკუთრებულ უფლებათა ფარგლები
თავი IV — დიზაინზე განსაკუთრებული უფლებები
1. დიზაინის მფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს დიზაინს. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს დიზაინი, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე.
2. დიზაინის რეგისტრაცია მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს იმ პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი, ექსპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა და ასეთი პროდუქტის შენახვა ამ მიზნებისათვის.
21.ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიზაინის გამოქვეყნების გადადების შემთხვევაში დიზაინის მფლობელს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქმედებები აკრძალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიზაინის სადავო გამოყენება რეგისტრირებული დიზაინის რეპროდუცირების შედეგია. სადავო ქმედება რეგისტრირებული დიზაინის რეპროდუცირებად არ მიიჩნევა, თუ იგი არის მესამე პირის დამოუკიდებელი შემოქმედების შედეგი, რომლისთვისაც ეს დიზაინი ხელმისაწვდომი არ იყო.
ა) უფლების გადაცემა ან კერძო ლიცენზიის გაცემა ნებადართულია მხოლოდ ყველა მფლობელის თანხმობით;
ბ) თითოეულ მფლობელს უფლება აქვს, რეგისტრირებული დიზაინი სხვა მფლობელთა თანხმობის გარეშე გამოიყენოს საკუთარ წარმოებაში.
4. განაცხადის გამოქვეყნების დღიდან მის რეგისტრაციამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რომლებიც მას მიენიჭება რეგისტრაციის შემდეგ. თუ რეგისტრაცია არ განხორციელდება, აღნიშნული უფლებები წარმოშობილად არ მიიჩნევა.
5. დიზაინის რეგისტრაციიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა:
ა) დიზაინის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდეგ გავრცელება ან სხვაგვარად გამოყენება;
ბ) დიზაინის პირადი სარგებლობისათვის გამოყენება, თუ ეს ქმედება არ ისახავს სამეწარმეო მიზნებს;
გ) დიზაინის ექსპერიმენტული მიზნებისათვის გამოყენება;
დ) დიზაინის ასლის გადაღება, რომელიც სრულდება ციტირების ან სწავლების მიზნით, თუ ამგვარი გადაღება არ ითვლება არაკეთილსინდისიერ ქმედებად და ზიანს არ აყენებს დიზაინის ჩვეულებრივ გამოყენებას და მიეთითება წყარო;
ე) დიზაინის რომელიმე ქვეყნის საზღვაო ხომალდზე, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენება მისი საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში დიზაინი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამგვარ სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის;
ე1) დიზაინის გამოყენება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზღვაო ხომალდის, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების შეკეთების მიზნით სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების საქართველოში იმპორტისას;
ე2) დიზაინის გამოყენება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საზღვაო ხომალდზე, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას;
ვ) დიზაინის გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) შემთხვევაში.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (23.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. დიზაინზე განსაკუთრებულ უფლებათა ფარგლები 1. დიზაინის მფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს დიზაინს. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს დიზაინი, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე. 2. დიზაინის რეგისტრაცია მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს იმ პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი, ექსპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა და ასეთი პროდუქტის შენახვა ამ მიზნებისათვის. 21. ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიზაინის გამოქვეყნების გადადების შემთხვევაში დიზაინის მფლობელს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქმედებები აკრძალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიზაინის სადავო გამოყენება რეგისტრირებული დიზაინის რეპროდუცირების შედეგია. სადავო ქმედება რეგისტრირებული დიზაინის რეპროდუცირებად არ მიიჩნევა, თუ იგი არის მესამე პირის დამოუკიდებელი შემოქმედების შედეგი, რომლისთვისაც ეს დიზაინი ხელმისაწვდომი არ იყო. 3. თუ დიზაინის მფლობელი რამდენიმე პირია: ა) უფლების გადაცემა ან კერძო ლიცენზიის გაცემა ნებადართულია მხოლოდ ყველა მფლობელის თანხმობით; ბ) თითოეულ მფლობელს უფლება აქვს, რეგისტრირებული დიზაინი სხვა მფლობელთა თანხმობის გარეშე გამოიყენოს საკუთარ წარმოებაში. 4. განაცხადის გამოქვეყნების დღიდან მის რეგისტრაციამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რომლებიც მას მიენიჭება რეგისტრაციის შემდეგ. თუ რეგისტრაცია არ განხორციელდება, აღნიშნული უფლებები წარმოშობილად არ მიიჩნევა. 5. დიზაინის რეგისტრაციიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა: ა) დიზაინის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდეგ გავრცელება ან სხვაგვარად გამოყენება; ბ) დიზაინის პირადი სარგებლობისათვის გამოყენება, თუ ეს ქმედება არ ისახავს სამეწარმეო მიზნებს; გ) დიზაინის ექსპერიმენტული მიზნებისათვის გამოყენება; დ) დიზაინის ასლის გადაღება, რომელიც სრულდება ციტირების ან სწავლების მიზნით, თუ ამგვარი გადაღება არ ითვლება არაკეთილსინდისიერ ქმედებად და ზიანს არ აყენებს დიზაინის ჩვეულებრივ გამოყენებას და მიეთითება წყარო; ე) დიზაინის რომელიმე ქვეყნის საზღვაო ხომალდზე, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენება მისი საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში დიზაინი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამგვარ სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის; ე1) დიზაინის გამოყენება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზღვაო ხომალდის, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების შეკეთების მიზნით სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების საქართველოში იმპორტისას; ე2) დიზაინის გამოყენება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საზღვაო ხომალდზე, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას; ვ) დიზაინის გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) შემთხვევაში.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-787-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 და 45-ე მუხლებით, „დიზაინის შესახებ” საქართველოს კანონის 26.2, 30-ე, 301.1, 301.2 მუხლებით და, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა, როგორც სასაქონლო ნიშნების გამოყენების აკრძალვასთან, ასევე, არსებულის განადგურებასთან დაკავშირებით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „დიზაინის შესახებ“, მუხლი 26, №3030, 04.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 300.200.000.05.001.004.044 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/92140/muxli-26/