1. წინათსარგებლობის უფლება გულისხმობს პირის უფლებას, გამოიყენოს დიზაინი მისი რეგისტრაციის მოქმედების მიუხედავად, თუ იგი კეთილსინდისიერად იყენებდა ამ დიზაინს ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები მისი გამოყენებისათვის საქპატენტში განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე.
2. წინათსარგებლობის უფლება მესამე პირს აძლევს დიზაინის მხოლოდ იმ მიზნითა და მოცულობით გამოყენების უფლებას, რა მიზნით და მოცულობითაც უკვე გამოიყენა იგი ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები, განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.
3. დაუშვებელია წინათსარგებლობის უფლებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა.
4. წინათსარგებლობის უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ისეთ საწარმოსთან ერთად, სადაც განხორციელდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37. 14.07.2010 წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.05.2010).
წინა რედაქცია (24.05.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. წინათსარგებლობის უფლება 1. წინათსარგებლობის უფლება გულისხმობს პირის უფლებას, გამოიყენოს დიზაინი მისი რეგისტრაციის მოქმედების მიუხედავად, თუ იგი კეთილსინდისიერად იყენებდა ამ დიზაინს ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები მისი გამოყენებისათვის საქპატენტში განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის დადგენის თარიღამდე. 2. წინათსარგებლობის უფლება მესამე პირს აძლევს დიზაინის მხოლოდ იმ მიზნითა და მოცულობით გამოყენების უფლებას, რა მიზნით და მოცულობითაც უკვე გამოიყენა იგი ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები, განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის დადგენის თარიღამდე. 3. დაუშვებელია წინათსარგებლობის უფლებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა. 4. წინათსარგებლობის უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ისეთ საწარმოსთან ერთად, სადაც განხორციელდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37. 14.07.2010 წ., მუხ.2