1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარებისთვის, არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებისთვის, დიზაინის გამოქვეყნებისა და რეგისტრაციისთვის, დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებისთვის, დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებისთვის, დიზაინის რეგისტრაციის ძალის ყოველი 5 წლით შენარჩუნებისთვის, წინასწარი ძიების მომსახურებისთვის, სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის, რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანისა და დიზაინის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედების განხორციელებისთვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი საფასური.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა იწვევს განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტას.

3. საფასურის სახე და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. საფასურის გადახდის ფორმა და წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.

საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

თავი III. საერთაშორისო დიზაი