1. დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს მისი გამოსახულება.
2. სამართლებრივი დაცვა არ ვრცელდება დიზაინში ჩართულ სიტყვაზე ან სიტყვათა წყობაზე.
3. დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლები მოიცავს ნებისმიერ დიზაინს, რომელიც ინფორმირებულ მომხმარებელზე არ ახდენს განსხვავებულ საერთო შთაბეჭდილებას.
4. დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი შექმნისას დიზაინერის თავისუფლების ხარისხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.05.2010).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ას-1450-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2025
…არის მთლიანი პროდუქტის ან მისი ნაწილის გამოხატულება, რომელიც გამომდინარეობს თვით პროდუქტის ნიშნებისაგან, მათ შორის, ხაზებისაგან, კონტურებისაგან, ფერებისაგან, ფორმისაგან, ტექსტურისაგან ან/და მასალისაგან, ან პროდუქტის მორთვისაგან. ამავე კანონის 4.1 მუხლის თანახმად კი, დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს მისი გამოსახულება. ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, სამართლებრივი დაცვა არ…
საქმე №ას-329-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2022
…უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა თუ არა პირველ მოსარჩელეს სიტყვა „------“ შინაარსით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უფლების მოსაპოვებლად, ამ საკითხზე საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის მსჯელობას და თავადაც აღნიშნავს, რომ „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, დიზაინის დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს მისი გამოსახულება, ხოლო დიზაინში ჩართული სიტყვიერი ნაწილი…