1. განაცხადის შეტანის უფლება აქვს დიზაინერს ან მის უფლებამონაცვლეს, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. რამდენიმე პირის მიერ შექმნილ დიზაინზე განაცხადის შეტანის უფლება აქვს როგორც ყველა დიზაინერს ერთობლივად, ისე თითოეულ მათგანს სხვა თანადიზაინერების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, თუ თანადიზაინერთა შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ დიზაინზე, რომელიც უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, განაცხადის შეტანის უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. (ამოღებულია - 11.11.2025, №1029).
5. (ამოღებულია - 11.11.2025, №1029).
6. თუ ერთი და იგივე დიზაინი დამოუკიდებლად შექმნა ორმა ან ორზე მეტმა პირმა, დიზაინზე განსა-კუთრებული უფლება ეკუთვნის იმ განმცხადებელს, რომლის განაცხადსაც უფრო ადრინდელი პრიორიტეტი აქვს.
7. თუ რამდენიმე განაცხადს, რომელიც შეეხება იდენტურ დიზაინებს, დაუდგინდა ერთი და იგივე პრიორიტეტი, დიზაინის რეგისტრაციის უფლება აქვს განმცხადებელთა შეთანხმებაში მითითებულ პირს (პირებს). მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1029
წინა რედაქცია (24.05.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. დიზაინის რეგისტრაციის უფლება 1. განაცხადის შეტანის უფლება აქვს დიზაინერს ან მის უფლებამონაცვლეს, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. რამდენიმე პირის მიერ შექმნილ დიზაინზე განაცხადის შეტანის უფლება აქვს როგორც ყველა დიზაინერს ერთობლივად, ისე თითოეულ მათგანს სხვა თანადიზაინერების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, თუ თანადიზაინერთა შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ დიზაინზე, რომელიც უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, განაცხადის შეტანის უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. თუ დიზ(აინის შექმნა არ უკავშირდება დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, მაგრამ დასაქმებულმა/შეკვეთის მიმღებმა დიზაინის შესაქმნელად გამოიყენა დამსაქმებლის/შემკვეთის მფლობელობაში არსებული რესურსი, დიზაინის რეგისტრაციის უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს - 11.11.2025, №1029). 5. (ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაქმებულს/შეკვეთის მიმღებს აქვს ამ დიზაინზე უსასყიდლოდ არაექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მიღების ან/და დიზაინიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების შესყიდვის უპირატესი უფლება - 11.11.2025, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული№1029). 6. თუ ერთი და იგივე დიზაინი დამოუკიდებლად შექმნა ორმა ან ორზე მეტმა პირმა, დიზაინზე განსა-კუთრებული უფლება ეკუთვნის იმ განმცხადებელს, რომლის განაცხადსაც უფრო ადრინდელი პრიორიტეტი აქვს. 7. თუ რამდენიმე განაცხადს, რომელიც შეეხება იდენტურ დიზაინებს, დაუდგინდა ერთი და იგივე პრიორიტეტი, დიზაინის რეგისტრაციის უფლება აქვს განმცხადებელთა შეთანხმებაში მითითებულ პირს (პირებს). მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.