1. განაცხადი შეიძლება შეიცავდეს ერთ ან რამდენიმე დიზაინს, თუ მასში შემავალი დიზაინები მიეკუთვნება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს (მრავლობითი განაცხადი).
2. განმცხადებელს უფლება აქვს:
ა) გააერთიანოს განაცხადები და წარადგინოს გაერთიანებული განაცხადი, თუ მასში შემავალი დიზაინები მიეკუთვნება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს (გაერთიანებული განაცხადი);
ბ) დაყოს წარდგენილი განაცხადი ცალკეულ განაცხადებად (გამოცალკევებული განაცხადები).
3. თითოეული დიზაინი, რომელსაც შეიცავს მრავლობითი ან გაერთიანებული განაცხადი, სხვებისაგან დამოუკიდებლად განიხილება და დამოუკიდებელი დაცვის საგანია.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1029
წინა რედაქცია (24.05.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. მრავლობითი განაცხადი, განაცხადების გაერთიანება და დაყოფა 1. განაცხადი შეიძლება შეიცავდეს ერთ ან რამდენიმე დიზაინს, თუ მასში შემავალი დიზაინები მიეკუთვნება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს (მრავლობითი განაცხადი). 2. განმცხადებელს უფლება აქვს: ა) გააერთიანოს განაცხადები და წარადგინოს გაერთიანებული განაცხადი, თუ მასში შემავალი დიზაინები მიეკუთვნება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს (გაერთიანებული განაცხადი); ბ) დაყოს წარდგენილი საპატენტო განაცხადი ცალკეულ განაცხადებად (გამოცალკევებული განაცხადები). 3. თითოეული დიზაინი, რომელსაც შეიცავს მრავლობითი ან გაერთიანებული განაცხადი, სხვებისაგან დამოუკიდებლად განიხილება და დამოუკიდებელი დაცვის საგანია.