1. მრავლობითი განაცხადი შეიძლება შეიცავდეს დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს მიკუთვნებულ არა უმეტეს ას დიზაინს.
2. განმცხადებელმა მრავლობით განაცხადში მოცემული დიზაინების გამოსახულებებს უნდა მიანიჭოს თანმიმდევრული ნუმერაცია ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის შესაბამისად.
3. თუ დადგინდა, რომ მრავლობით განაცხადში გაერთიანებული დიზაინები არ მიეკუთვნება საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის საფუძველზეც განმცხადებელი ვალდებულია შეტყობინების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში დაყოს განაცხადი და საქპატენტს წარუდგინოს გამოცალკევებული განაცხადი.
4. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას, საქპატენტი:
ა) განიხილავს მხოლოდ იმ დიზაინებს, რომლებიც მიეკუთვნება განცხადებაში მითითებულ საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს;
ბ) განსაზღვრავს ერთ-ერთი დიზაინის კლასს, თუ განმცხადებელს განცხადებაში მითითებული არა აქვს საერთაშორისო კლასიფიკაციის კლასი და განიხილავს მხოლოდ იმ დიზაინებს, რომლებიც მიეკუთვნება არჩეული დიზაინის კლასს, ხოლო დიზაინებს, რომლებიც არ მიეკუთვნება საქპატენტის მიერ დადგენილ კლასს – დატოვებს განუხილველად.
5. მრავლობითი განაცხადისათვის საფასურების გადახდა ხდება მრავლობით განაცხადში წარდგენილი თითოეული დიზაინისათვის
„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტიცების შესახებ · რედაქცია 25.12.2025
მუხლი 9. მრავლობითი განაცხადი
თავი II — განაცხადის ფორმა და წარდგენის წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი თვის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. განაცხადის წარდგენა
- მუხლი 4. განაცხადის ფორმა და თანდართული მასალები
- მუხლი 5. განცხადების ფორმა
- მუხლი 6. პროდუქტის დასახელება და კლასიფიკაცია
- მუხლი 7. დიზაინის გამოსახულება
- მუხლი 8. პროდუქტის ნიმუში
- მუხლი 10. გაერთიანებული განაცხადი
- მუხლი 11. გამოცალკევებული განაცხადი
- მუხლი 12. განაცხადის შეტანა
- მუხლი 13. პრიორიტეტის მოთხოვნა
- მუხლი 15. შეტანის თარიღის დადასტურება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტიცების შესახებ, მუხლი 9, №03, 14.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 300200000.48.065.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1528837/muxli-9/