1. პროდუქტის დასახელება უნდა იყოს ფორმულირებული ისე, რომ შეესაბამებოდეს მის არსს და დანიშნულებას და შესაძლებელი იყოს პროდუქტის კლასიფიცირება მხოლოდ ერთ კლასში ლოკარნოს კლასიფიკაციის შესაბამისად.
2. დაუშვებელია დასახელება შეიცავდეს მითითებას პროდუქტის ხარისხზე.
3. დაუშვებელია დასახელებაში დამატებით ფიგურირებდეს სპეციალური დასახელება, ცალკეული ასოები და ციფრები.
4. ინფორმაცია დასახელებისა და საკლასიფიკაციო ინდექსის შესახებ გავლენას არ ახდენს დაცვის ფარგლებზე