ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კანონი – საქართველოს კანონი „დიზაინის შესახებ“;
ბ) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – ,,საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) – „საქართველოს საპატენტო კანონით“ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
გ) ბიულეტენი – სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე ოფიციალური ბეჭდური გამოცემა;
დ) რეესტრი – სამრეწველო საკუთრების რეესტრი;
ე) საერთაშორისო კოდი – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) სტანდარტით ST.80 დადგენილი, მონაცემთა იდენტიფიკაციის საერთაშორისო შეთანხმებით მიღებული ორნიშნა რიცხვითი კოდი;
ვ) ქვეყნის კოდი – ისმო-ს სტანდარტით ST.3 დადგენილი ქვეყნის, მთავრობათაშორისი და სხვა ორგანიზაციების დასახელების შესატყვისი ორნიშნა კოდი;
ზ) დადგენილი საფასური – „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებით დამტკიცებული საფასური;
თ) დღე – სამუშაო დღე;
ი) საერთაშორისო ბიულეტენი – ოფიციალური გამოცემა, რომელშიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო-ს) საერთაშორისო ბიურო აქვეყნებს მონაცემებს საერთაშორისო დიზაინების რეგისტრაციის შესახებ ჰააგის შეთანხმების შესაბამისად.
თავი II
განაცხადის ფორმა და წარდგენის წეს