1. გაერთიანებული განაცხადის წარდგენა დასაშვებია, თუ მასში შემავალი დიზაინები მიეკუთვნება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს.
2. გაერთიანებული განაცხადი საქპატენტს უნდა წარედგინოს დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
3. გაერთიანებული განაცხადის ფარგლები არ უნდა სცილდებოდეს მასში შემავალი განაცხადების ფარგლებს.
4. გაერთიანებულ განაცხადში შემავალ ყველა განაცხადს უნარჩუნდება შესაბამისი პრიორიტეტი.
5. გაერთიანებული განაცხადი განიხილება როგორც ახალი განაცხადი, ხოლო მასში გაერთიანებულ თითოეულ განაცხადზე გაერთიანებამდე მიმდინარე საქმისწარმოება წყდება