1. დიზაინის გამოსახულება შესრულებული უნდა იყოს გრაფიკული ან ფოტოგრაფიული გამოსახულების სახით და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) თითოეული ფურცელი უნდა იყოს თეთრი, გაუმჭვირვალე, სტანდარტის შესაბამისი A4 ზომის (29,7 სმ X 21 სმ), ხოლო სივრცე, რომელიც გამოიყენება გამოსახულებისათვის, არ უნდა აღემატებოდეს 26,2 სმ X 17 სმ-ს. მარცხენა მხრიდან უნდა იყოს დატოვებული სულ მცირე 2,5 სმ-ის ტოლი ველი;
ბ) გამოსახულება უნდა იყოს ვარგისი გამოქვეყნებისათვის, მკაფიოდ გამოსახული და ისეთი ხარისხის, რომ ჩანდეს ობიექტის ყველა დეტალი, რომელზეც მოითხოვება დაცვა;
გ) გამოსახულება უნდა იყოს შესრულებული ნეიტრალურ ფონზე და შეიძლება იყოს შავ-თეთრი ან ფერადი;
დ) გამოსახულებები შესრულებული უნდა იყოს ერთი და იგივე მასშტაბში. დასაშვებია რომელიმე ნაწილის გადიდებული სახით ჩვენება; G
ე) გამოსახულების თითოეული რაკურსის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 16X16 სმ-ს და არ იყოს 3X3 სმ-ზე ნაკლები;
ვ) გამოსახულება არ უნდა შეიცავდეს წარწერას, განმარტებით ტექსტს, სხვა ისეთ ელემენტს, რომელიც დასაცავ დიზაინს არ ეკუთვნის;
ზ) გამოსახულება არ უნდა იყოს წარდგენილი ტექნიკური ნახაზების სახით.
2. თუ განაცხადი შეიცავს რამდენიმე დიზაინს, განმცხადებელმა თანმიმდევრობით უნდა დანომროს თითოეული მათგანი არაბული ციფრებით.
3. თუ დიზაინის ხედების/რაკურსების რაოდენობა ერთზე მეტია, დიზაინის შესაბამის ნომერს უნდა მიეწეროს წერტილით გაყოფილი შესაბამისი ციფრი, სადაც წერტილის მარცხნივ დაწერილი ციფრი აღნიშნავს დიზაინის ნომერს, ხოლო მარჯვენა მხარეს დაწერილი ხედის ნომერს.
4. გამოსახულებაზე ნაჩვენები დიზაინის ნაწილი, რომელზეც არ მოითხოვება დაცვა, აღნიშნული უნდა იყოს წყვეტილი ხაზით.
5. პროდუქტის შიდა ნაწილი, რომელიც გარედან არ ჩანს, ნაჩვენები უნდა იყოს წყვეტილ ხაზებს შორის ორი წერტილით.
6. თუ განაცხადი ეხება დიზაინს, რომელიც წარმოადგენს ზედაპირზე განმეორებად ნახატს, გამოსახულება უნდა ასახავდეს მთლიანად ნახატს და იმ ზედაპირს, რომელზეც უნდა იყოს განმეორებული ნახატი.
7. თუ განაცხადი ეხება დიზაინს, რომელიც წარმოადგენს ტიპოგრაფიულ შრიფტს, მისი გამოსახულება უნდა მოიცავდეს ანბანის ყველა ასოს და ყველა არაბულ ციფრს ხუთსტროფიან ტექსტთან ერთად, რომელშიც გამოყენებულია ეს შრიფტი როგორც ასოების, ისე ციფრების სახით. შრიფტის ზომა უნდა იყოს 16.
8. თუ დიზაინი ეხება შედგენილ პროდუქტს, გამოსახულების ერთ-ერთი ხედი უნდა გამოსახავდეს მას აწყობილ მდგომარეობაში.
9. იმ შემთხვევაში, თუ დიზაინი წარმოადგენს სხვადასხვა ფუნქციის მქონე იმ პროდუქტების ნაკრებს, რომლებიც ერთ მიზანს ემსახურებიან და ახასიათებთ ერთნაირი სტილისტურ-კომპოზიციური გადაწყვეტა, დიზაინი წარდგენილი უნდა იყოს ერთი გამოსახულების სახით, მაგრამ ამასთან მასში შემავალი თითოეული პროდუქტი გამოხატული უნდა იყოს ცალ-ცალკეც, რათა მოხდეს თითოეული მათგანის ინდივიდუალური შეფასება. ერთ დიზაინად წარმოდგენილი ყველა პროდუქტი ექვემდებარება საერთო დაცვას.
10. გამოსახულება წარდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად, ამასთან, დასაშვებია გამოსახულების ერთი ეგზემპლარის ქაღალდზე, ხოლო მეორე ეგზემპლარის ელექტრონული ფორმით ,,jpg” ფორმატით წარდგენა კომპაქტდისკზე