1. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით.
2. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, ასევე მასში შეტანილი ცვლილებები დადგენილი წესით რეგისტრირდება რეესტრში და მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში.
3. დიზაინის ახალ მფლობელს არ შეუძლია დიზაინის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები მესამე პირის წინააღმდეგ გამოიყენოს სათანადო ცვლილებების რეესტრში რეგისტრაციამდ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.05.2010).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ას-787-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
…მფლობელი. 2.3. 2017 წლის 09 ნოემბრის სალიცენზიო ხელშეკრულების თანახმად, დიზაინის მფლობელმა, ლ.ბ–მა აღნიშნული დიზაინის („ზედაპირის გაფორმება“, რეგისტრაციის ნომერი 727) გამოყენებაზე განსაკუთრებული უფლებები გადასცა მოსარჩელეს „დიზაინის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად. 3. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტი მოითხოვს, მოპასუხემ შეწყვიტოს მისი სასაქონლო ნიშნისა და…