1. ეს კანონი ვრცელდება იმ დიზაინის შექმნასთან, რეგისტრაციასთან, გამოყენებასთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე:
ა) რომლებიც წარმოიშვა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ;
ბ) რომლებიც ძალაშია ამ კანონის ამოქმედების დღისათვის.
2. განაცხადი, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქპატენტში მიმდინარეობს საქმის წარმოება, განიხილება 1999 წლის 5 თებერვლის საქართველოს საპატენტო კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 21) დადგენილი წესი