1. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში ამ დიზაინზე პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან 6 თვის ვადაში.

2. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ, „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენციის მიხედვით ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე დიზაინის ექსპონირების თარიღიდან 6 თვის ვადაში.

3. საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტები ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.

4. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განმცხადებელს უფლება აქვს, ცალკეული დიზაინისათვის მოითხოვოს ის პრიორიტეტი, რომელიც მას აქვს.

5. განაცხადს პრიორიტეტი არ დაუდგინდება იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რომლისთვისაც უკვე იყო მოთხოვნილი ადრინდელი პრიორიტეტი.

საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025