1. საქპატენტი განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს მისი წარდგენიდან 2 კვირის ვადაში.

2. თუ გამოვლინდა, რომ წარდგენილ განაცხადს აკლია ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საგანაცხადო მასალა, განმცხადებელი ვალდებულია აღნიშნული მასალა წარმოადგინოს შეტყობინების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში.

3. თუ განმცხადებელი შეასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა აღნიშნული მოთხოვნის შესრულების თარიღი. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი შეტანილად არ მიიჩნევ