კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ბ) საერთაშორისო ბიურო – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო;
გ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს);
გ1) „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენცია − „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ 1928 წლის 22 ნოემბრის პარიზის კონვენცია;
დ) დიზაინერი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა დიზაინი;
ე) თანადიზაინერი – ფიზიკური პირი, რომელმაც სხვა ფიზიკურ პირთან (პირებთან) ერთობლივი ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნა დიზაინი;
ვ) დიზაინის მფლობელი – პირი, რომელსაც აქვს დიზაინზე განსაკუთრებული უფლება და რომელიც საქპატენტმა დაარეგისტრირა რეესტრში დიზაინის მფლობელად;
ზ) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად დიზაინის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის დიზაინის საქპატენტში რეგისტრაციის ფაქტს;
თ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს დიზაინის რეგისტრაციას;
ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად დიზაინის რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა;
კ) ჰააგის შეთანხმება – დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ჰააგის შეთანხმების 1960 წლის 28 ნოემბრის ჰააგის ან/და 1999 წლის 2 ივლისის ჟენევის აქტები;
ლ) საერთაშორისო დიზაინი – ჰააგის შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე უფლებების გავრცელების მოთხოვნით საერთაშორისო ბიუროს მიერ რეგისტრირებული დიზაინი;
მ) დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაცია – 1968 წლის 8 ოქტომბერს ხელმოწერილი დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ლოკარნოს შეთანხმებით შემოღებული საერთაშორისო კლასიფიკაცია;
ნ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომელიც აქვს განაცხადს მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით;
ო) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში;
პ) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში;
ჟ) სააპელაციო პალატა – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული, საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატა.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1029
წინა რედაქცია (24.05.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) საერთაშორისო ბიურო – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო; გ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს); გ1) „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენცია − „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ 1928 წლის 22 ნოემბრის პარიზის კონვენცია; დ) დიზაინერი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა დიზაინი; ე) თანადიზაინერი – ფიზიკური პირი, რომელმაც სხვა ფიზიკურ პირთან (პირებთან) ერთობლივი ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნა დიზაინი; ვ) დიზაინის მფლობელი – პირი, რომელსაც აქვს დიზაინზე განსაკუთრებული უფლება და რომელიც საქპატენტმა დაარეგისტრირა რეესტრში დიზაინის მფლობელად; ზ) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად დიზაინის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის დიზაინის საქპატენტში რეგისტრაციის ფაქტს; თ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს დიზაინის რეგისტრაციას; ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად დიზაინის რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა; კ) ჰააგის შეთანხმება – დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ჰააგის შეთანხმების 1960 წლის 28 ნოემბრის ჰააგის ან/და 1999 წლის 2 ივლისის ჟენევის აქტები; ლ) საერთაშორისო დიზაინი – ჰააგის შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე უფლებების გავრცელების მოთხოვნით საერთაშორისო ბიუროს მიერ რეგისტრირებული დიზაინი; მ) დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაცია – 1968 წლის 8 ოქტომბერს ხელმოწერილი დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ლოკარნოს შეთანხმებით შემოღებული საერთაშორისო კლასიფიკაცია; ნ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომელიც აქვს განაცხადს მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით; ო) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; პ) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; ჟ) სააპელაციო პალატა – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული, საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატა.