1. მხარეები უარს იტყვიან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე, საკუთარი გადაწყვეტილების (ex officio) ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე თითოეული მხარის კანონმდებლობის შესაბამისად გააუქმებენ იმ სასაქონლო ნიშანს, რომელიც შეესაბამება ამ შეთანხმების 172-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე გარემოებას მსგავსი პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასთან მიმართებაში იმ პირობით, თუ განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ წარდგენილ იქნა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამის ტერიტორიაზე განაცხადის შეტანის შემდეგ.
2. ამ შეთანხმების 170-ე მუხლში მითითებული გეოგრაფიული აღნიშვნებისთვის დაცვის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღად მიიჩნევა 2012 წლის 1 აპრილი.
3. ამ შეთანხმების 171-ე მუხლში მითითებული გეოგრაფიული აღნიშვნებისთვის რეგისტრაციის მოთხოვნის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მეორე მხარისთვის გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნის წარდგენის თარიღი.
4. მხარეებს არ ეკისრებათ ვალდებულება დაიცვან გეოგრაფიული აღნიშვნა, თუ კარგი რეპუტაციის მქონე ან საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის შემთხვევაში ამგვარმა დაცვამ შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი პროდუქტის ნამდვილ წარმოშობასთან დაკავშირებით.
5. მე-4 პუნქტისთვის ზიანის მიყენების გარეშე მხარეები დაიცავენ გეოგრაფიულ აღნიშვნებს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს უფრო ადრინდელი სასაქონლო ნიშანი. უფრო ადრინდელი სასაქონლო ნიშანი ნიშნავს ისეთ სასაქონლო ნიშანს, რომლის გამოყენებაც შეესაბამება ამ შეთანხმების 172-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ რომელიმე გარემოებას და რომელზეც ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე შეტანილ იქნა განაცხადი, განხორციელდა რეგისტრაცია ან დამკვიდრებულ იქნა გამოყენების გზით, თუ ამის შესაძლებლობას იძლევა შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა, იმ თარიღამდე, ვიდრე მეორე მხარეს წარედგინა მოთხოვნა გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვასთან დაკავშირებით წინამდებარე ქვენაწილის შესაბამისად. ამგვარი სასაქონლო ნიშნის გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს ან განახლდეს გეოგრაფიული აღნიშვნისათვის დაცვის მინიჭების მიუხედავად იმ პირობით, თუ სასაქონლო ნიშნების შესახებ მხარის კანონმდებლობით არ არსებობს სასაქონლო ნიშნის გაუქმების ან ბათილად ცნობის საფუძველ