1. მხარეები უშუალოდ ან ამ შეთანხმების 179-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი ქვე-კომიტეტის მეშვეობით შეინარჩუნებენ კავშირს წინამდებარე ქვენაწილის იმპლემენტაციასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. კერძოდ, მხარეს შეუძლია მეორე მხარისაგან მოითხოვოს ინფორმაცია პროდუქტის მონაცემებთან და მის მოდიფიკაციასთან დაკავშირებით და ასევე ინფორმაცია საკონტაქტო პირების შესახებ კონტროლის მიზნებისათვის.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს მეორე მხარის წინამდებარე მუხლის შესაბამისად დაცული გეოგრაფიულ აღნიშვნები, მონაცემები ან მათი აღწერილობა და საკონტაქტო დეტალები კონტროლის მიზნებისთვი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 170. თანამშრომლობა და გამჭვირვალობა— საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „HS კოდი
პროდუქციის აღწერა
წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები
(1)
(2)
(3) ან (4)“, მუხლი 178, №200/42, 27.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016275 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2496959/muxli-178/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია