1. წინამდებარე ქვენაწილის შესაბამისად დაცული გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც შესრულებულია ქართული ან ისეთი არალათინური ანბანით, რომელიც გამოიყენება ოფიციალურად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ექვემდებარება დაცვას მათ ლათინურ ტრანსკრიპციასთან ერთად. ეს ტრანსკრიპცია შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნას პროდუქტის ეტიკეტირებისთვის.
2. წინამდებარე ქვენაწილის შესაბამისად დაცული ლათინური ანბანით შესრულებული გეოგრაფიული აღნიშვნები იმავე წესით ექვემდებარება დაცვას ქართული და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ოფიციალურად მოქმედი სხვა არალათინური ანბანების ტრანსკრიპციებთან ერთად. ეს ტრანსკრიპცია შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნას პროდუქტის ეტიკეტირებისთვი