1.      ევროკავშირმა, შეისწავლა რა ,,საქართველოს კანონი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” მიღებული 1999 წლის 22 აგვისტოს, ასკვნის, რომ ეს კანონი შეესაბამება ამ შეთანხმების XVII-A დანართში მითითებულ პირობებს.

2.      საქართველომ, შეისწავლა რა ევროკავშირის საბჭოს 1991 წლის 10 ივნისის რეგულაცია (EEC) N1601/91, რომელიც ადგენს არომატიზებული ღვინოების, არომატიზებულ ღვინოებზე დაფუძნებული სასმელების და არომატიზებული ღვინოპროდუქტების კოქტეილების  განსაზღვრის, აღწერის და წარმოდგენის ზოგად წესებს, 2006 წლის 20 მარტის სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების  გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დაცვის შესახებ ევროკავშირის საბჭოს რეგულაციის (EC) N510/2006, იმპლემენტაციის წესებით, რომელიც შეეხება ევროკავშირში სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების  გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციას, კონტროლს და დაცვას, 2007 წლის 22 ოქტომბრის ევროკავშირის საბჭოს რეგულაციის (EC) N1234/2007 II ნაწილის II კარის I თავის I სექცია, რომელიც შეეხება სასოფლო სამეურნეო ბაზრების საერთო მოწყობას და სოფლის მეურნეობის ზოგიერთი პროდუქტის სპეციალურ დებულებებს (ერთიანი ბაზრის ორგანიზების რეგულაცია), ევროპის პარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2008 წლის 15 იანვრის რეგულაცია (EC) N 110/2008, რომელიც შეეხება სპირტიანი სასმელების  გეოგრაფიული აღნიშვნების განსაზღვრას, აღწერას, წარმოდგენას, ეტიკეტირებას და დაცვას, ასკვნის, რომ ეს კანონები, წესები და პროცედურები შეესაბამება ამ შეთანხმების XVII-A დანართში მითითებულ პირობებს.

3.      საქართველო, დაასრულა რა გასაჩივრების პროცედურა ამ შეთანხმების დანართში XVII-BB მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად, შეისწავლა რა ამ შეთანხმების XVII-C დანართში მოცემული ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების მონაცემები და ღვინოების, სპირტიანი სასმელებისა და არომატიზებული ღვინოების გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც მოცემულია ამ შეთანხმების XVII-D დანართში, რომლებიც რეგისტრირებულია ევროკავშირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კანონმდებლობით, იღებს ვალდებულებას, დაიცვას ეს გეოგრაფიული აღნიშვნები წინამდებარე ქვენაწილით განსაზღვრულ დონეზე.

4.      ევროკავშირი, დაასრულა რა გასაჩივრების პროცედურა ამ შეთანხმების XVII-B დანართში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად, შეისწავლა რა საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების მონაცემები, რომლებიც მოცემულია ამ შეთანხმების XVII-C დანართში  და ღვინოების, არომატიზებული ღვინოების და სპირტიანი სასმელების გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც მოცემულია ამ შეთანხმების XVII-D დანართში, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოს მიერ პირველი პუნქტით განსაზღვრული კანონმდებლობის შესაბამისად, იღებს ვალდებულებას, დაიცვას ეს გეოგრაფიული აღნიშვნები წინამდებარე ქვენაწილით განსაზღვრულ დონეზე.

5.      ევროკავშირსა და საქართველოს შორის „სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ შეთანხმების“ მე-11 მუხლით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება ამავე შეთანხმების III და IV დანართების ცვლილებას, რომელიც მიღებულია წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე, მიჩნეულ იქნება გეოგრაფიული აღნიშვნების ქვე-კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებად, იმავე III და IV დანართებში დამატებული გეოგრაფიული აღნიშვნები კი მიჩნეულ იქნება ამ შეთანხმების XVII-C და XVII-D დანართების ნაწილად. შესაბამისად, მხარეები იცავენ ზემოაღნიშნულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს, როგორც წინამდებარე შეთანხმებით დადგენილ გეოგრაფიულ აღნიშვნებ