აღნიშვნები

1. სპირტიანი სასმელების ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის სპეციფიკაციებთან, რეგისტრაციასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ ტექნიკური რეგლამენტითა და „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნებით.

2. ევროკავშირში წარმოებული სპირტიანი სასმელების, რომელთა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა განხორციელდა საქართველოში, წარდგენა და ეტიკეტირება უნდა განხორციელდეს დანართ №3-ის − „საქართველოში დაცული ევროკავშირში გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული სპირტიანი სასმელების“ შესაბამისა