1. სასურსათო პროდუქტის წარდგენისა და ეტიკეტირებისას, რომელიც არ წარმოადგენს ალკოჰოლურ სასმელს, დასაშვებია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე კატეგორიის სპირტიანი სასმლის ოფიციალური დასახელების მითითება/მინიშნება ან სპირტიანი სასმლის ერთი ან რამდენიმე გეოგრაფიული აღნიშვნის მითითება/მინიშნება იმ პირობით, რომ სპირტი, რომელიც გამოყენებულია ამ სასურსათო პროდუქტის წარმოებაში, წარმოშობილია მხოლოდ მითითებაში/მინიშნებაში მოცემული სპირტიანი სასმლის ან სპირტიანი სასმელებისგან, გარდა სპირტისა, რომელიც შესაძლებელია, არსებობდეს იმ არომატიზატორებში, საღებავებში ან სხვა დასაშვებ ინგრედიენტებში, რომლებიც გამოყენებულია ამ სასურსათო პროდუქტის წარმოებისათვის.
2. ალკოჰოლური სასმელების წარდგენისა და ეტიკეტირებისას, რომლებიც არ წარმოადგენენ სპირტიან სასმელებს, მითითება/მინიშნება ოფიციალურ დასახელებაზე, რომელიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ში მოცემული სპირტიანი სასმელების ერთი ან მეტი კატეგორიისათვის ან ერთ ან რამდენიმე გეოგრაფიულ აღნიშვნაზე, დასაშვებია შემდეგი პირობების დაცვით:
ა) ალკოჰოლის დამატება ხდება მხოლოდ იმ სპირტიანი სასმლიდან ან სპირტიანი სასმელებიდან, რომელიც მოცემულია მითითებაში/მინიშნებაში;
ბ) თითოეული ალკოჰოლური ინგრედიენტის რაოდენობა (წილი), კლებადობის მიხედვით, მოცემულია იმავე მხედველობის არეში, სადაც არის მითითება/მინიშნება. ეს რაოდენობა (წილი) უნდა შეესაბამებოდეს საბოლოო/მზა პროდუქტის საერთო ალკოჰოლის შემცველობაში ამ სპირტიანი სასმელ(ებ)ის სუფთა ალკოჰოლის პროცენტულ შემცველობას.
3. სპირტიანი სასმლის აღწერას, წარდგენასა და ეტიკეტირებაში, რომელიც აკმაყოფილებს დანართ №1-ის 32-ე − 39-ე პუნქტებით განსაზღვრული სპირტიანი სასმელებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, მითითება/მინიშნება ოფიციალურ დასახელებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე დანართში მოცემული სპირტიანი სასმელების ერთი ან მეტი კატეგორიით ან სპირტიანი სასმელების ერთი ან მეტი გეოგრაფიული აღნიშვნით, დასაშვებია იმ პირობით, რომ:
ა) ალკოჰოლის დამატება ხდება მხოლოდ იმ სპირტიანი სასმლიდან ან სპირტიანი სასმელებიდან, რომელიც მოცემულია მითითებაში/მინიშნებაში;
ბ) თითოეული ალკოჰოლური ინგრედიენტის რაოდენობა (წილი), კლებადობის მიხედვით, მოცემულია იმავე მხედველობის არეში, სადაც არის მითითება/მინიშნება. ეს რაოდენობა (წილი) უნდა შეესაბამებოდეს საბოლოო/მზა პროდუქტის საერთო ალკოჰოლის შემცველობაში ამ სპირტიანი სასმელ(ებ)ის სუფთა ალკოჰოლის პროცენტულ შემცველობას;
გ) ტერმინი „კრემი“ („ნაღები“) არ უნდა იქნეს გამოყენებული იმ სპირტიანი სასმელების ოფიციალურ დასახელებაში, რომლებიც შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის 32-ე − 39-ე პუნქტებით განსაზღვრულ სპირტიან სასმელ(ებ)ს ან მითითებაში/მინიშნებაში აღნიშნული სპირტიანი სასმელ(ებ)ის ოფიციალურ დასახელებაში.
4. სპირტიანი სასმლის აღწერას, წარდგენასა და ეტიკეტირებაში, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის 32-ე − 39-ე პუნქტებით განსაზღვრული სპირტიანი სასმელებისა, მითითება/მინიშნება ოფიციალურ დასახელებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე დანართში მოცემული სპირტიანი სასმელების ერთი ან მეტი კატეგორიით, ან სპირტიანი სასმელების ერთი ან მეტი გეოგრაფიული აღნიშვნით, დასაშვებია ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, იმ პირობით, რომ:
ა) მითითებაში/მინიშნებაში აღნიშნული სპირტიანი სასმელი:
ა.ა) საბოლოო/მზა სპირტიანი სასმლის წარმოებაში გამოყენებულ იქნა როგორც ერთადერთი ალკოჰოლური ფუძე (საფუძველი) და რომელიც უნდა შეესაბამებოდეს დანართ №1-ით განსაზღვრული სპირტიანი სასმლის მოთხოვნებს;
ა.ბ) არ იქნა შერეული სხვა სასურსათო პროდუქტში, გარდა იმ სასურსათო პროდუქტისა, რომელიც გამოიყენება მის წარმოებაში ან საბოლოო სპირტიანი სასმლის წარმოებაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით განსაზღვრული სპეციფიკაციების ან პროდუქტის სათანადო სპეციფიკაციების შესაბამისად;
ა.გ) არ იქნა განზავებული წყლის დამატებით იმგვარად, რომ ალკოჰოლური სასმლის მოცულობითი სპირტშემცველობა იმ მინიმალურ სიმაგრეზე ნაკლებია, რაც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით განსაზღვრული სპირტიანი სასმელების კატეგორიებისთვის ან იმ გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის სპეციფიკაციებით, რომელიც მოცემულია მითითებაში/მინიშნებაში;
ბ) სპირტიანი სასმელი, დავარგების მთელი პერიოდის განმავლობაში, ან მისი ნაწილი, ინახებოდა ხის კასრში, რომელიც ადრე გამოიყენებოდა მითითებული სპირტიანი სასმლის დავარგებისათვის, იმ პირობით, რომ:
ბ.ა) ხის კასრი სრულად დაცლილია წინა შიგთავსისგან იმ სპირტიანი სასმელების კატეგორიებისთვის ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული სპირტიანი სასმელებისათვის, რომელთათვისაც აკრძალულია განზავებული ან განუზავებელი ალკოჰოლის დამატება;
ბ.ბ) მითითება/მინიშნება კეთდება მიღებული სპირტიანი სასმლის დავარგებისთვის გამოყენებული კასრის აღწერაში;
ბ.გ) მითითება/მინიშნება ნაკლებად თვალსაჩინოა, ვიდრე სპირტიანი სასმლის ოფიციალური დასახელება ან გამოყენებული ნებისმიერი შედგენილი ტერმინი;
ბ.დ) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამონაკლისის სახით, მითითება/მინიშნება მოცემულია ისეთი ზომის შრიფტით, რომელიც არ აღემატება სპირტიანი სასმლის ოფიციალური დასახელების ან გამოყენებული ნებისმიერი შედგენილი ტერმინის შრიფტის ზომას.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2 − მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მითითებები/მინიშნებები:
ა) არ უნდა იყოს იმავე ხაზზე, რომელზედაც მოცემულია ალკოჰოლური სასმლის დასახელება;
ბ) გამოსახული უნდა იყოს შრიფტის ისეთი ზომით, რომელიც არ აღემატება ალკოჰოლური სასმლის დასახელებისათვის გამოყენებული შრიფტის ზომის ნახევარს, ხოლო შედგენილი ტერმინის გამოყენების შემთხვევაში, შრიფტის ზომით, რომელიც არ აღემატება ასეთი შედგენილი ტერმინებისთვის გამოყენებული შრიფტის ზომის ნახევარს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
გ) სპირტიანი სასმელების აღწერას, წარდგენისა და ეტიკეტირებისას, მითითებების/მინიშნებების შემთხვევაში, ყოველთვის მოცემული უნდა იქნეს სპირტიანი სასმლის ოფიციალური დასახელება, რომელიც გამოსახული უნდა იქნეს იმავე მხედველობის არეში, რომელშიც მოცემულია მითითება/მინიშნებ