ტერმინები

1. ალკოჰოლური სასმლის აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირებისას დასაშვებია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით დადგენილი სპირტიანი სასმელების კატეგორიებისათვის განსაზღვრული ოფიციალური დასახელების ან სპირტიანი სასმელების გეოგრაფიული აღნიშვნის შედგენილ ტერმინში გამოყენება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) ალკოჰოლური სასმლის წარმოებაში გამოყენებული ალკოჰოლი წარმოშობილია ექსკლუზიურად იმ სპირტიანი სასმლისგან, რომელიც მითითებულია შედგენილ ტერმინში, გარდა იმ ალკოჰოლისა, რომელსაც შეიძლება, შეიცავდეს ამ სპირტიანი სასმლის წარმოებისთვის გამოყენებული არომატიზატორები, საღებავები ან სხვა დაშვებული ინგრედიენტები;

ბ) სპირტიანი სასმელი არ განზავებულა მხოლოდ წყლის დამატებით, ისე რომ მისი სპირტშემცველობა ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ში მოცემული შესაბამისი კატეგორიით განსაზღვრული სპირტიანი სასმლის მინიმალურ სპირტშემცველობაზე/ფაქტობრივ სპირტშემცველობაზე დაბალია.

2. ოფიციალურ დასახელებასთან დაკავშირებული, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ტერმინები „ალკოჰოლი“, „სპირტი“, „სასმელი“, „სპირტიანი სასმელი“ და „წყალი“ არ უნდა იყოს იმ შედგენილი ტერმინის ნაწილი, რომელიც აღნიშნავს/აღწერს ალკოჰოლიან სასმელს.

3. შედგენილი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს/აღწერს ალკოჰოლურ სასმელს, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გამოსახული უნდა იქნეს ერთი და იმავე შრიფტით, შრიფტის ზომითა და ფერით;

ბ) არ იქნეს მასში ჩართული რაიმე ტექსტური ან გამოსახულებითი ელემენტი, რომელიც არ წარმოადგენს შედგენილი ტერმინის ნაწილს;

გ) არ უნდა იქნეს ისეთი დიდი ზომის შრიფტით გამოსახული, რომელიც აღემატება ალკოჰოლური სასმლის დასახელებისთვის გამოყენებული შრიფტის ზომას;

დ) იმ შემთხვევაში, თუ ალკოჰოლური სასმელი წარმოადგენს სპირტიან სასმელს, მას ყოველთვის უნდა ახლდეს სპირტიანი სასმლის ოფიციალური დასახელება, რომელიც გამოსახული უნდა იქნეს იმავე მხედველობის არეში, სადაც მითითებულია შედგენილი ტერმინი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოფიციალური დასახელება არ არის შეცვლილი შედგენილი ტერმინით ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესამაბისა