ალკოჰოლიან
სასმელებში
გამოყენებული
სასოფლო-სამეურნეო
წარმოშობის
ეთილის
სპირტის
მიმართ
ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტი წარმოადგენს სითხეს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მისი მიღება ხდება მხოლოდ სპირტული დუღილით/ალკოჰოლური ფერმენტაციითა და შემდგომი დისტილაციით მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულიდან, რომელიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით;
ბ) არ უნდა ჰქონდეს სხვა შესამჩნევი გემო, გარდა მის წარმოებაში გამოყენებული ნედლეულის გემოსი;
გ) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 96,0%-ს;
დ) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში ნარჩენების მაქსიმალური რაოდენობა გრამებში შეადგენს:
დ.ა) ეთილაცეტატი − 0,013 გ;
დ.ბ) აცეტალდეჰიდი (ეთანალისა და 1,1 დიეტოქსინეთანის ჯამი) – 0,005 გ;
დ.გ) უმაღლესი სპირტები (პროპან-1-ოლის, ბუთან-1-ოლის,2-მეთილპროპან-1-ოლის, 2-მეთილბუთან-1-ოლისა და 3-მეთილბუთან-1-ოლის ჯამი) − 0,005 გ;
დ.დ) მეთანოლი − 0,3 გ;
დ.ე) ფურფუროლი − 0,005