1. ტექნიკური რეგლამენტი – „სპირტიანი სასმელების განმარტების, აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირების, სხვა სურსათის წარდგენისა და ეტიკეტირებისას სპირტიანი სასმელების დასახელების გამოყენების, სპირტიანი სასმელების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის, სპირტიან სასმელებში სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და დისტილატების გამოყენების შესახებ“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მიზნად ისახავს სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

2. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს:

ა) სპირტიანი სასმელების (გარდა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპირტიანი სასმელებისა) განმარტების, აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირების მიმართ;

ბ) ეთილის სპირტისა და დისტილატების მიმართ, რომლებიც გამოიყენება ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებაში;

გ) სპირტიანი სასმელების გარდა, სხვა სურსათის წარდგენისა და ეტიკეტირებისას სპირტიანი სასმელების ოფიციალური დასახელებების გამოყენების მიმართ;

დ) სპირტიანი სასმელების ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართ.

3. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქტების მიმართ, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე, ასევე იმ პროდუქტების მიმართ, რომლებიც წარმოებულია საქართველოში და განკუთვნილია ექსპორტისათვის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს ამავე ტექნიკური რეგლამენტითა და დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებ