მოთხოვნები
სპირტიანი
სასმელების
მიმართ

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის სპირტიანი სასმელი წარმოადგენს ალკოჰოლიან სასმელს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) განკუთვნილია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის;

ბ) აქვს განსაკუთრებული ორგანოლეპტიკური თვისებები;

გ) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 15%-ს, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის 38-ე პუნქტით განსაზღვრული სპირტიანი სასმელებისა;

დ) წარმოებულია:

დ.ა) ან უშუალოდ ინდივიდუალურად ან კომბინირებულად ნებისმიერი შემდეგი მეთოდის გამოყენებით:

დ.ა.ა) ფერმენტირებული ნედლეულის დისტილაციით, არომატიზატორების ან არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის დამატებით ან მათი დამატების გარეშე;

დ.ა.ბ) მცენარეული მასალის მაცერაციით ან მსგავსი დამუშავებით სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტში, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატებში ან სპირტიან სასმელებში ან მათ კომბინაციაში;

დ.ა.გ) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის სპირტზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატზე ან სპირტიან სასმელებზე ინდივიდუალურად, ან კომბინაციაში ნებისმიერი შემდეგი კომპონენტის დამატებით:

დ.ა.გ.ა) არომატიზატორები, რომლებიც გამოიყენება „ტექნიკური რეგლამენტი – სურსათში/სურსათზე გამოსაყენებელი არომატიზატორებისა და არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის ინგრედიენტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 აგვისტოს №497 დადგენილების შესაბამისად;

დ.ა.გ.ბ) საღებავები, რომლებიც გამოიყენება „საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №585 დადგენილების შესაბამისად;

დ.ა.გ.გ) სხვა დაშვებული ინგრედიენტები „ტექნიკური რეგლამენტი – სურსათში/სურსათზე გამოსაყენებელი არომატიზატორებისა და არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის ინგრედიენტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 აგვისტოს №497 და „საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №585 დადგენილებების შესაბამისად;

დ.ა.გ.დ) დამატკბობელი პროდუქტები;

დ.ა.გ.ე) სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები;

დ.ა.გ.ვ) სხვა სასურსათო პროდუქტები;

დ.ბ) ინდივიდუალურად ან კომბინირებულად მათზე ნებისმიერი შემდეგი კომპონენტის დამატებით:

დ.ბ.ა) სხვა სპირტიანი სასმელები;

დ.ბ.ბ) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტი;

დ.ბ.გ) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატი;

დ.ბ.დ) სხვა სასურსათო პროდუქტები;

ე) სპირტიან სასმელს არ მიეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო პოზიციის (სეს ესნ) შესაბამისად განსაზღვრული შემდეგი ჯგუფები:

ე.ა) 2203 ჯგუფი – ალაოს ლუდი;

ე.ბ) 2204 ჯგუფი – ღვინოები ყურძნის ნატურალური, შემაგრებული ღვინოების ჩათვლით; ყურძნის ტკბილი, 2009 სასაქონლო პოზიციაში მითითებულის გარდა;

ე.გ) 2205 ჯგუფი – ვერმუტები და ყურძნის სხვა ნატურალური ღვინოები, მცენარეული ან არომატული ექსტრაქტების დამატებით;

ე.დ) 2206 ჯგუფი – სხვა დადუღებული სასმელები (მაგალითად, სიდრი, პერი (მსხლის სიდრი), თაფლის სასმელი), ნარევები დადუღებული სასმელებისაგან და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევები;

ე.ე) 2207 ჯგუფი – ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით (მოცულობითი სპირტშემცველობა) 80% მოც. ან მეტი, ეთილის სპირტი და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაცით;

ვ) თუ სპირტიანი სასმელების წარმოებაში გამოყენებულია გამოხდილი ან დემინერალიზებული ან პერმუტირებული (წყალი, რომელიც გათავისუფლდა კალციუმისა და მაგნიუმის იონებისგან) ან დარბილებული წყალი:

ვ.ა) გამოყენებული წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სასმელ წყალთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ვ.ბ) სპირტიანი სასმლის სიმაგრე, წყლის დამატების შემდეგ, კვლავ უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მინიმალურ მოცულობით სპირტშემცველობას ან დანართ №1-ით განსაზღვრული სპირტიანი სასმელების შესაბამისი კატეგორიის მოცულობით სპირტშემცველობა