სასმელების
კატეგორიები

1. სპირტიანი სასმელების კატეგორიიზაცია ხდება ამ მუხლით დადგენილი ზოგადი წესებისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით განსაზღვრული სპეციალური წესების შესაბამისად.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის პირველი − მე-13 პუნქტებით განსაზღვრული სპირტიანი სასმელების თითოეული კატეგორიისთვის დადგენილი სპეციალური წესების გათვალისწინებით, ამ კატეგორიის სპირტიანი სასმელები:

ა) წარმოებული უნდა იყოს სპირტული დუღილით/ალკოჰოლური ფერმენტაციით, შემდგომი დისტილაციითა და მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გამოყენებით, რომელიც განსაზღვრულია სპირტიანი სასმელების შესაბამისი კატეგორიისათვის;

ბ) არ უნდა ჰქონდეს დამატებული განზავებული ან განუზავებელი ალკოჰოლი;

გ) არ უნდა იყოს არომატიზებული;

დ) შეფერვისათვის დასაშვებია მხოლოდ კარამელის დამატება, რომელიც გამოიყენება ამ სპირტიანი სასმელების ფერის კორექტირებისთვის;

ე) არ უნდა იყოს დამტკბარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჭიროა პროდუქტის საბოლოო გემოს ფორმირება. დამატკბობელი პროდუქტების მაქსიმალური შემცველობა, გამოხატული ინვერსიული შაქრის სახით, არ უნდა აღემატებოდეს თითოეული კატეგორიის სასმლისათვის დანართ №1-ით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს;

ვ) არ უნდა შეიცავდეს დანამატებს, გარდა იმ ნედლეულის მთლიანი, დაუმუშავებელი ნაწილებისა, საიდანაც მიიღება სპირტი და რომელიც ძირითადად გამოიყენება დეკორატიული მიზნებისათვის.

3. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის მე-14 − 43-ე პუნქტებით განსაზღვრული სპირტიანი სასმელების თითოეული კატეგორიისთვის დადგენილი სპეციალური წესების გათვალისწინებით, ამ კატეგორიის სპირტიანი სასმელები შესაძლებელია:

ა) წარმოებული იყოს ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გამოყენებით;

ბ) სპირტიან სასმელებს დამატებული ჰქონდეს ალკოჰოლი;

გ) შეიცავდეს არომატიზირებულ ნივთიერებებს, ბუნებრივ არომატულ ნივთიერებებს, არომატულ პრეპარატებსა და არომატიზატორის თვისებების მქონე სურსათს;

დ) იყოს შეფერილი;

ე) იყოს დამტკბარი.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ით − „სპეციფიკური წესები ზოგიერთ სპირტიან სასმელებთან დაკავშირებით“ დადგენილი სპეციალური წესების გათვალისწინებით, სპირტიანი სასმელები, რომლებიც არ შეესაბამებიან დანართ №1-ით განსაზღვრული სპირტიანი სასმელების კატეგორიებისთვის დადგენილ კონკრეტულ წესებს, შესაძლებელია:

ა) წარმოებული იყოს ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო ნედლეულიდან, ნებისმიერი სასურსათო პროდუქტიდან ან ორივედან;

ბ) სპირტიან სასმელებს დამატებული ჰქონდეს ალკოჰოლი;

გ) იყოს არომატიზებული;

დ) იყოს შეფერილი;

ე) იყოს დამტკბარ