წესები
აღწერის, წარდგენისა
და
ეტიკეტირების
მიმართ

1. სპირტიანი სასმლის აღწერა, წარდგენა ან ეტიკეტირება შეიძლება, მიუთითებდეს ნედლეულზე, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის ან სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატების დასამზადებლად, რომლებიც გამოიყენება ამ სპირტიანი სასმლის წარმოებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ეთილის სპირტი ან ეს დისტილატები მიღებულ იქნა მხოლოდ ამ ნედლეულიდან. ასეთ შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის თითოეული ტიპი ან სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატი მითითებული უნდა იყოს მოცულობითი სპირტშემცველობის რაოდენობის კლებადობის მიხედვით.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრული ოფიციალური დასახელებები შეიძლება, შეტანილ იქნეს სურსათის ინგრედიენტების ჩამონათვალში, თუ ეს ჩამონათვალი აკმაყოფილებს „ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ მე-17 − 21-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. ნარევის შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით განსაზღვრული სპირტიანი სასმელების კატეგორიებისთვის განსაზღვრული ოფიციალური დასახელებები ან სპირტიანი სასმელების გეოგრაფიული აღნიშვნები შეიძლება, მიეთითოს მხოლოდ ალკოჰოლური ინგრედიენტების ჩამონათვალში, იმავე ხედვის არეში, სადაც მითითებულია სპირტიანი სასმლის ოფიციალური დასახელება, ამასთან:

ა) ალკოჰოლური ინგრედიენტების ჩამონათვალს თან უნდა ახლდეს, სულ მცირე, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი ტერმინი. როგორც ალკოჰოლური ინგრედიენტების ჩამონათვალი, ისე თანმხლები ტერმინი, მითითებული უნდა იქნეს იმავე ხედვის არეში, სადაც მითითებულია ნარევის ოფიციალური დასახელება, ერთნაირი ზომისა და ფერის მსგავსი შრიფტით, რომელიც ზომით არ იქნება ოფიციალური დასახელების შრიფტის ზომის ნახევარზე მეტი ზომის;

ბ) ალკოჰოლური ინგრედიენტების ჩამონათვალში თითოეული ალკოჰოლური ინგრედიენტის რაოდენობა მითითებული უნდა იქნეს მათი პროცენტული შემცველობის შესაბამისად, კლებადობის მიხედვით. ეს რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ნარევის საერთო სპირტშემცველობაში ამ ინგრედიენტის საერთო სპირტშემცველობის პროცენტულ რაოდენობას.

4. კუპაჟის შემთხვევაში, სპირტიან სასმელს უნდა ჰქონდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის შესაბამისი კატეგორიის სპირტიანი სასმლისთვის განსაზღვრული ოფიციალური დასახელება.

5. კუპაჟის შემთხვევაში, როდესაც ხდება სხვადასხვა გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე სპირტიანი სასმელების შერევა ან ისეთი სპირტიანი სასმელების კომბინაცია, რომლებიც მიეკუთვნებიან გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე და გეოგრაფიული აღნიშვნის არმქონე სპირტიან სასმელებს, დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) კუპაჟის აღწერა, წარდგენა ან ეტიკეტი შეიძლება, შეიცავდეს დანართ №1-ით განსაზღვრული სპირტიანი სასმელების კატეგორიების ოფიციალურ დასახელებას, ან გეოგრაფიულ აღნიშვნას, შერეულს სპირტიან სასმელთან, იმ პირობით, რომ:

ა.ა) კუპაჟში არსებული ალკოჰოლური ინგრედიენტების ჩამონათვალი მითითებული უნდა იქნეს ერთნაირი ზომისა და ფერის შრიფტით, რომელიც ზომით არ აღემატება ოფიციალური დასახელებისათვის გამოყენებული შრიფტის ზომის ნახევარს;

ა.ბ) განთავსებული უნდა იქნეს იმავე ხედვის არეალში, რომელშიც განთავსებულია კუპაჟის ოფიციალური დასახელება;

ბ) ალკოჰოლური ინგრედიენტების ჩამონათვალს თან უნდა ახლდეს, სულ მცირე, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი ტერმინი;

გ) ალკოჰოლური ინგრედიენტების ჩამონათვალში თითოეული ალკოჰოლური ინგრედიენტის რაოდენობა მითითებული უნდა იქნეს მათი პროცენტული შემცველობის შესაბამისად, კლებადობის მიხედვით. ეს რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს კუპაჟის საერთო სპირტშემცველობაში ამ ინგრედიენტის სპირტშემცველობის პროცენტულ რაოდენობას.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ ნარევი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით განსაზღვრული სპირტიანი სასმლის ერთი კატეგორიისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ამ ნარევს უნდა ჰქონდეს ამ შესაბამისი კატეგორიის სპირტიანი სასმლის ოფიციალური დასახელება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ნარევის აღწერა, წარდგენა ან ეტიკეტი შეიძლება, შეიცავდეს ოფიციალურ დასახელებას, რომელიც მოცემულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ში, ან შერეული სპირტიანი სასმელების შესაბამის გეოგრაფიულ აღნიშვნას, იმ პირობით, რომ ეს დასახელებები მითითებულია შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) ნარევში არსებული ალკოჰოლური ინგრედიენტების ჩამონათვალი მითითებული უნდა იქნეს ერთნაირი ზომისა და ფერის შრიფტით, რომელიც ზომით არ აღემატება ოფიციალური დასახელებისათვის გამოყენებული შრიფტის ზომის ნახევარს;

ბ) განთავსებული უნდა იქნეს იმავე ხედვის არეალში, რომელშიც განთავსებულია ნარევის ოფიციალური დასახელება;

გ) ალკოჰოლური ინგრედიენტების ჩამონათვალში თითოეული გამოყენებული ალკოჰოლური ინგრედიენტის რაოდენობა მითითებული უნდა იქნეს მათი პროცენტული შემცველობის შესაბამისად, კლებადობის მიხედვით. ეს რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ნარევის საერთო სპირტშემცველობაში ამ ინგრედიენტის სპირტშემცველობის პროცენტულ რაოდენობას.

8. იმ მცენარეული ნედლეულის დასახელება, რომელიც გამოიყენება გარკვეული კატეგორიის სპირტიანი სასმლის ოფიციალურ დასახელებად, არ უნდა ზღუდავდეს ამ მცენარეული ნედლეულის დასახელების გამოყენებას სხვა სასურსათო პროდუქტების წარდგენასა და ეტიკეტირებისას. ასეთი ნედლეულის დასახელებები შეიძლება, გამოყენებულ იქნეს სხვა სპირტიანი სასმელების აღწერას, წარდგენასა ან ეტიკეტირებაში, იმ პირობით, რომ ამგვარ გამოყენებას შეცდომაში არ შეჰყავს მომხმარებელი.

9. დავარგების ან დაძველების პერიოდი შეიძლება, მითითებულ იქნეს სპირტიანი სასმლის აღწერას, წარდგენასა ან ეტიკეტში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ეხება სპირტიანი სასმლის ყველაზე ახალგაზრდა ალკოჰოლურ კომპონენტს და, ნებისმიერ შემთხვევაში, იმ პირობით, რომ სპირტიანი სასმლის დაძველების ყველა ოპერაცია განხორციელებულია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობით.

10. დასაშვებია, სპირტიანი სასმლის აღწერილობას, წარდგენას ან ეტიკეტირებას ხედვის ძირითად არეალში დაემატოს ტერმინი „ქართული“, თუ სპირტიანი სასმელების (გარდა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპირტიანი სასმელებისა) წარმოებისათვის განკუთვნილი ეთილის სპირტის ან დისტილატის არანაკლებ 20% (აბსოლუტურ ალკოჰოლზე გადაანგარიშებით) დამზადებულია საქართველოში მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის  ნედლეულისაგან. ამ შემთხვევაში, ბაზარზე განთავსებული სპირტიანი სასმლის ეტიკეტზე, წარდგენასა და აღწერილობაში, ხედვის ძირითად არეალში მითითითებული უნდა იქნეს ერთ-ერთი:

ა) ძირითადი ინგრედიენტის (ეთილის სპირტის ან დისტილატის) წარმოშობის ქვეყნის დასახელება ან

ბ) წარწერა − „ძირითადი ინგრედიენტი არაქართული წარმოშობის