ადგილის
მითითება

1. თუ წარმოშობის ადგილი, გარდა გეოგრაფიული აღნიშვნისა ან სასაქონლო ნიშნისა, მითითებულია სპირტიანი სასმლის აღწერას, წარდგენაში ან ეტიკეტზე, ის უნდა შეესაბამებოდეს იმ ადგილს ან რეგიონს, სადაც განხორციელდა წარმოების პროცესის ის ეტაპი, რომელიც განსაზღვრავს მზა სპირტიან სასმელს, მის ბუნებას და ანიჭებს მას ხარისხის ძირითად მახასიათებლებს.

2. ძირითადი ინგრედიენტის წარმოშობის ქვეყნის ან წარმოშობის ადგილის მითითება, როგორც ეს განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით, არ არის საჭირო სპირტიანი სასმელებისთვი