ბიზნესოპერატორის
მიმართ

1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სპირტიანი სასმელების შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებით;

ბ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების ან/და დისტრიბუციის ეტაპებზე.

2. შესაძლებელია, ბიზნესოპერატორმა, რომელიც ახორციელებს სპირტიანი სასმელების წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისგან განსხვავებული მოთხოვნები იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დასაბუთებული იქნება, რომ გამოყენებული განსხვავებული მოთხოვნებით უზრუნველყოფილია ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების დაცვ