რეფერენტული (საცნობარო) მეთოდები

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ეთილის სპირტის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის ან სპირტიანი სასმელების ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დადასტურებისათვის გამოყენებული ანალიზის მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებული ანალიზის რეფერენტულ (საცნობარო) მეთოდებს, რომლებითაც ხორციელდება მათი ქიმიური, ფიზიკური და ორგანოლეპტიკური თვისებების განსაზღვრა.

2. დასაშვებია ანალიზის სხვა მეთოდების გამოყენება, ლაბორატორიის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობით, იმ პირობით, თუ მეთოდების სიზუსტე, განმეორებადობა და აღწარმოება უნდა იყოს საერთაშორისოდ აღიარებული ანალიზის მეთოდების ეკვივალენტური.

3. თუ არ არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული ანალიზის მეთოდები კონკრეტულ სპირტიან სასმელში არსებული ნივთიერების აღმოჩენისა და რაოდენობრივი განსაზღვრისათვის, გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი ერთი ან რამდენიმე მეთოდი:

ა) ანალიზის მეთოდები, რომლებიც ნამდვილად იქნა აღიარებული საერთაშორისო პროცედურებით და რომლებიც აკმაყოფილებს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების დანართ №2-ით „გამოკვლევის მეთოდების დახასიათება“ განსაზღვრულ კრიტერიუმებს;

ბ) ანალიზის მეთოდები, რომლებიც შეესაბამება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO − International Organization for Standardization) რეკომენდებულ სტანდარტებს;

გ) ანალიზის მეთოდები, რომლებიც შეესაბამება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV − International Organisation of Vine and Wine) მიერ რეკომენდებულ ანალიზის მეთოდებს;

დ) თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ა“ − „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ანალიზის მეთოდები, მათი სიზუსტის, განმეორებადობისა და აღწარმოების მიზნით, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს:

დ.ა) სხვა სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ანალიზის მეთოდები;

დ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, ანალიზის ნებისმიერი სხვა შესაბამისი მეთოდ