კონტროლი
ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სპირტიანი სასმელების ამ ტექნიკურ რეგლამენტთან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი ხორციელდება:
ა) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის დროს;
ბ) სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის, მათ შორის, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული (გარდა უცხო ქვეყნის მიერ რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნისა) სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმების, ნიმუშის აღების დროს;
გ) სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ სპირტიან სასმელებზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურის განსაზღვრისას სავალდებულოდ წარსადგენი შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის – მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაციის ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის გამოყენებით;
დ) ბიზნესოპერატორის მიერ, შიდა საწარმოო კონტროლის დროს.
დანართი №1
სპირტიანი სასმელების კატეგორიები
ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის განსაზღვრულია სპირტიანი სასმელების შემდეგი კატეგორიები:
1. რომი (Rum)
ა) რომი წარმოადგენს სპირტიანი სასმელს, რომელიც წარმოებულია მხოლოდ ლერწმის შაქრის წარმოებისათვის მიღებული სიროფის ან მელასის, ან ლერწმის შაქრის წვენის სპირტული დუღილით/ალკოჰოლური ფერმენტაციითა და შემდგომი დისტილაციით ისე, რომ დისტილატის მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 96%-ზე ნაკლებს და ჰქონდეს რომისთვის დამახასიათებელი, შესამჩნევი ორგანოლეპტიკური თვისებები;
ბ) რომის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 37,5%-ს;
გ) არ უნდა მოხდეს ალკოჰოლის დამატება, განზავებული ან სხვა სახით;
დ) რომი არ უნდა იყოს არომატიზებული;
ე) რომი შეიძლება, შეიცავდეს მხოლოდ დამატებულ კარამელს, როგორც ფერის კორექტირების საშუალებას;
ვ) საბოლოო გემოს ფორმირებისათვის შესაძლებელია რომის დატკბობა, თუმცა საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 20 გრამს;
ზ) საქართველოს კანონის „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად, რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების შემთხვევაში რომის ოფიციალურ დასახელებას შეიძლება, დაემატოს:
ზ.ა) ტერმინი “traditionnel“ ან „tradicional“, იმ პირობით, რომ მოცემული რომი:
ზ.ა.ა) წარმოებულია სპირტული დუღილის/ალკოჰოლური ფერმენტაციის შემდეგ, არაუმეტეს 90% მოცულობითი სპირტშემცველობის მქონე სპირტის მიღებისთვის განკუთვნილი მასალის დისტილაციით, რომელიც წარმოშობილია უშუალოდ კონკრეტული წარმოების ადგილიდან;
ზ.ა.ბ) 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში აქროლადი ნივთიერებების შემცველობა ტოლია ან აღემატება 2,25 გ-ს;
ზ.ა.გ) არ არის დამტკბარი;
ზ.ბ) ტერმინი „სასოფლო-სამეურნეო“, იმ პირობით, რომ წარმოდგენილი რომი აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოებულია მხოლოდ შაქრის ლერწმის წვენის ალკოჰოლური დუღილის შემდგომი დისტილაციით. ტერმინი „სასოფლო-სამეურნეო“ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტის (French Overseas Department-FOD) ან მადეირას ავტონომიური რეგიონის გეოგრაფიული აღნიშვნის შემთხვევაში;
თ) ამ პუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ზღუდავს ტერმინების − „სასოფლო-სამეურნეო“ და „ტრადიციული“ − გამოყენებას სხვა ნებისმიერი პროდუქტის მიმართ, რომელიც არ განეკუთვნება კატეგორიას „რომი“, მათთვის დამახასიათებელი კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად.
2. ვისკი (Whisky ან whiskey)
ა) ვისკი წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია მხოლოდ შემდეგი თანმიმდევრობის საწარმოო პროცესების განხორციელების გზით:
ა.ა) გაღივებული მარცვლოვნებისგან მიღებული ალაოს დისტილაციით, რომელსაც დამატებული აქვს ან არა აქვს დამატებული სხვა, მთლიანი, გაუღივებელი მარცვლოვნები და რომელიც:
ა.ა.ა) ალაოს ტკბილის (ბადაგის) საფუვრებით ფერმენტაცია, ამ დროს ჰიდროლიზი ხორციელდება ალაოს დიასტაზით, სხვა ბუნებრივი ენზიმების მოქმედებით ან ბუნებრივი ენზიმების მოქმედების გარეშე;
ა.ა.ბ) ფერმენტირებულია საფუვრების მოქმედებით;
ა.ბ) დისტილაციის ყოველი პროცესი ხორციელდება 94,8% მოცულობით სპირტშემცველობამდე, ისე რომ დისტილატს უნდა ახასიათებდეს გამოყენებული ნედლეულის არომატი და გემო;
ა.გ) საბოლოო დისტილატის დავარგება არანაკლებ სამი წლის განმავლობაში არაუმეტეს 700 ლ ტევადობის ხის კასრებში;
ა.დ) საბოლოო დისტილატს, რომელსაც შესაძლებელია, დამატებული ჰქონდეს მხოლოდ წყალი და შეფერვისთვის კარამელი, შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს ამ პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წარმოების პროცესის შედეგად მიღებული ფერი, არომატი და გემო;
ბ) ვისკის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 40%-ს;
გ) არ უნდა მოხდეს ალკოჰოლის დამატება, განზავებული ან სხვა სახით;
დ) არ უნდა მოხდეს ვისკის დატკბობა, მათ შორის, საბოლოო გემოს მისაცემად, ან არომატიზება, ან სხვა დანამატების დამატება, გარდა ჩვეულებრივი კარამელისა (E 150a), რომელიც გამოიყენება ფერის კორექტირებისათვის;
ე) ვისკის ოფიციალურ დასახელებას შეიძლება, დაემატოს ტერმინი „ერთ ალაოიანი“ („single malt”) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დისტილირებული იქნა მხოლოდ ქერის ალაოსგან, ერთ სახდელ საწარმოში.
3. მარცვლოვნების არაყი (Grain spirit)
ა) მარცვლოვნების არაყი წარმოადგენს სპირტიანი სასმელს, რომელიც წარმოებულია მხოლოდ მარცვლოვანი კულტურებისგან მიღებული ფერმენტირებული ტკბილის დისტილაციით და ახასიათებს გამოყენებული ნედლეულის ორგანოლეპტიკური თვისებები;
ბ) გარდა „Korn“-ისა, მარცვლოვნების არყის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35%-ს;
გ) არ უნდა მოხდეს ალკოჰოლის დამატება, განზავებული ან სხვა სახით;
დ) მარცვლოვნების არაყი არ უნდა იყოს არომატიზებული;
ე) მარცვლოვნების არაყი შეიძლება, შეიცავდეს მხოლოდ დამატებულ კარამელს, როგორც ფერის კორექტირების საშუალებას;
ვ) საბოლოო გემოს ფორმირებისათვის შესაძლებელია მარცვლოვნების არყის დატკბობა. თუმცა, საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 10 გრამს;
ზ) მარცვლოვნების არყის ოფიციალურ დასახელებად შეიძლება, გამოყენებულ იქნეს „მარცვლოვნების ბრენდი“ იმ შემთხვევაში, თუ მისი წარმოება ხორციელდება მხოლოდ მარცვლოვნებიდან მიღებული ფერმენტირებული ალაოს დისტილაციით, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა შეადგენს 95%-ზე ნაკლებს და რომელსაც უნდა ახასიათებდეს გამოყენებული ნედლეულის ორგანოლეპტიკური თვისებები;
თ) ოფიციალურ დასახელებაში „მარცვლოვნების არაყი“ ან „მარცვლოვნების ბრენდი“ სიტყვა „მარცვლოვნები“ შესაძლებელია, შეიცვალოს იმ მარცვლოვანი კულტურის დასახელებით, რომელიც გამოყენებულ იქნა სპირტიანი სასმლის წარმოებისათვის.
4. ხილის ჩენჩოს არაყი (Fruit marc spirit)
ა) ხილის ჩენჩოს არაყი წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა.ა) იგი წარმოებულია მხოლოდ ხილის ჩენჩოს (გარდა ყურძნის დურდოსი) ფერმენტაციით და დისტილაციით, შემდეგი პირობების დაცვით:
ა.ა.ა) დისტილაციის პროცესი ხორციელდება 86%-ზე ნაკლებ მოცულობით სპირტშემცველობამდე;
ა.ა.ბ) პირველადი დისტილაციის პროცესი ხორციელდება ხილის ჩენჩოსთან ერთად;
ა.ბ) აქროლადი ნივთიერებების მინიმალური შემცველობა 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში შეადგენს 2,0 გ-ს;
ა.გ) მეთანოლის მაქსიმალური შემცველობა 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში შეადგენს 15,0 გ-ს;
ა.დ) ციანწყალბადმჟავას (ჰიდროციანის მჟავა-HCN) მაქსიმალური შემცველობა კურკოვანი ხილის ჩენჩოს 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში არ აღემატება 0,07 გ-ს;
ბ) ხილის ჩენჩოს არყის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 37,5 %-ს;
გ) არ უნდა მოხდეს ალკოჰოლის დამატება განზავებული ან სხვა სახით;
დ) ხილის ჩენჩოს არაყი არ უნდა იყოს არომატიზებული;
ე) ხილის ჩენჩოს არაყი შეიძლება, შეიცავდეს მხოლოდ დამატებულ კარამელს, როგორც ფერის კორექტირების საშუალებას;
ვ) საბოლოო გემოს ფორმირებისათვის შესაძლებელია, მარცვლოვნების არყის დატკბობა, თუმცა საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში, დამატკბობელი პროდუქტის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 10 გრამს;
ზ) ოფიციალური დასახელება უნდა შეიცავდეს ხილის დასახელებას, რომელსაც შემდეგ უნდა მოსდევდეს წარწერა „......ჩენჩოს არაყი“. თუ გამოყენებულია რამდენიმე სხვადასხვა ხილის ჩენჩო, ოფიციალური დასახელება უნდა იყოს „ხილის ჩენჩოს არაყი“, რომელსაც შესაძლებელია, დამატებული ჰქონდეს თითოეული ხილის დასახელება, გამოყენებული რაოდენობის კლებადობის მიხედვით.
5. ხილის არაყი (Fruit spirit)
ა) ხილის არაყი წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა.ა) მისი წარმოება ხორციელდება ახალი და რბილობიანი კურკიანი ან უკურკო ხილიდან, მათ შორის, ბანანიდან ან ამ ხილის, კენკროვანების ან ბოსტნეულის ტკბილიდან, სპირტული დუღილის/ალკოჰოლური ფერმენტაციისა და დისტილაციის გზით;
ა.ბ) დისტილაციის პროცესი ხორციელდება არაუმეტეს 86% მოცულობით სპირტშემცველობამდე, ისე რომ დისტილატს უნდა ახასიათებდეს დისტილაციისათვის გამოყენებული ნედლეულის არომატი და გემო;
ა.გ) აქროლადი ნივთიერებების შემცველობა 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში ტოლია ან აღემატება 2,0 გ-ს;
ა.დ) ციანწყალბადმჟავას (ციანმჟავას) მაქსიმალური რაოდენობა კურკოვანი ხილის 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში არ აღემატება 0,07 გ-ს;
ბ) მეთანოლის მაქსიმალური შემცველობა 100 %-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში შეადგენს 10,0 გ-ს, გარდა:
ბ.ა) ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხილიდან წარმოებული არყისა, რომელშიც მეთანოლის მაქსიმალური შემცველობა 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში შეადგენს 12,0 გ-ს, კერძოდ:
ბ.ა.ა) ვაშლი (Malus domestica Borkh.);
ბ.ა.ბ) გარგარი (Prunus armeniaca L.);
ბ.ა.გ) ქლიავი (Prunus domestica L.);
ბ.ა.დ) ღოღნოშო (Prunus domestica L.);
ბ.ა.ე) მირაბელი (Prunus domestica L. subsp. syriaca (Borkh.) Janch. ex Mansf.);
ბ.ა.ვ) ატამი (Prunus persica (L.) Batsch);
ბ.ა.ზ) მსხალი (Pyrus communis L.), გარდა ვილიამსის მსხლისა (Pyrus communis L. cv 'Williams');
ბ.ა.თ) მაყვალი (Rubus sect. Rubus);
ბ.ა.ი) ჟოლო (Rubus idaeus L.);
ბ.ბ) ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხილიდან წარმოებული არყისა, რომელშიც მეთანოლის მაქსიმალური შემცველობა 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში შეადგენს 13,5 გ-ს, კერძოდ:
ბ.ბ.ა) კომში (Cydonia oblonga Mill.);
ბ.ბ.ბ) ღვიის კენკრა (Juniperus communis L. ან Juniperus oxicedrus L.);
ბ.ბ.გ) პანტა-ვილიამსის მსხალი (Pyrus communis L. cv „Williams“);
ბ.ბ.დ) შავი მოცხარი (Ribes nigrum L.);
ბ.ბ.ე) წითელი მოცხარი (Ribes rubrum L.);
ბ.ბ.ვ) ასკილი (Rosa canina L.);
ბ.ბ.ზ) ანწლი (Sambucus nigra L.);
ბ.ბ.თ) ცირცელი (Sorbus aucuparia L.);
ბ.ბ.ი) ცირცელის ვაშლისებრი ნაყოფი (Sorbus domestica L.);
ბ.ბ.კ) თამელი (Sorbus torminalis (L.) Crantz);
გ) ხილის ჩენჩოს არყის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 37,5 %-ს;
დ) არ უნდა მოხდეს ხილის არყის შეღებვა;
ე) იმ ხილის არყის ფერის რეგულირებისათვის, რომელიც ძველდებოდა ხის ჭურჭელში (შეხებაში იყო ხესთან) არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს კარამელი;
ვ) არ უნდა მოხდეს ალკოჰოლის დამატება, განზავებული ან სხვა სახით;
ზ) ხილის არაყი არ უნდა იყოს არომატიზებული;
თ) საბოლოო გემოს ფორმირებისათვის შესაძლებელია, ხილის არყის დატკბობა. თუმცა, საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 18 გრამს;
ი) ოფიციალური დასახელება უნდა შეიცავდეს იმ ხილის, კენკრის ან ბოსტნეულის დასახელებას, რომლისგანაც მზადდება სპირტიანი სასმელი, რომელსაც შემდეგ უნდა მოსდევდეს წარწერა „....... არაყი“. გარდა აღნიშნულისა:
ი.ა) დასახელებაში დასაშვებია ხილის დასახელებასთან ერთად სიტყვა „ვასერის“ („Wasser“ ) გამოყენება;
ი.ბ) ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოფიციალური დასახელებები შეიძლება, გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:
ი.ბ.ა) „კირში“ (“Kirsh”) − ალუბლის არყისათვის (Prunus avium (L.) L.);
ი.ბ.ბ) „ქლიავი“, „კეტჩი“ ან „სლივოვიცი“ − ქლიავის (Prunus domestica L.) არყისათვის;
ი.ბ.გ) „მირაბელი“ − მირაბელის (Prunus domestica L. subsp. syriaca (Borkh.) Janch. ex Mansf.) არყისათვის;
ი.ბ.დ) „ხემარწყვას ნაყოფი“ − ხემარწყვას (Arbutus unedo L.) ნაყოფის არყისათვის;
ი.ბ.ე) „გოლდენ დელიშეს“ − ვაშლის (Malus domestica var. „Golden Delicious“) არყისათვის;
ი.ბ.ვ) „ობსტლერი“ (“Obstler”) − ხილის არყისათვის, რომელიც მზადდება ხილით, კენკრით ან მის გარეშე, იმ პირობით, რომ ჩენჩოს არანაკლებ 85% მიღებულია ვაშლის, მსხლის ან ორივეს სხვადასხვა ჯიშის ნარევისაგან;
ი.ბ.ზ) დასახელება „ვილიამსი“ (“Williams”) ან „ვილიამსი“ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს იმ სპირტიანი სასმლის ბაზარზე განთავსებისათვის, რომელიც წარმოებულია მხოლოდ „ვილიამსის“ ჯიშის მსხლისგან (პანტა);
ი.ბ.თ) თუ არსებობს რისკი, რომ საბოლოო მომხმარებელი ადვილად ვერ გაიგებს ერთ-ერთ ოფიციალურ დასახელებას, რომელიც არ შეიცავს ამ პუნქტში მითითებულ სიტყვას „არაყი“, მაშინ აღწერა, წარდგენა და ეტიკეტირება უნდა შეიცავდეს სიტყვას „არაყი“, რომელსაც შეიძლება, თან დაერთოს ახსნა-განმარტება;
კ) თუ ხდება ორი ან მეტი ხილის, კენკრის ან ბოსტნეულის ერთად დისტილაცია, პროდუქტი ბაზარზე განთავსებული უნდა იქნეს შემდეგი ოფიციალური დასახელებით:
კ.ა) „ხილის არაყი“ − სპირტიანი სასმელებისთვის, რომლებიც წარმოებულია მხოლოდ ხილის ან კენკრის ან ორივეს ერთად დისტილაციით;
კ.ბ) „ბოსტნეულის არაყი“ − სპირტიანი სასმელებისთვის, რომელიც წარმოებულია მხოლოდ ბოსტნეულის დისტილაციით;
კ.გ) „ხილისა და ბოსტნეულის არაყი“ − სპირტიანი სასმელებისთვის, რომლებიც წარმოებულია ხილის, კენკრისა და ბოსტნეულის ნარევის დისტილაციით;
კ.დ) ოფიციალურ დასახელებას შესაძლებელია, დამატებული ჰქონდეს თითოეული ხილის, კენკრის ან ბოსტნეულის დასახელება, გამოყენებული რაოდენობის კლებადობის მიხედვით.
6. კარტოფილის არაყი (Potato spirit)
ა) კარტოფილის არაყი წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია მხოლოდ კარტოფილის ტუბერების სპირტული დუღილით/ალკოჰოლური ფერმენტაციითა და დისტილაციით ისე, რომ დისტილატის მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 94,8%-ზე ნაკლებს და ჰქონდეს გამოყენებული ნედლეულის არომატი და გემო;
ბ) მეთანოლის მაქსიმალური შემცველობა 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში შეადგენს 10,0 გ-ს;
გ) კარტოფილის არყის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 38%-ს;
დ) არ უნდა მოხდეს ალკოჰოლის დამატება, განზავებული ან სხვა სახით;
ე) კარტოფილის არაყი არ უნდა იყოს არომატიზებული;
ვ) კარტოფილის არაყი შეიძლება, შეიცავდეს მხოლოდ დამატებულ კარამელს, როგორც ფერის კორექტირების საშუალებას;
ზ) საბოლოო გემოს ფორმირებისათვის შესაძლებელია კარტოფილის არყის დატკბობა. თუმცა, საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 10 გრამს.
7. სიდრის არაყი, პერის არაყი და სიდრისა და პერის არაყი (Cider spirit, perry spirit და cider და perry spirit)
ა) სიდრის არაყი, პერის არაყი და სიდრისა და პერის არაყი სპირტიანი სასმელებია, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა.ა) წარმოებულია მხოლოდ ვაშლის ან მსხლის დისტილაციით ისე, რომ დისტილატის მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 86%-ზე ნაკლებს და ჰქონდეს გამოყენებული ხილის არომატი და გემო;
ა.ბ) აქროლადი ნივთიერებების შემცველობა 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში ტოლია ან აღემატება 2,0 გ-ს;
ა.გ) მეთანოლის მაქსიმალური შემცველობა 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში შეადგენს 10,0 გ-ს;
ბ) სიდრის არყის, პერის არყისა და სიდრისა და პერის არყის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 37,5%-ს;
გ) არ უნდა მოხდეს ალკოჰოლის დამატება, განზავებული ან სხვა სახით;
დ) არ უნდა მოხდეს სიდრის არყის, პერის არყისა და სიდრისა და პერის არყის არომატიზება. ეს არ უნდა გამორიცხავდეს წარმოების ტრადიციულ მეთოდებს;
ე) სიდრის არაყი, პერის არაყი და სიდრისა და პერის არაყი შეიძლება, შეიცავდეს მხოლოდ დამატებულ კარამელს, როგორც ფერის კორექტირების საშუალებას;
ვ) საბოლოო გემოს ფორმირებისათვის შესაძლებელია, სიდრის არყის, პერის არყისა და სიდრისა და პერის არყის დატკბობა. თუმცა, საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 15 გრამს;
ზ) ოფიციალური დასახელება უნდა იყოს:
ზ.ა) „სიდრის არაყი“ − სპირტიანი სასმლისთვის, რომელიც მზადდება მხოლოდ სიდრის დისტილაციით;
ზ.ბ) „პერის არაყი“ − სპირტიანი სასმლისთვის, რომელიც მზადდება პერის დისტილაციით;
ზ.გ) „სიდრისა და პერის არაყი“ − სპირტიანი სასმლისთვის, რომელიც მზადდება სიდრისა და პერის დისტილაციით.
8. თაფლის არაყი (Honey spirit)
ა) თაფლის არაყი წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა.ა) იწარმოება მხოლოდ თაფლის ტკბილის (ბადაგის) ფერმენტაციითა და დისტილაციით;
ა.ბ) რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა იყოს 86%-ზე ნაკლები და დისტილატს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს გამოყენებული ნედლეულის ორგანოლეპტიკური თვისებები;
ბ) თაფლის არყის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35%-ს;
გ) არ უნდა მოხდეს ალკოჰოლის დამატება, განზავებული თუ სხვა სახით;
დ) არ უნდა მოხდეს თაფლის არყის არომატიზება;
ე) თაფლის არაყი შეიძლება, შეიცავდეს მხოლოდ დამატებულ კარამელს, როგორც ფერის საშუალებას;
ვ) საბოლოო გემოს ფორმირებისათვის შესაძლებელია თაფლის არყის დატკბობა მხოლოდ თაფლის დამატებით, თუმცა საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში თაფლის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 20 გრამს.
9. ჰეფებრენდი (Hefebrand) ან ლექის არაყი (lees spirit)
ა) ჰეფებრენდი (Hefebrand) ან ლექის არაყი წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია ფერმენტირებული ხილის ან ღვინის ან ლუდის ლექის დისტილაციით. დისტილატის მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა იყოს 86%-ზე ნაკლები;
ბ) ჰეფებრენდის (Hefebrand) ან ლექის არყის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 38%-ს;
გ) არ უნდა მოხდეს ალკოჰოლის დამატება, განზავებული თუ სხვა სახით;
დ) არ უნდა მოხდეს ჰეფებრენდის (Hefebrand) ან ლექის არყის არომატიზება;
ე) ჰეფებრენდი (Hefebrand) ან ლექის არაყი შეიძლება, შეიცავდეს მხოლოდ დამატებულ კარამელს, როგორც ფერის რეგულირების საშუალებას;
ვ) საბოლოო გემოს ფორმირებისათვის შესაძლებელია ჰეფებრენდის (Hefebrand) ან ლექის არყის დატკბობა. თუმცა, საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 20 გრამს;
ზ) ოფიციალური დასახელებას − „ჰეფებრენდი“ (Hefebrand) ან „ლექის არაყი“ დამატებული უნდა ჰქონდეს გამოყენებული ნედლეულის დასახელება.
10. ლუდის არაყი (Beer spirit)
ა) ლუდის არაყი წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია ნორმალური წნევის პირობებში, ნედლი ლუდის პირდაპირი დისტილაციით, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა იყოს 86%-ზე ნაკლები და დისტილატს უნდა ჰქონდეს ახალი ლუდისთვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური თვისებები;
ბ) ლუდის არყის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 38%-ს;
გ) არ უნდა მოხდეს ალკოჰოლის დამატება, განზავებული თუ სხვა სახით;
დ) არ უნდა მოხდეს ლუდის არყის არომატიზება;
ე) ლუდის არაყი შეიძლება, შეიცავდეს მხოლოდ დამატებულ კარამელს, როგორც ფერის კორექტირების საშუალებას;
ვ) საბოლოო გემოს ფორმირებისათვის შესაძლებელია ლუდის არაყის დატკბობა. თუმცა, საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 20 გრამს.
11. პურის არაყი (Bread spirit)
ა) პურის არაყი წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია მხოლოდ ახალი პურის სპირტული დუღილით/ალკოჰოლური ფერმენტაციითა და დისტილაციით, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა იყოს 86%-ზე ნაკლები და დისტილატს უნდა ჰქონდეს გამოყენებული ნედლეულის არომატი და გემო;
ბ) პურის არყის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 38%-ს;
გ) არ უნდა მოხდეს ალკოჰოლის დამატება, განზავებული თუ სხვა სახით;
დ) არ უნდა მოხდეს პურის არყის არომატიზება;
ე) პურის არაყი შეიძლება, შეიცავდეს მხოლოდ დამატებულ კარამელს, როგორც ფერის კორექტირების საშუალებას;
ვ) საბოლოო გემოს ფორმირებისათვის შესაძლებელია პურის არყის დატკბობა. თუმცა, საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 20 გრამს.
12. არყის ხის წვენის არაყი (Birch sap spirit), ნეკერჩხლის წვენის არაყი (maple sap spirit) და არყის ხის წვენისა და ნეკერჩხლის წვენის არაყი (birch და maple sap spirit )
ა) არყის ხის წვენის არაყი, ნეკერჩხლის წვენის არაყი და არყის ხის წვენისა და ნეკერჩხლის წვენის არაყი სპირტიანი სასმელებია, რომლებიც წარმოებულია ნორმალური წნევის პირობებში არყის ხის ახალი წვენის, ნეკერჩხლის ახალი წვენის ან ორივეს ფერმენტაციით და შემდეგ მხოლოდ ტკბილის (ბადაგი) პირდაპირი დისტილაციით, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა იყოს 88%-ზე ნაკლები. დისტილატს უნდა ჰქონდეს არყის ხის წვენის, ნეკერჩხალის წვენის ან ორივესთვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური თვისებები;
ბ) არყის ხის წვენის, ნეკერჩხლის წვენისა და არყის ხის წვენისა და ნეკერჩხლის წვენის არყის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 38%-ს;
გ) არ უნდა მოხდეს ალკოჰოლის დამატება, განზავებული თუ სხვა სახით;
დ) არ უნდა მოხდეს არყის ხის წვენის, ნეკერჩხლის წვენისა და არყის ხის წვენისა და ნეკერჩხლის წვენის არყის არომატიზება;
ე) არყის ხის წვენის, ნეკერჩხლის წვენისა და არყის ხის წვენისა და ნეკერჩხლის წვენის არაყი შეიძლება, შეიცავდეს მხოლოდ დამატებულ კარამელს, როგორც ფერის კორექტირების საშუალებას;
ვ) საბოლოო გემოს ფორმირებისათვის შესაძლებელია არყის ხის წვენის, ნეკერჩხლის წვენისა და არყის ხის წვენისა და ნეკერჩხლის წვენის არყის დატკბობა. თუმცა, საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 20 გრამს.
13. მიწავაშლას (Topinambur) ან იერუსალიმის არტიშოკის არაყი (Jerusalem artichoke spirit)
ა) მიწავაშლას (Topinambur) ან იერუსალიმის არტიშოკის არაყი წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია მხოლოდ ტოპინამბურის (მიწავაშლა) ანუ იერუსალიმის არტიშოკის (Helianthus tuberosus L.) ტუბერების სპირტული დუღილით/ფერმენტაციითა და დისტილაციით. დისტილატის მოცულობითი სპირტშემცველობა 86%-ზე ნაკლებია;
ბ) მიწავაშლას (Topinambur) ან იერუსალიმის არტიშოკის არყის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 38%-ს;
გ) არ უნდა მოხდეს ალკოჰოლის დამატება, განზავებული თუ სხვა სახით;
დ) არ უნდა მოხდეს მიწავაშლას (Topinambur) ან იერუსალიმის არტიშოკის არყის არომატიზება;
ე) მიწავაშლას (Topinambur) ან იერუსალიმის არტიშოკის არაყი შეიძლება, შეიცავდეს მხოლოდ დამატებულ კარამელს, როგორც ფერის კორექტირების საშუალებას;
ვ) საბოლოო გემოს ფორმირებისათვის შესაძლებელია, მიწავაშლას (Topinambur) ან იერუსალიმის არტიშოკის არყის დატკბობა. თუმცა, საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 20 გრამს.
14. ვოდკა (Vodka)
ა) ვოდკა წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისაგან, შემდეგი პროდუქტების საფუვრებით ფერმენტაციის გზით:
ა.ა) კარტოფილის და/ან მარცვლოვნების;
ა.ბ) სხვა სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის;
ა.გ) დისტილაციის პროცესი უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ გამოყენებული ნედლეულის, აგრეთვე ფერმენტაციის დროს წარმოქმნილი მეორადი პროდუქტების ორგანოლეპტიკური თვისებები შერჩევით იქნეს შემცირებული;
ა.დ) დისტილატისთვის განსაკუთრებული ორგანოლეპტიკური თვისებების მინიჭებისათვის, შეიძლება, ჩატარდეს მისი განმეორებითი დისტილაცია ან მოხდეს დამხმარე ტექნოლოგიური დანამატით, მათ შორის, გააქტივებული ნახშირით დამუშავება;
ა.ე) ვოდკის წარმოებისთვის გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის ნარჩენების მაქსიმალური რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დონეებს, გარდა მეთანოლისა, რომლის შემცველობა სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში არ უნდა აღემატებოდეს 0,1 გრამს;
ბ) ვოდკის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 37,5%-ს;
გ) ვოდკას არომატიზატორებიდან შეიძლება, დამატებული ჰქონდეს მხოლოდ ნატურალური (ბუნებრივი) არომატიზატორები ან არომატული პრეპარატები, რომლებიც არსებობს ფერმენტირებული ნედლეულიდან მიღებულ დისტილატში. გარდა ამისა, პროდუქტს შესაძლებელია, მიცემული ჰქონდეს განსაკუთრებული ორგანოლეპტიკური თვისებები, რომელიც განსხვავებული იქნება უპირატესი არომატისგან;
დ) ვოდკა არ უნდა იქნეს შეფერილი;
ე) საბოლოო გემოს ფორმირებისათვის შესაძლებელია ვოდკის დატკბობა. თუმცა, საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 8 გრამს;
ვ) იმ ვოდკის აღწერას, წარდგენისა და ეტიკეტირებისას, რომელიც არ არის წარმოებული მხოლოდ კარტოფილისაგან ან მარცვლეულისაგან ან ორივესგან ერთად, აუცილებელია, მითითებულ იქნეს „წარმოებულია ..... .- დან“ იმ ნედლეულის დასახელებით, რომელიც გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის წარმოებისათვის. ეს მითითება უნდა ჩანდეს იმავე ხედვის არეალში, სადაც განთავსებულია ოფიციალური დასახელება;
ზ) ოფიციალური დასახელება უნდა იყოს „ვოდკა“ ნებისმიერ ქვეყანაში.
15. არაყი, ხილის მაცერაციით ან დისტილაციით მიღებული (რომელსაც წინ უძღვის ხილის, კენკრის ან კაკლოვანის დასახელება) Spirit (supplemented by the name of the fruit, berries ან nuts) obtained by maceration and distillation
ა) არაყი, მიღებული ხილის მაცერაციით ან დისტილაციით, (რომელსაც წინ უძღვის ხილის, კენკრის ან კაკლოვანის დასახელება) წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა.ა) იგი წარმოებულია:
ა.ა.ა) ამ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხილის, კენკრის ან კაკლოვანის მაცერაციით, ნაწილობრივი ფერმენტაციით ან ფერმენტაციის გარეშე, 100 კგ ფერმენტირებულ ხილზე, კენკროვან ნაყოფზე ან კაკლოვანზე არაუმეტეს 20 ლ სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის ან სპირტის ან იმავე ხილისგან მიღებული დისტილატის ან მათი კომბინაციის შესაძლო დამატებით;
ა.ა.ბ) შემდგომი დისტილაციით ისე, რომ თითოეული დისტილატის მოცულობითი სპირტშემცველობა 86%-ზე ნაკლებია;
ა.ბ) წარმოებისათვის გამოყენებულია შემდეგი ხილი, კენკრა ან კაკლოვანი:
ა.ბ.ა) არონია (Aronia Medik. nom cons.);
ა.ბ.ბ) ცირცელი შავნაყოფიანი (Aronia melanocarpa (Michx.) Elliott);
ა.ბ.გ) წაბლი ჩვეულებრივი (Castanea sativa Mill.);
ა.ბ.დ) ციტრუსების ნაყოფი (Citrus spp.);
ა.ბ.ე) თხილი ჩვეულებრივი (Corylus avellana L.);
ა.ბ.ვ) კეწერა (Empetrum nigrum L.);
ა.ბ.ზ) მარწყვი (Fragaria spp.);
ა.ბ.თ) ქაცვი (Hippophae rhamnoides L.);
ა.ბ.ი) ბაძგი, ჭყორი (Ilex aquifolium და Ilex cassine L.);
ა.ბ.კ) შინდი (Cornus mas);
ა.ბ.ლ) კაკალი ჩვეულებრივი (Juglans regia L.);
ა.ბ.მ) ბანანი (Musa spp.);
ა.ბ.ნ) მირტი (Myrtus communis L.);
ა.ბ.ო) ოპუნცია (Opuntia ficus-indica (L.) Mill.);
ა.ბ.პ) მარაკუია (პასიფლორა) (Passiflora edulis Sims);
ა.ბ.ჟ) შოთხვი (Prunus padus L.);
ა.ბ.რ) კვრინჩხი (Prunus spinosa L.);
ა.ბ.ს) შავი მოცხარი (Ribes nigrum L.);
ა.ბ.ტ) თეთრი მოცხარი (Ribes niveum Lindl.);
ა.ბ.უ) წითელი მოცხარი (Ribes rubrum L.);
ა.ბ.ფ) ხურტკმელი (Ribes uva-crispa L. syn. Ribes grossularia);
ა.ბ.ქ) ასკილი (Rosa canina L.);
ა.ბ.ღ) არქტიკული მაყვალი (Rubus arcticus L.);
ა.ბ.ყ) მიწამაყვალა (Rubus chamaemorus L.);
ა.ბ.შ) მაყვალი (Rubus sect. Rubus);
ა.ბ.ჩ) ჟოლო (Rubus idaeus L.);
ა.ბ.ც) ანწლი (Sambucus nigra L.);
ა.ბ.ძ) ცირცელი (Sorbus aucuparia L.);
ა.ბ.წ) ცირცელის კენკრა (Sorbus domestica L.);
ა.ბ.ჭ) თამელი (Sorbus torminalis (L.) Crantz);
ა.ბ.ხ) ამარელი (Spondias dulcis Parkinson);
ა.ბ.ჯ) ღორქლიავა (Spondias mombin L.);
ა.ბ.ჰ) მაღალბუჩქოვანი მოცვი (Vaccinium corymbosum L.);
ა.ბ.ჰ1) ველური შტოში (Vaccinium oxycoccos L.);
ა.ბ.ჰ2) ლურჯი მოცვი (Vaccinium myrtillus L.);
ა.ბ.ჰ3) წითელი მოცვი (Vaccinium vitis-idaea L.);
ა.ბ. ჰ4) ტყემალი (Prunus divaricata Le de b).
ბ) ხილის მაცერაციით ან დისტილაციით მიღებული არყის (რომელსაც წინ უძღვის ხილის, კენკრის ან კაკლოვანის დასახელება) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 37,5%-ს;
გ) არ უნდა მოხდეს ხილის მაცერაციით ან დისტილაციით მიღებული არყის (რომელსაც წინ უძღვის ხილის, კენკრის ან კაკლოვანის დასახელება) არომატიზება;
დ) არ უნდა მოხდეს ხილის მაცერაციით ან დისტილაციით მიღებული არყის (რომელსაც წინ უძღვის ხილის, კენკრის ან თხილის სახელი) შეფერვა;
ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან ნაწილობრივი გადახვევით, ხილის მაცერაციით ან დისტილაციით მიღებული არყის (რომელსაც წინ უძღვის ხილის, კენკრის ან კაკლოვანის დასახელება) ფერის შესაცვლელად, რომელიც ძველდებოდა ხის ჭურჭელში სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს კარამელი „საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №585 დადგენილებით დამტკიცებული „საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დანართ №1-ის 14.2.6-ით განსაზღვრული „სპირტიანი სასმელები“ მოთხოვნების შესაბამისად;
ვ) საბოლოო გემოს ფორმირებისათვის შესაძლებელია ხილის მაცერაციით ან დისტილაციით მიღებული არყის (რომელსაც წინ უძღვის ხილის, კენკრის ან კაკლოვანის) დატკბობა. თუმცა, საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 18 გრამს;
ზ) ხილის მაცერაციით ან დისტილაციით მიღებული არყის (რომელსაც წინ უძღვის ხილის, კენკრის ან კაკლოვანის დასახელება) აღწერის, წარდგენის ან ეტიკეტირებისას, ხედვის ძირითად არეალში, მითითებული უნდა იქნეს სიტყვები − „წარმოებული მაცერაციით და დისტილაციით“ იმავე ზომისა და ფერის შრიფტით, იმავე ხედვის არეალში, როგორც სიტყვა „არაყი“ (ხილის დასახელების მითითებით) და ბოთლების შემთხვევაში, წინა ეტიკეტზე.
16. გაისტი (Geist) – სპირტიანი სასმელი ხილის ან გამოყენებული ნედლეულის დასახელებით Geist (supplemented by the name of the fruit ან the raw materials used)
ა) გაისტი (Geist) (სპირტიანი სასმელი ხილის ან გამოყენებული ნედლეულის დასახელებით) წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია ამ დანართის მე-15 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არაფერმენტირებული ხილისა და კენკროვნების ნაყოფის ან ბოსტნეულის, კაკლოვანის ან სხვა მცენარეული ნედლეულისაგან, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტში ბალახების, ან ვარდის ფურცლების, ან სოკოების მაცერაციით შემდგომი დისტილაციით ისე, რომ დისტილატის მოცულობითი სპირტშემცველობა შეადგენს არაუმეტეს 86%-ს;
ბ) გაისტის (Geist) (სპირტიანი სასმელი ხილის ან გამოყენებული ნედლეულის დასახელებით) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 37,5%-ს;
გ) არ უნდა მოხდეს გაისტის (Geist) (სპირტიანი სასმელი ხილის ან გამოყენებული ნედლეულის დასახელებით) არომატიზება;
დ) არ უნდა მოხდეს გაისტის (Geist) (სპირტიანი სასმელი ხილის ან გამოყენებული ნედლეულის დასახელებით) შეფერვა;
ე) საბოლოო გემოს ფორმირებისათვის შესაძლებელია გაისტის (Geist) (სპირტიანი სასმელი ხილის ან გამოყენებული ნედლეულის დასახელებით) დატკბობა. თუმცა, საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 10 გრამს;
ვ) ტერმინი „გაისტი” (“Geist”), რომელსაც წინ უსწრებს სხვა ტერმინი, რომელიც არ წარმოადგენს ხილის, მცენარის ან სხვა ნედლეულის დასახელებას, შეიძლება შევსებულ იქნეს სხვა ალკოჰოლური სასმელებისა და სპირტიანი სასმელების ოფიციალური დასახელებით იმ პირობით, რომ ამგვარი გამოყენება შეცდომაში არ შეიყვანს მომხმარებელს.
17. მწარე სასმელი (Gentian):
ა) მწარე სასმელი წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია მცენარე ნაღველას ფესვების ფერმენტაციით, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის დამატებით ან დამატების გარეშე და მისი შემდგომი დისტილაციით;
ბ) მწარე სასმლის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 37,5%-ს;
გ) არ უნდა მოხდეს მწარე სასმლის არომატიზება.
18. სპირტიანი სასმელი ღვიის არომატით (Juniper-flavoured spirit drink)
ა) სპირტიანი სასმელი ღვიის არომატით წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის ან მარცვლოვნების სპირტიანი სასმლის ან მარცვლოვნების დისტილატის ან მათი კომბინაციის ღვიის (Juniperus communis L. and/or Juniperus oxicedrus L.) კენკროვანი ნაყოფით არომატიზებით;
ბ) სპირტიანი სასმლის ღვიის არომატით მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 30,0%-ს;
გ) დასაშვებია სხვა არომატული ნივთიერებების, არომატული პრეპარატების, არომატული მცენარეების ან მცენარეების ნაწილების ან მათი კომბინაციის დამატება ღვიის კენკროვან ნაყოფთან ერთად იმ პირობით, რომ მათი დამატების მიუხედავად, სპირტიან სასმელში ღვიის არომატი უნდა იყოს აშკარად შესამჩნევი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი ზოგჯერ განზავებულია;
დ) ღვიის (Juniper) არომატიანი სპირტიანი სასმლის ოფიციალურ დასახელებად შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს „Wacholder“ ან „Genebra”.
19. ჯინი (Gin)
ა) ჯინი (Gin) წარმოადგენს ღვიის არომატის მქონე სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისაგან, რომელსაც არომატიზებისთვის დამატებული აქვს ღვიის (Juniperus communis L.) კენკროვანი ნაყოფი;
ბ) ჯინის (Gin) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 37,5%-ს;
გ) ჯინის (Gin) წარმოებაში დასაშვებია მხოლოდ არომატული ნივთიერებების ან არომატული პრეპარატების ან ორივეს დამატება იმ პირობით, რომ ჯინში ღვიის გემო უნდა იყოს უპირატესი;
დ) ტერმინს „ჯინი“ (Gin) შესაძლებელია, დაემატოს ტერმინი „მშრალი“ იმ პირობით, თუ დამატებული დამატკბობლის რაოდენობა ყოველ 1 (ერთ) ლიტრ მზა პროდუქტში არ აღემატება 0,1 გ დამატკბობელ პროდუქტს, გამოსახულს, როგორც ინვერსიული შაქარი.
20. ჯინი დისტილირებული (Distilled gin)
ა) ჯინი დისტილირებული (Distilled gin) წარმოადგენს შემდეგიდან ერთერთს:
ა.ა.) ღვიის არომატის მქონე სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის დისტილაციით, რომლის საწყისი მოცულობითი სპირტშემცველობა შეადგენს არანაკლებ 96% და რომელსაც არომატიზებისათვის დამატებული აქვს ღვიის (Juniperus communis L.) კენკროვანი ნაყოფი ან სხვა ბუნებრივი მცენარეული კომპონენტები იმ პირობით, რომ ღვიის გემო უნდა იყოს უპირატესი;
ა.ბ) ასეთი დისტილაციის შედეგად მიღებული პროდუქტის და იმავე შემადგენლობის, სისუფთავის და მოცულობითი სპირტშემცველობის სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის კომბინაციით; დისტილირებული ჯინის არომატიზებისათვის შესაძლებელია ასევე გამოყენებული იქნეს ამ დანართის მე-19 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არომატული ნივთიერებები და არომატული პრეპარატები, ან ორივე ერთად;
ბ) ჯინი დისტილირებულის (Distilled gin) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 37,5%-ს;
გ) ჯინი, რომელიც წარმოებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტზე ესენციების ან არომატული ნივთიერებების დამატებით, არ წარმოადგენს დისტილირებულ ჯინს (Distilled gin);
დ) ტერმინს − „ჯინი დისტილირებული“ (Distilled gin) შესაძლებელია, დაემატოს ან ჩართული იქნეს დასახელებაში ტერმინი „მშრალი“ იმ პირობით, თუ დამატებული დამატკბობლის რაოდენობა ყოველ 1 (ერთ) ლიტრ საბოლოო/მზა პროდუქტში არ აღემატება 0,1 გ დამატკბობელ პროდუქტს, გამოსახულს, როგორც ინვერსიული შაქარი.
21. ლონდონ ჯინი (London gin)
ა) ლონდონ ჯინი (London gin) წარმოადგენს დისტილირებული ჯინს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა.ა) წარმოებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისაგან, რომელშიც მეთანოლის მაქსიმალური შემცველობა 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში არ აღემატება 0,05 გ-ს, რომლის არომატი მიღებულია მხოლოდ ყველა ბუნებრივი მცენარეული კომპონენტის შემცველი სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის დისტილაციით;
ა.ბ) მიღებული დისტილატის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 70%-ს;
ა.გ) ნებისმიერი დამატებული სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ მეთანოლის მაქსიმალური შემცველობა 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში არ უნდა აღემატებოდეს 0,05 გ-ს;
ა.დ) არ უნდა იყოს შეფერილი;
ა.ე) დამტკბარი უნდა იყოს ისე, რომ დამატებული დამატკბობლის რაოდენობა ყოველ 1 (ერთ) ლიტრ საბოლოო/მზა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 0,1 გ დამატკბობელ პროდუქტს, გამოსახულს, როგორც ინვერსიული შაქარი;
ა.ვ) არ შეიცავს არანაირ სხვა ინგრედიენტებს, გარდა 21-ე პუნქტის „ა.ა“, „ა.გ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა და წყლისა;
ბ) ლონდონ ჯინის (London gin) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 37,5%-ს;
გ) ტერმინს − „ლონდონ ჯინი“ (London gin) შესაძლებელია, დაემატოს ან ჩართული იქნეს დასახელებაში ტერმინი „მშრალი“ („dry”).
22. სპირტიანი სასმელი კვლიავის არომატით ან კუმელი (Caraway-flavoured spirit drink ან Kümmel )
ა) სპირტიანი სასმელი კვლიავის არომატით ან კუმელი (Kümmel) წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის კვლიავით (Carum carvi L.) არომატიზებით;
ბ) სპირტიანი სასმელი კვლიავის არომატით ან კუმელის (Kümmel) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 30%-ს;
გ) დამატებით დასაშვებია სხვა არომატული ნივთიერებების ან არომატული პრეპარატების ან ორივეს გამოყენება იმ პირობით, რომ სპირტიან სასმელში კვლიავის არომატი უნდა იყოს უპირატესი.
23. აქვავიტი ან აკვავიტი (Akvavit ან aquavit)
ა) აქვავიტი ან აკვავიტი (Akvavit ან aquavit) წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც არომატიზებულია კვლიავის ან კამის ან ორივეს თესლებით და წარმოებულია მცენარეების ან სანელებლების დისტილატით არომატიზებული სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის გამოყენებით;
ბ) აქვავიტის ან აკვავიტის (Akvavit ან aquavit) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 37,5%-ს;
გ) დამატებით დასაშვებია ნატურალური (ბუნებრივი) არომატიზატორების ან არომატული პრეპარატების ან ორივეს გამოყენება, თუმცა სპირტიანი სასმლის გემოსა და არომატს უნდა განსაზღვრავდეს კვლიავის თესლის (Carum carvi L.) ან კამის თესლის (Anethum graveolens L.) დისტილატი. დაუშვებელია ეთერზეთების გამოყენება;
დ) მწარე ნივთიერებების გემო არ უნდა იყოს უპირატესი; 100 მლ-ში მშრალი ექსტრაქტის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 1,5 გ-ს.
24. სპირტიანი სასმელი ანისულის არომატით (Aniseed-flavoured spirit drink)
ა) სპირტიანი სასმელი ანისულის არომატით წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის ბადიანის (ვარსკვლავისებური ანისული − Illicium verum Hook f.), ანისულის (Pimpinella anisum L.), დიდი კამის (Foeniculum vulgare Mill) ან ანალოგიური არომატული კომპონენტების შემცველი სხვა ნებისმიერი მცენარის ბუნებრივი ექსტრაქტებით არომატიზებით. მისი წარმოებისათვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები ან ამ მეთოდთა კომბინაციები:
ა.ა) მაცერაცია ან დისტილაცია ან ორივე ეს პროცესი;
ა.ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მცენარეების თესლების ან სხვა ნაწილების შემცველი სპირტის დისტილაცია;
ა.გ) ანისულის არომატის მქონე მცენარეების ბუნებრივი დისტილირებული ექსტრაქტების დამატება;
ბ) ანისულის არომატის მქონე სპირტიანი სასმლის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 15%-ს;
გ) ანისულის არომატის მქონე სპირტიანი სასმლის არომატიზება დასაშვებია მხოლოდ არომატული პრეპარატებითა და ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებებით;
დ) ანისულის არომატის მქონე სპირტიანი სასმლის დასამზადებლად დასაშვებია სხვა ბუნებრივი წარმოშობის მცენარეული ექსტრაქტებისა და არომატული თესლის დამატება იმ პირობით, რომ სპირტიან სასმელში ანისულის გემო იქნება უპირატესი.
25. პასტისი (Pastis)
ა) პასტისი (Pastis) წარმოადგენს ანისულის გემოს მქონე სპირტიან სასმელს, რომელიც ასევე შეიცავს ძირტკბილას (Glycyrrhiza spp.) ფესვის ბუნებრივ ექსტრაქტებს, რაც გულისხმობს საღებავების არსებობას, რომლებიც ცნობილია, როგორც „ჰალკონები“, და ასევე გლიცირიზინის მჟავას, რომელთა მინიმალური შემცველობა ერთ ლიტრში 0,05 გ-ს, ხოლო მაქსიმალური შემცველობა 0,5 გ-ს შეადგენს;
ბ) პასტისის (Pastis) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 40%-ს;
გ) პასტისის (Pastis) არომატიზება დასაშვებია მხოლოდ არომატული პრეპარატებითა და ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებებით;
დ) პასტისის (Pastis) ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს 100 გ-ზე ნაკლებს, ხოლო ანეთოლის მინიმალური შემცველობა 1,5 გ/ლ-ს, ხოლო მაქსიმალური – 2 გ/ლ-ს შეადგენს.
26. პასტის დე მარსელ (Pastis de Marseille)
ა) პასტის დე მარსელ (Pastis de Marseille) წარმოადგენს მკვეთრად გამოხატული ანისულის გემოს მქონე პასტისს, რომლის ერთ ლიტრში ანეთოლის შემცველობა 1,9-დან 2,1 გ-ს შეადგენს;
ბ) პასტის დე მარსელის (Pastis de Marseille) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 45%-ს;
გ) პასტის დე მარსელის (Pastis de Marseille) არომატიზება დასაშვებია მხოლოდ არომატული პრეპარატებითა და ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებებით.
27. ანისული ან ჟანეზევეკ (Anis ან janeževec)
ა) ანისული ან ჟანეზევეკ (Anis ან janeževec) წარმოადგენს ანისულის არომატის მქონე სპირტიან სასმელს, რომელიც დამახასიათებელ ანისულის არომატს იღებს მხოლოდ ანისულის (Pimpinella anisum L.) ვარსკვლავისებური ანისულის (Illicium verum Hook f.) ან დიდი კამისგან (Foeniculum vulgare Mill) ან მათი კომბინაციისაგან;
ბ) ანისულის ან ჟანეზევეკის (Anis ან janeževec) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 35%-ს;
გ) ანისულის ან ჟანეზევეკის (Anis ან janeževec) არომატიზება დასაშვებია მხოლოდ არომატული პრეპარატებითა და ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებებით.
28. ანისული დისტილირებული (Distilled anis )
ა) ანისული დისტილირებული (Distilled anis ) წარმოადგენს ანისულს, რომელიც შეიცავს ამ დანართის 27-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მცენარეების თესლების თანაობისას დისტილირებულ სპირტს, ხოლო გეოგრაფიული აღნიშვნის შემთხვევაში − დანამასტაკს (Pistacia lentiscus) და სხვა არომატულ თესლებს, მცენარეებს ან ნაყოფებს, იმ პირობით, რომ ასეთი სპირტის მოცულობითი სპირტშემცველობა დისტილირებულ ანისულში შეადგენს არანაკლებ 20%-ს;
ბ) დისტილირებული ანისულის (Distilled anis) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 35%-ს;
გ) დისტილირებული ანისულის (Distilled anis) არომატიზება დასაშვებია მხოლოდ არომატული პრეპარატებითა და ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებებით.
29. მწარე სპირტიანი სასმელი ან ბიტერი (Bitter-tasting spirit drink ან bitter)
ა) მწარე სპირტიანი სასმელი ან ბიტერი (bitter) წარმოადგენს უპირატესი მწარე გემოს მქონე სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის ან სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის ან ორივეს, არომატული ნივთიერებებით ან არომატული პრეპარატებით ან ორივეთი არომატიზებით;
ბ) მწარე სპირტიანი სასმლის ან ბიტერის (bitter) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 15%-ს;
გ) სპირტიანი სასმელების გარდა სხვა სურსათის წარდგენისა და ეტიკეტირებისას, მწარე სპირტიანი სასმელი ან ბიტერი (bitter) დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს დასახელებებით „მწარე“ ან „მწარე“ სხვა ტერმინთან ერთად ან სხვა ტერმინის გარეშე;
დ) ტერმინი „მწარე“ ან „მწარე“ (bitter) შეიძლება, გამოყენებულ იქნეს მწარე გემოს მქონე ლიქიორების აღწერას, წარდგენასა და ეტიკეტირებაში.
30. ვოდკა არომატიზებული (Flavoured vodka)
ა) ვოდკა არომატიზებული წარმოადგენს ვოდკას, რომელსაც მიცემული აქვს გამოყენებული ნედლეულის არომატისაგან განსხვავებული უპირატესი არომატი;
ბ) არომატიზებული ვოდკის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა შეადგენს 37,5%-ს;
გ) ვოდკა არომატიზებული შესაძლებელია, იყოს დამტკბარი, კუპაჟირებული, არომატიზებული, დავარგებული ან შეფერილი;
დ) არომატიზებული ვოდკის დატკბობისას, ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს 100 გ-ზე ნაკლებს;
ე) არომატიზებული ვოდკის ოფიციალური დასახელება შეიძლება, იყოს ასევე ნებისმიერი უპირატესი არომატის დასახელება, სიტყვა „ვოდკასთან“ ერთად.
31. კვრინჩხით არომატიზებული სპირტიანი სასმელი ან პაჩარანი (Sloe-aromatised spirit drink ან pacharán)
ა) კვრინჩხით არომატიზებული სპირტიანი სასმელი ან პაჩარანი (pacharán) წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელსაც უპირატესად აქვს კვრინჩხის გემო და წარმოებულია კვრინჩხის (Prunus spinosa) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტში მაცერაციით, რომელსაც დამატებული აქვს ანისულის ბუნებრივი ექსტრაქტი ან ანისულის დისტილატი ან ორივე ერთად;
ბ) კვრინჩხით არომატიზებული სპირტიანი სასმლის ან პაჩარანის (pacharán) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა შეადგენს 25%-ს;
გ) კვრინჩხით არომატიზებული სპირტიანი სასმლის ან პაჩარანის (pacharán) წარმოებისათვის გამოყენებული კვრინჩხის ნაყოფის მინიმალური რაოდენობა, ერთ ლიტრ საბოლოო/მზა პროდუქტში, უნდა შეადგენდეს
125 გ-ს;
დ) კვრინჩხით არომატიზებული სპირტიანი სასმლის ან პაჩარანის (pacharán) დატკბობისას, ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტის შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს 80 გ-დან 250 გ-მდე;
ე) კვრინჩხით არომატიზებული სპირტიანი სასმლის ან პაჩარანის (pacharán) ორგანოლეპტიკური მახასიათებლები, ფერი და გემო უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მხოლოდ გამოყენებული ხილის ნაყოფებითა და ანისულით;
ვ) ტერმინი „პაჩარანი“ („pacharán“), როგორც ოფიციალური დასახელება, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი წარმოებულია ესპანეთში. თუ პროდუქტი წარმოებულია ესპანეთის ფარგლებს გარეთ, ტერმინი „Pacharán“-ის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალურ დასახელებაზე „კვრინჩხის არომატიზებული სპირტიანი სასმელი“-ს დამატებით, იმ პირობით, რომ მას თან ახლავს სიტყვები: „წარმოებულია ....-ში“, წევრი სახელმწიფოს ან მწარმოებელი ქვეყნის დასახელების შემდეგ.
32. ლიქიორი (Liqueur)
ა) ლიქიორი წარმოადგენს სპირტიან სასმელს:
ა.ა) რომელშიც დამატკბობელი პროდუქტების მინიმალური შემცველობა, გამოსახული როგორც ინვერსიული შაქარი:
ა.ა.ა) ერთ ლიტრ ალუბლის ან მჟავე ალუბლის ლიქიორში, რომლის ეთილის სპირტი წარმოდგენილია მხოლოდ ალუბლის ან მჟავე ალუბლის ეთილის სპირტით, შეადგენს 70 გ-ს;
ა.ა.ბ) ერთ ლიტრ ლიქიორში, რომელშიც ერთადერთი არომატული ნივთიერება წარმოდგენილია ნაღველას ან მსგავსი მცენარეების სახით, შეადგენს 80 გ-ს;
ა.ა.გ) ყველა სხვა შემთხვევაში, ერთ ლიტრში 100 გ-ის ოდენობით;
ა.ბ) რომლის წარმოება ხდება სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტით ან სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატით ან ერთი ან რამდენიმე სპირტიანი სასმლით ან მათი კომბინაციით, რომელიც დამტკბარია და რომელსაც დამატებული აქვს ერთი ან რამდენიმე არომატიზატორი, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის პროდუქტები ან სურსათი;
ბ) ლიქიორის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა შეადგენს 15%-ს;
გ) ლიქიორის წარმოებისას შეიძლება, გამოყენებულ იქნეს არომატული ნივთიერებები და არომატული პრეპარატები.
თუმცა, შემდეგი დასახელების ხილის ლიქიორების წარმოებაში გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ბუნებრივი ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებები და არომატული პრეპარატები:
გ.ა) ხილის ლიქიორები:
გ.ა.ა) ანანასი (Ananas);
გ.ა.ბ) ციტრუსის ნაყოფი (Citrus L.);
გ.ა.გ) ქაცვი (Hippophae rhamnoides L.);
გ.ა.დ) თუთა (Morus alba, Morus rubra);
გ.ა.ე) მჟავე ალუბალი (Prunus cerasus);
გ.ა.ვ) ალუბალი (Prunus avium);
გ.ა.ზ) შავი მოცხარი (Ribes nigrum L.);
გ.ა.თ) არქტიკული მაყვალი (Rubus arcticus L.);
გ.ა.ი) მიწამაყვალა (Rubus chamaemorus L.);
გ.ა.კ) ჟოლო (Rubus idaeus L.);
გ.ა.ლ) შტოში (Vaccinium oxycoccos L.);
გ.ა.მ) მოცვი (Vaccinium myrtillus L.);
გ.ა.ნ) წითელი მოცვი (Vaccinium vitis-idaea L.);
გ.ბ) მცენარეული ლიქიორები:
გ.ბ.ა) ავშანი (Artemisia genepi);
გ.ბ.ბ) ნაღველა (Gentiana L.);
გ.ბ.გ) პიტნა (Mentha L.);
გ.ბ.დ) ანისული (Pimpinella anisum L.).
დ) ოფიციალური სახელი შეიძლება, იყოს „ლიქიორი“ და ამასთანავე:
დ.ა) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტში მჟავე ალუბლის ან ალუბლის მაცერაციის შედეგად წარმოებული ლიქიორებისთვის, ოფიციალური დასახელება შეიძლება, იყოს „guignolet“ ან „češnjevec“, ტერმინით „ლიქიორი“, ერთად ან მის გარეშე;
დ.ბ) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტში მჟავე ალუბლის (Prunus cerasus) მაცერაციის შედეგად წარმოებული ლიქიორებისთვის, ოფიციალური დასახელება შეიძლება, იყოს „ginja“ ან „ginjinha“ ან „višnjevec“, ტერმინით „ლიქიორი“, ერთად ან მის გარეშე;
დ.გ) ლიქიორებისთვის, რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა მხოლოდ რომით არის წარმოდგენილი, ოფიციალური დასახელება შეიძლება, იყოს „punch au rhum“ („პუნჩ აუ რომი“), ტერმინით „ლიქიორი“, ერთად ან მის გარეშე;
დ.დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტითა და მე-9 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ლიქიორისთვის, რომელიც შეიცავს რძესა და რძის პროდუქტებს, ოფიციალური დასახელება შეიძლება, იყოს „კრემი“ (“ნაღები“), იმ გამოყენებული ნედლეულის დასახელების დამატებით, რომელიც ლიქიორს აძლევს უპირატეს გემოს, ტერმინთან „ლიქიორი“, ერთად ან მის გარეშე;
ე) ლიქიორ(ებ)ის აღწერის, წარდგენის და ეტიკეტირებისას, თუ დადგენილი წარმოების მეთოდების გათვალისწინების მიზნით გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტი ან დისტილატი შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შედგენილი დასახელებები:
ე.ა) prune brandy – ქლიავის ბრენდი;
ე.ბ) orange brandy – ფორთოხლის ბრენდი;
ე.გ) apricot brandy – გარგრის ბრენდი;
ე.დ) cherry brandy – ალუბლის ბრენდი;
ე.ე) solbaerrom, ანუ შავი მოცხარის რომი – blackcurrant rum;
ე.ვ) ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიქიორის აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირებისას, შედგენილი ტერმინი ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს ერთ ხაზზე, ერთნაირი ზომისა და ფერის შრიფტით, სიტყვა „ლიქიორი“ მითითებული უნდა იქნეს არანაკლები ზომის შრიფტით, უშუალოდ დასახელებასთან ახლოს. თუ სპირტი წარმოქმნილი არ არის მითითებული სპირტიანი სასმლისგან, მისი წარმოშობა მითითებული უნდა იქნეს ეტიკეტზე ხედვის იმავე არეალში, რომელშიც მოცემულია შედგენილი დასახელება და სიტყვა „ლიქიორი“, ან სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის ტიპის მითითებით, ან სიტყვებით „სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის სპირტი“, რომელთაც, თითოეულ შემთხვევაში, წინ უსწრებს სიტყვები „დამზადებულია....დან“ ან „დამზადებულია...... -ის გამოყენებით“;
ვ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9, მე-10 მუხლებისა და მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალიწინებით, ოფიციალურ დასახელებას „ლიქიორი“ შესაძლებელია, დამატებული ჰქონდეს არომატიზატორის ან სასურსათო პროდუქტის დასახელება, რომელიც სპირტიან სასმელს აძლევს უპირატეს გემოს, იმ პირობით, რომ სპირტიან სასმელს გემოს აძლევს სასურსათო პროდუქტის არომატიზატორი, არომატიზატორების პრეპარატები ან ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებები, რომლებიც მიღებულია იმ ნედლეულიდან, რომელიც მითითებულია არომატიზატორის ან სასურსათო პროდუქტის დასახელებაში, არომატიზატორის დამატებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია ამ ნედლეულის გემოს გაძლიერება.
33. გამოყენებული ხილის ან ნედლეულის დასახელება..... რომლის შემდეგ მითითებული უნდა იქნეს კრემით (ნაღებით) (Crème de (followed by the name of a fruit or the raw material used)
ა) გამოყენებული ხილის ან ნედლეულის დასახელება..... რომლის შემდეგ მითითებული უნდა იქნეს კრემით (ნაღებით), წარმოადგენს ლიქიორს, რომლის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტების მინიმალური შემცველობა, გამოსახული როგორც ინვერსიული შაქარი, შეადგენს 250 გ-ს;
ბ) გამოყენებული ხილის ან ნედლეულის დასახელება..... რომლის შემდეგ მითითებული უნდა იქნეს კრემით (ნაღებით) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა შეადგენს 15%-ს;
გ) არომატული ნივთიერებებისა და არომატული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით ვრცელდება ამ დანართის 32-ე პუნქტის სპირტიანი სასმელებისთვის განსაზღვრული მოთხოვნები;
დ) ნედლეულის სახით არ უნდა იქნეს გამოყენებული რძე და რძის ნაწარმი (რძის პროდუქტები);
ე) ოფიციალურ დასახელებაში მითითებული ხილი ან ნებისმიერი სხვა ნედლეული უნდა იყოს ის ხილი ან ნედლეული, რომელიც ამ სპირტიან სასმელს ანიჭებს მის უპირატეს გემოს;
ვ) ოფიციალურ დასახელებას შესაძლებელია, დაემატოს ტერმინი „ლიქიორი“;
ზ) ოფიციალური დასახელება „კრემ დე კასის“ («crème de cassis») შეიძლება, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შავი მოცხარით წარმოებული ლიქიორებისთვის, რომლის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტების შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, შეადგენს 400 გ-ზე მეტს.
34. კვრინჩხის ჯინი (Sloe gin)
ა) კვრინჩხის ჯინი (Sloe gin) წარმოადგენს ლიქიორს, რომელიც მზადდება კვრინჩხის მაცერაციით ჯინში, რომელსაც შესაძლებელია, დამატებული ჰქონდეს კვრინჩხის წვენი;
ბ) კვრინჩხის ჯინის (Sloe gin) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა შეადგენს 25%-ს;
გ) კვრინჩხის ჯინის (Sloe gin) წარმოებაში დასაშვებია მხოლოდ ნატურალური (ბუნებრივი) ბუნებრივი არომატული ნივთიერებებისა და არომატული პრეპარატების გამოყენება;
დ) ოფიციალურ დასახელებას შეიძლება, დაემატოს ტერმინი „ლიქიორი“.
35. სამბუკა (Sambuca)
ა) სამბუკა (Sambuca) წარმოადგენს ანისულის არომატის მქონე უფერო ლიქიორს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა.ა) შეიცავს ანისულის (Pimpinella anisum L.) ვარსკვლავისებური ანისულის (ბადიანი) (Illicium verum Hook f.) ან სხვა არომატული ბალახოვანი მცენარეების დისტილატს;
ა.ბ) სამბუკას (Sambuca) ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტების მინიმალური შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, შეადგენს 350 გ-ს;
ა.გ) ბუნებრივი ანეთოლის შემცველობა ერთ ლიტრში შეადგენს არანაკლებ 1,0 გ-სა და არაუმეტეს 2 გ-ს;
ბ) სამბუკას (Sambuca) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა შეადგენს 38%-ს;
გ) სამბუკას (Sambuca) წარმოებისას, არომატული ნივთიერებებისა და არომატული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით, ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის 32-ე პუნქტით სპირტიანი სასმელებისათვის განსაზღვრული მოთხოვნები;
დ) არ უნდა მოხდეს სამბუკას (Sambuca) შეფერვა;
ე) ოფიციალურ დასახელებას შესაძლებელია, დაემატოს ტერმინი „ლიქიორი“.
36. მარასჩინო, მარასკინო ან მარასქინო (Maraschino, marrasquino ან maraskino)
ა) მარასჩინო, მარასკინო ან მარასქინო (Maraschino, marrasquino ან maraskino) წარმოადგენს უფერო ლიქიორს, რომლის არომატს ძირითადად განსაზღვრავს მარასკინის ალუბლის (Prunus cerasus var. marasca) დისტილატი ან სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტში ან ალუბლის დისტილატში ალუბლის ან ალუბლის ნაწილების მაცერაციით მიღებული პროდუქტი, რომლის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტების მინიმალური შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, შეადგენს 250 გ-ს;
ბ) მარასჩინოს, მარასკინოს ან მარასქინოს (Maraschino, marrasquino ან maraskino) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა შეადგენს 24%-ს;
გ) მარასჩინოს, მარასკინოს ან მარასქინოს (Maraschino, marrasquino ან maraskino) წარმოებისას, არომატული ნივთიერებებისა და არომატული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით, ვრცელდება ამ დანართის 32-ე პუნქტის სპირტიანი სასმელებისათვის განსაზღვრული მოთხოვნები;
დ) მარასჩინო, მარასკინო ან მარასქინო (Maraschino, marrasquino ან maraskino) არ უნდა იყოს შეფერილი;
ე) ოფიციალურ დასახელებას შესაძლებელია, დაემატოს ტერმინი „ლიქიორი“.
37. ნოჩინო ან ორეჰოვეცი (Nocino ან orehovec)
ა) ნოჩინო ან ორეჰოვეცი (Nocino ან orehovec) წარმოადგენს უფერო ლიქიორს, რომლის არომატი, ძირითადად, მიღებულია ჩვეულებრივი კაკლის (Juglans regia L.) მთლიანი მწვანე ნაყოფის მაცერაციით ან მაცერაციითა და დისტილაციით, რომლის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტების მინიმალური შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, შეადგენს 100 გ-ს;
ბ) ნოჩინოს ან ორეჰოვეცის (Nocino ან orehovec) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა შეადგენს 30%-ს;
გ) ნოჩინოს ან ორეჰოვეცის (Nocino ან orehovec) წარმოებისას, არომატული ნივთიერებებისა და არომატული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით, ვრცელდება ამ დანართის 32-ე პუნქტით სპირტიანი სასმელებისათვის განსაზღვრული მოთხოვნები;
დ) ოფიციალურ დასახელებას შესაძლებელია, დაემატოს ტერმინი „ლიქიორი“.
38. კვერცხის ლიქიორი ან ადვოკაატი ან ავოკატი ან ადვოკატი (Egg liqueur or advocaat ან avocat ან advokat)
ა) კვერცხის ლიქიორი ან ადვოკაატი ან ავოკატი ან ადვოკატი (Egg liqueur or advocaat ან avocat ან advokat) წარმოადგენს არომატიზებულ ან არაარომატიზებულ სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტიდან, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატიდან ან სპირტიანი სასმლიდან ან მათი კომბინაციით, და რომლის ინგრედიენტებს წარმოადგენენ ხარისხიანი კვერცხის გული, კვერცხის ცილა და შაქარი ან თაფლი, ან ორივე ერთად. საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში თაფლის ან შაქრის მინიმალური შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს 150 გ-ს, სუფთა კვერცხის გულის მინიმალური შემცველობა საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში უნდა შეადგენდეს 140 გ-ს; თუ წარმოებაში გამოყენებულია სხვა სახეობის ქათმის კვერცხი, რომელიც არ მიეკუთვნება Gallus gallus -ის სახეობას, ამის შესახებ მითითებული უნდა იქნეს ეტიკეტზე;
ბ) კვერცხის ლიქიორის ან ადვოკაატის ან ავოკატის ან ადვოკატის (Egg liqueur ან advocaat ან avocat ან advokat) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა შეადგენს 14%-ს;
გ) კვერცხის ლიქიორის ან ადვოკაატის ან ავოკატის ან ადვოკატის (Egg liqueur ან advocaat ან avocat ან advokat) არომატიზებისათვის დასაშვებია მხოლოდ არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის, არომატული ნივთიერებებისა და არომატული პრეპარატების გამოყენება;
დ) კვერცხის ლიქიორის ან ადვოკაატის ან ავოკატის ან ადვოკატის (Egg liqueur ან advocaat ან avocat ან advokat) წარმოებაში შესაძლებელია რძისა და რძის ნაწარმის (რძის პროდუქტების) გამოყენება.
39. ლიქიორი კვერცხით (Liqueur with egg)
ა) ლიქიორი კვერცხით წარმოადგენს არომატიზებულ ან არაარომატიზებულ სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტით, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატით ან სპირტიანი სასმლიდან ან მათი კომბინაციით, რომლის შემადგენლობაში შედის ხარისხიანი ინგრედიენტები: კვერცხის გული, კვერცხის ცილა, შაქარი ან თაფლი ან ორივე. საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში თაფლის ან შაქრის მინიმალური შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს 150 გ-ს, სუფთა კვერცხის გულის მინიმალური შემცველობა საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში უნდა შეადგენდეს 70 გ-ს;
ბ) ლიქიორი კვერცხით − მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა შეადგენს 15%-ს;
გ) ლიქიორი კვერცხით − არომატიზებისათვის დასაშვებია მხოლოდ არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის, ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებებისა და არომატული პრეპარატების გამოყენება;
დ) ლიქიორი კვერცხით − წარმოებაში შესაძლებელია რძისა და რძის ნაწარმის (რძის პროდუქტების) გამოყენება.
40. მისტრა (Mistrà)
ა) მისტრა (Mistrà) წარმოადგენს ანისულით ან ბუნებრივი ანეთოლით არომატიზებულ უფერო სპირტიან სასმელს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა.ა) ბუნებრივი ანეთოლის შემცველობა ერთ ლიტრში შეადგენს არანაკლებ 1,0 გ-სა და არაუმეტეს 2 გ-ს;
ა.ბ) შეიძლება, შეიცავდეს არომატული ბალახოვანი მცენარეების დისტილატს;
ა.გ) არ ხდება მისტრას (Mistrà) დატკბობა;
ბ) მისტრას (Mistrà) მოცულობითი სპირტშემცველობა არანაკლებ 40%-ისა და არაუმეტეს 47%-ს შეადგენს;
გ) მისტრას (Mistrà) არომატიზებისათვის დასაშვებია მხოლოდ არომატული პრეპარატებისა და ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებების გამოყენება;
დ) არ უნდა მოხდეს მისტრას (Mistrà) შეფერვა.
41. ვაკევა გლოგი ან სპირტგლოგი (Väkevä glögi ან spritglögg)
ა) ვაკევა გლოგი ან სპირტგლოგი (Väkevä glögi ან spritglögg) წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია ღვინის ან ღვინის პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის მიხაკის ან დარიჩინის, ან ორივეთი არომატიზაციით, ერთ-ერთი შემდეგი პროცესის ან მათი კომბინაციის გამოყენებით:
ა.ა) მაცერაციით ან დისტილაციით;
ა.ბ) სპირტის დისტილაციით მიხაკის ან დარიჩინის ნაწილების თანაობისას;
ა.გ) მიხაკის ან დარიჩინის ბუნებრივი არომატიზატორების დამატებით;
ბ) ვაკევა გლოგის ან სპირტგლოგის (Väkevä glögi ან spritglögg) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა შეადგენს 15%-ს;
გ) ვაკევა გლოგის ან სპირტგლოგის (Väkevä glögi ან spritglögg) არომატიზებისათვის შესაძლებელია მხოლოდ არომატული ნივთიერებების, ან არომატული პრეპარატების ან სხვა არომატიზატორების გამოყენება იმ პირობით, რომ მასში „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანელებლების არომატი იქნება უპირატესი;
დ) საბოლოო/მზა პროდუქტში ღვინის ან ღვინის პროდუქტების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს.
42. ბერენბურგი ან ბეერენბურგი (Berenburg ან Beerenburg)
ა) ბერენბურგი ან ბეერენბურგი (Berenburg ან Beerenburg) წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა.ა) წარმოებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის გამოყენებით;
ა.ბ) წარმოებულია ხილის ან მცენარეების ან მათი ნაწილების მაცერაციით;
ა.გ) შეიცავს სპეციფიკურ არომატიზატორს – ნაღველას (Gentiana lutea L.) ფესვის, ღვიის (Juniperus communis L.) კენკროვანი ნაყოფისა და დაფნის (Laurus nobilis L.) ფოთლების დისტილატს;
ა.დ) შეფერილობა იცვლება ღია ყავისფერიდან მუქ ყავისფერ შეფერვამდე;
ა.ე) შესაძლებელია დატკბობა ისე, რომ საბოლოო/მზა პროდუქტის ყოველ ერთ ლიტრში დამატკბობელი პროდუქტების მაქსიმალური შემცველობა, გამოსახული, როგორც ინვერსიული შაქარი, უნდა შეადგენდეს 20 გ-ს;
ბ) ბერენბურგის ან ბეერენბურგის (Berenburg ან Beerenburg) მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 30%-ს;
გ) ბერენბურგის ან ბეერენბურგის (Berenburg ან Beerenburg) არომატიზებისათვის შესაძლებელია მხოლოდ ბუნებრივი (ნატურალური) არომატული ნივთიერებებისა და არომატული პრეპარატების დამატება.
43. თაფლის ან თაფლუჭის ნექტარი (Honey nectar ან mead nectar)
ა) თაფლის ან თაფლუჭის ნექტარი წარმოადგენს სპირტიან სასმელს, რომელიც წარმოებულია ფერმენტირებული თაფლის ტკბილისა და თაფლის დისტილატის ან სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის ან ორივეს ნარევის არომატიზებით, რომელიც შეიცავს არანაკლებ 30% ფერმენტირებული თაფლის ტკბილს;
ბ) თაფლის ან თაფლუჭის ნექტარის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა შეადგენს 22%-ს;
გ) თაფლის ანუ თაფლუჭის ნექტარის არომატიზებისათვის დასაშვებია მხოლოდ ბუნებრივი (ნატურალური) არომატული ნივთიერებებისა და არომატული პრეპარატების დამატება იმ პირობით, რომ მასში თაფლის გემო უნდა იყოს უპირატესი;
დ) თაფლის ან თაფლუჭის ნექტარის დატკბობა შესაძლებელია მხოლოდ თაფლით.
დანართი №2
სპეციფიკური წესები ზოგიერთ სპირტიან სასმელთან დაკავშირებით
1. რომი-ვერშნიტი (Rum-Verschnitt) წარმოებულია გერმანიაში და მიიღება რომისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის შერევით ისე, რომ საბოლოო/მზა პროდუქტში სპირტის მინიმალური შემცველობა – 5% უნდა გამომდინარეობდეს რომიდან. რომი-ვერშნიტის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა შეადგენს 37,5%-ს. ბაზარზე განთავსებისას, აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირებისას, სიტყვა „რომი- ვერშნიტი“ (Rum-Verschnitt) განთავსებული უნდა იქნეს იმავე ფერისა და ზომის შრიფტით და იმავე ხაზზე, როგორც სიტყვა „რომი“ და, ბოთლის შემთხვევაში, წინა ეტიკეტზე. ამ პროდუქტის ოფიციალური დასახელება უნდა იყოს „სპირტიანი სასმელი“. თუ რომი-ვერშნიტი ბაზარზე განთავსდება გერმანიის გარეთ, მისი ალკოჰოლური შემადგენლობა უნდა იყოს გამოსახული ეტიკეტზე.
2. სლივოვიცე (Slivovice) წარმოებულია ჩეხეთში და მიიღება ქლიავის დისტილატზე, სრულ დისტილაციამდე (დისტილაციის დამთავრებამდე) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის დამატებით, ისე, რომ საბოლოო/მზა პროდუქტში 70%-იანი სპირტის მინიმალური წილი უნდა იყოს ქლიავის დისტილატიდან. ამ პროდუქტის ოფიციალური დასახელება უნდა იყოს „სპირტიანი სასმელი“. შესაძლებელია, დასახელება „სლივოვიცე“ „Slivovice“-ს დამატება, თუ ის გამოჩნდება იმავე მხედველობის არეში, წინა ეტიკეტზე. თუ სლივოვიცე ბაზარზე განთავსებულია ჩეხეთის ფარგლებს გარეთ, მისი ალკოჰოლური შემადგენლობა მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე. ამ მოთხოვნამ არ უნდა შეცვალოს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის მე-5 პუნქტის − ხილის სპირტიანი სასმელებისთვის განსაზღვრული ოფიციალურ დასახელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
3. გინიოლეტ კირში (Guignolet Kirsch) იწარმოება საფრანგეთში და მიიღება გინიოლეტისა და კირშის შერევით ისე, რომ საბოლოო/მზა პროდუქტში შემავალი სუფთა სპირტის, სულ მცირე, 3% მიღებული უნდა იყოს კირშისაგან. აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირებისას სიტყვა „გინიოლეტ“ (Guignolet) უნდა გამოჩნდეს იმავე ფერისა და ზომის შრიფტით, როგორც სიტყვა „კირში“ (Kirsch) და, ბოთლების შემთხვევაში, წინა ეტიკეტზე. ამ პროდუქტის ოფიციალური დასახელება უნდა იყოს „ლიქიორი“. მისი ალკოჰოლური შემადგენლობა უნდა მიუთითებდეს სუფთა სპირტის მოცულობით პროცენტულ მაჩვენებელს, რომელსაც გინოლე და კირში წარმოადგენენ გინოლეტ-კირშის საერთო სუფთა სპირტის მოცულობაში.
დანართი №3
საქართველოში დაცული ევროკავშირში გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული სპირტიანი სასმელები
სპირტიანი სასმლის კატეგორია
დაცვას დაქვემდებარებული დასახელება
ქართული ტრანსკრიპცია
ევროკავშირის წევრი ქვეყანა
რომი
(Rum)
Ron de Granada
რონ დე გრანადა
ესპანეთი
Ron de Málaga
რონ დე მალაგა
ესპანეთი
Rhum de la Guadeloupe
რომ დე ლა გვადელუპ
საფრანგეთი
Rhum de la Guyane
რომ დე ლა გუიან
საფრანგეთი
Rhum de la Martinique
რომ დე ლა მარტინიკ
საფრანგეთი
Rhum de la Réunion
რომ დე ლა რეუნიონ
საფრანგეთი
Rhum de sucrerie de la Baie du Galion
რომ დე სიუკრერი დე ლა ბე დიუ გალიონ
საფრანგეთი
Rhum des Antilles françaises
რომ დეზ ანტიი ფრანცეზ
საფრანგეთი
Rhum des départements français d'outre-mer
რომ დე დეპარტემან ფრანცე დ’უტრ-მერ
საფრანგეთი
Rum da Madeira
რომ დე მადეირა
პორტუგალია
ვისკი
(Whisky/Whiskey)
Irish Whiskey/Uisce Beatha Eireannach/Irish Whisky 1
აირიშ ვისკიი /ვისკე ბითე აირინაჰ /აირიშ ვისკი
ირლანდია
Whisky español
ვისკი ესპანიოლ
ესპანეთი
Whisky alsacien /Whisky d'Alsace
ვისკი ალზასიენ/
ვისკი დ’ალზას
საფრანგეთი
Whisky breton /Whisky de Bretagne
ვისკი ბრეტონ/
ვისკი დე ბრეტან
საფრანგეთი
Scotch Whisky
სქოჩ ვისკი
დიდი ბრიტანეთი
მარცვლეულის სპირტიანი სასმელი
(Grain spirit)
Korn /Kornbrand
კორნ/კორნბრანდ
ბელგია, გერმანია, ავსტრია
Samanė
სამანე
ლიტვა
Eau-de-vie de seigle de marque nationale luxembourgeoise
ო-დე-ვი დე სეგლ დე მარკ ნასიონალ ლუქსამბურჟუაზ
ლუქსემბურგი
Bergischer Korn/Kornbrand
ბერგიშერ კორნ/კორნბრანდ
გერმანია
Emsländer Korn/Kornbrand
ემსლენდერ კორნ/კორნბრანდ
გერმანია
Haselünner Korn/Kornbrand
ჰაზელიუნერ კორნ/კორნბრანდ
გერმანია
Hasetaler Korn/Kornbrand
ჰაზეტალერ კორნ/კორნბრანდ
გერმანია
Münsterländer Korn/Kornbrand
მიუნსტერლენდერ კორნ/კორნბრანდ
გერმანია
Sendenhorster Korn/Kornbrand
ზენდენჰორსტერ კორნ/კორბრანდ
გერმანია
ხილის სპირტიანი სასმელი
(Fruit spirit)
Ловешка сливова ракия/Сливова ракия от Ловеч/Loveshka slivova rakya/Slivova rakya from Lovech
ლოვეშკა სლივოვა რაკია/სლივოვა რაკია ოტ ლოვეჩ/ლოვეშკა სლივოვა რაკია /სლივოვა რაკია ლოვეჩიდან
ბულგარეთი
Силистренска кайсиева ракия/Кайсиева ракия от Силистра/Silistrenska kaysieva rakya/Kaysieva rakya from Silistra
სილისტრენსკა კაისიევა რაკია/კაისიევა რაკია ოტ სილისტრა/სილისტრენსკა კაისიევა რაკია/კაისიევა რაკია სილისტრადან
ბულგარეთი
Тервелска кайсиева ракия/Кайсиева ракия от Тервел/Tervelska kaysieva rakya/Kaysieva rakya from Tervel
ტერველსკა კაისიევა რაკია/კაისიევა რაკია ოტ ტერველ/ტერველსკა კაისიევა რაკია/კაისიევა რაკია ტერველიდან
ბულგარეთი
Троянска сливова ракия/Сливова ракия от Троян/Troyanska slivova rakya/Slivova rakya from Troyan
ტროიანსკა სლივოვა რაკია /სლივოვა რაკია ოტ ტროიან/ტროიანსკა სლივოვა რაკია/სლივოვა რაკია ტროიანიდან
ბულგარეთი
Fränkischer Obstler
ფრენკიშერ ობსტლერ
გერმანია
Fränkisches Kirschwasser
ფრენკიშეს კირშვასერ
გერმანია
Fränkisches Zwetschgenwasser
ფრენკიშეს ცვეჩგენვასერ
გერმანია
Schwarzwälder Kirschwasser
შვარცველდერ კირშვასსერ
გერმანია
Schwarzwälder Mirabellenwasser
შვარცველდერ მირაბელენვასერ
გერმანია
Schwarzwälder Williamsbirne
შვარცველდერ უილიამსბირნე
გერმანია
Schwarzwälder Zwetschgenwasser
შვარცველდერ ცვეჩგენვასერ
გერმანია
Framboise d'Alsace
ფრამბუაზ დ’ალზას
საფრანგეთი
Kirsch d'Alsace
კირშ დ’ალზას
საფრანგეთი
Kirsch de Fougerolles
კირშ დე ფუჟეროლ
საფრანგეთი
Mirabelle d'Alsace
მირაბელ დ’ალზას
საფრანგეთი
Mirabelle de Lorraine
მირაბელ დე ლორენ
საფრანგეთი
Quetsch d'Alsace
კეტჩ დ’ალზას
საფრანგეთი
Williams d'Orléans
უილიამს დ’ორლეან
საფრანგეთი
Aprikot del Trentino
აპრიკოტ ტრენტინო/აპრიკოტ დელ ტრენტინო
იტალია
Distillato di mele trentino/Distillato di mele del Trentino
დისტილატო დი მელე ტრენტინო/დისტილატო დი მელე დელ ტრენტინო
იტალია
Kirsch Friulano/Kirschwasser Friulano
კირშ ფრიულანო/კირშვასერ ფრიულანო
იტალია
Kirsch Trentino/Kirschwasser Trentino
კირშ ტრენტინო/კირშვასერ ტრენტინო
იტალია
Kirsch Veneto/Kirschwasser Veneto
კირშ ვენეტო/
კირშვასერ ვენეტო
იტალია
Sliwovitz del Friuli-Venezia Giulia
სლივოვიც დელ ფრი-ული-ვენეცია ჯულია
იტალია
Sliwovitz del Trentino-Alto Adige
სლივოვიც დელ ტრენტინო-ალტო ადიჯე
იტალია
Sliwovitz del Veneto
სლივოვიც დელ ვენეტო
იტალია
Sliwovitz trentino/Sliwovitz del Trentino
სლივოვიც ტრენტინო/სლივოვიც დელ ტრენტინო
იტალია
Südtiroler Aprikot/Aprikot dell'Alto Adige
ზიუდტიროლერ აპრიკოტ/აპრიკოტ/დელალტო ადიჯე
იტალია
Südtiroler Golden Delicious/Golden Delicious dell'Alto Adige
ზიუდტიროლერ გოლდენ დილიშეზ/გოლდენ დილიშეზ დელ’ალტო ადიჯე
იტალია
Südtiroler Gravensteiner/Gravensteiner dell'Alto Adige
ზიუდტიროლერ გრავენ-შტაინერ/გრავენშტაინერ დელ’ალტო ადიჯე
იტალია
Südtiroler Kirsch/Kirsch dell'Alto Adige
ზიუდტიროლერ კირშ/კირშ დელ/ალტო ადიჯე
იტალია
Südtiroler Marille/Marille dell'Alto Adige
ზიუდტიროლერ მარილე/მარილე დელ’ალტო ადიჯე
იტალია
Südtiroler Obstler/Obstler dell'Alto Adige
ზიუდტიროლერ ობსტლერ/ობსტლერ დელ’ალტო ადიჯე
იტალია
Südtiroler Williams/Williams dell'Alto Adige
ზიუდტიროლერ უილიამს/უილიამს დელ’ალტო ადიჯე
იტალია
Südtiroler Zwetschgeler/Zwetschgeler dell'Alto Adige
ზიუდტიროლერ ცვეჩგელერ/ცვეჩგელერ დელ’ალტო ადიჯე
იტალია
Williams friulano/Williams del Friuli
უილიამს ფრიულანო/უილიამს დელ ფრიული
იტალია
Williams trentino/Williams del Trentino
უილიამს ტრენტინო/უილიამს დელ ტრენტინო
იტალია
Eau-de-vie de kirsch de marque nationale luxembourgeoise
ო-დე-ვი დე კირშ დე მარკ ნასიონალ ლუქსემბურჟუა
ლუქსემბურგი
Eau-de-vie de mirabelle de marque nationale luxembourgeoise
ო-დე-ვი დე მირაბელ დე მარკ ნასიონალ ლუქსემბურჟუა
ლუქსემბურგი
Eau-de-vie de poires de marque nationale luxembourgeoise
ო-დე-ვი დე პუარ დე მარკ ნასიონალ ლუქსემბურჟუა
ლუქსემბურგი
Eau-de-vie de pommes de marque nationale luxembourgeoise
ო-დე-ვი დე პომ დე მარკ ნასიონალ ლუქსემბურჟუა
ლუქსემბურგი
Eau-de-vie de prunelles de marque nationale luxembourgeoise
ო-დე-ვი დე პრიუნელ დე მარკ ნასიონალ ლუქსემბურჟუა
ლუქსემბურგი
Eau-de-vie de quetsch de marque nationale luxembourgeoise
ო-დე-ვი დე კეტჩ დე მარკ ნასიონალ ლუქსემბურჟუა
ლუქსემბურგი
Békési szilvapálinka
ბეკეში სილვაპალინკა
უნგრეთი
Gönci barackpálinka
გენსი ბარაკპალინკა
უნგრეთი
Kecskeméti barackpálinka
კეჩკემეტი ბარაკპალინკა
უნგრეთი
Szabolcsi almapálinka
საბოლჩი ალმაპალინკა
უნგრეთი
Szatmári szilvapálinka
სატმარი სილვაპალინკა
უნგრეთი
Pálinka
პალინკა
უნგრეთი
Wachauer Marillenbrand
ვახაუერ მარილენბრანდ
ავსტრია
Aguardente de pêra da Lousã
აგიარდენტე დე პერა და ლოუზა
პორტუგალია
Medronho do Algarve
მედრონუ დუ ალგარვე
პორტუგალია
Medronho do Buçaco
მედრონუ დუ ბუსაკო
პორტუგალია
Horincă de Cămârzana
ჰორინკე დე კემერზანა
რუმინეთი
Horincă de Chioar
ჰორინკე დე კიოარ
რუმინეთი
Horincă de Lăpuş
ჰორინკე დე ლეპუშ
რუმინეთი
Horincă de Maramureş
ჰორინკე დე მარამურეშ
რუმინეთი
Horincă de Seini
ჰორინკე დე სეინი
რუმინეთი
Pălincă
პელიკე
რუმინეთი
Ţuică Ardelenească de Bistriţa
ტუიკე არდელენეასკე
დე ბისტრიცა
რუმინეთი
Ţuică de Argeş
ტუიკე დე არგეშ
რუმინეთი
Ţuică de Buzău
ტუიკე დე ბუზეუ
რუმინეთი
Ţuică de Valea Milcovului
ტუიკედე ვალეა მილკოვულუი
ხილის სპირტი
რუმინეთი
Ţuică de Zalău
ტუიკე დე ზალეუ
რუმინეთი
Ţuică Zetea de Medieşu Aurit
ტუიკე ზეტეა დე მედიეშუ აურიტ
რუმინეთი
Turţ de Maramureş
ტურც დე მარამურეშ
რუმინეთი
Turţ de Oaş
ტურც დე ოაშ
რუმინეთი
Brinjevec
ბრინჟევეკ
სლოვენია
Dolenjski sadjevec
დოლენჟსკი სადჟევეკ
სლოვენია
Bošácka Slivovica
ბოშაკა სლივოვიცა
სლოვაკეთი
სიდრის სპირტიანი სასმელი და პერის სპირტიანი სასმელი
(Cider spirit and perry spirit)
Aguardiente de sidra de Asturias
აგუარდენტე დე სიდრა დე ასტურიას
სიდრის
ესპანეთი
Calvados
კალვადოს
საფრანგეთი
Calvados Domfrontais
კალვადოს დომფრონტე
საფრანგეთი
Calvados Pays d'Auge
კალვადოს პეი დ’ოჟ
საფრანგეთი
Eau-de-vie de cidre de Bretagne
ო-დე-ვი დე სიდრ დე ბრეტან
საფრანგეთი
Eau-de-vie de cidre de Normandie
ო-დ-ვი დე სიდრ დე ნორმანდი
საფრანგეთი
Eau-de-vie de cidre du Maine
ო-დე-ვი დე სიდრ დიუ მენ
საფრანგეთი
Eau-de-vie de poiré de Bretagne
ო-დე-ვი დე პუარე დე ბრეტან
საფრანგეთი
Eau-de-vie de poiré de Normandie
ო-დე-ვი დე პუარე დე ნორმანდი
საფრანგეთი
Eau-de-vie de poiré du Maine
ო-დე-ვი დე პუარე დიუ მენ
საფრანგეთი
Somerset Cider Brandy
სომერსეთ საიდერ ბრენდი
დიდი ბრიტანეთი
ვოდკა (Vodka)
არომატიზებული ვოდკა (Flavoured vodka)
Estonian vodka
ესტონიან ვოდკა
ესტონეთი
Latvijas Dzidrais
ლატვიჟას სიდრეს
ლატვია
Rīgas Degvīns
რიგას დეგვინს
ლატვია
Originali lietuviška degtinė/Original Lithuanian vodka
ორიჯინალი ლიეტუ-ვიშკა დეგტინე/ორიჯი-ნალ ლითუანიან ვოდკა
ლიტვა
Herbal vodka from the North Podlasie Lowland aromatised with an extract of bison grass /Wódka ziołowa z Niziny Północnopodlaskiej aromatyzowana ekstraktem z trawy żubrowej
მცენარეული ვოდკა ჩრდილოეთ პოდლეზიეს დაბლობიდან, არომატი-ზებული ბიზონის ბალახის ექსტრაქტით/ზიოლოვა ზ ნიზინი პოლნოცნოპოლასკიეჟ
პოლონეთი
Polska Wódka/Polish Vodka
პოლსკა ვოდკა/პოლონური ვოდკა ან ფოლიშ ვოდკა
პოლონეთი
Laugarício vodka
ლაუგარიციო ვოდკა
სლოვაკეთი
Suomalainen Vodka/Finsk Vodka/Vodka of Finland
სუომალეაინენ ვოდკა/ფინსკ ვოდკა/ვოდკა ოფ ფინლენდ ან ფინური ვოდკა
ფინეთი
Svensk Vodka/Swedish Vodka
სვენშ ვოდკა/სვედიშ ვოდკა ან შვედური ვოდკა
შვედეთი
გეისტი (Geist )
Schwarzwälder Himbeergeist
შვარცველდერ ჰიმბეერგაისთ
გერმანია
მწარე სასმელი (Gentian)
Bayerischer Gebirgsenzian
ბაიერიშერ გებირგსენციან
გერმანია
ღვიის არომატიანი სპირტიანი სასმელები
(Juniper-flavoured spirit drinks)
Balegemse jenever
ბალეჯემსე ჟენევე
ბელგია
Hasseltse jenever/Hasselt
ჰასელტსე ჟენევე/ჰასელტ
ბელგია
O´de Flander-Oost-Vlaamse Graanjenever
ო’დე ფლანდერ-ოსტ-ვლამსე გრანჟენევე
ბელგია
Peket-Pekêt/Pèket-Pèkèt de Wallonie
პეკეტ- პეკეტ/პეკეტ-პეკეტ დე ვალონი
ბელგია
Jonge jenever/jonge genever
ჟონჯე ჟენევე/ჟონჯე ჯენევე
ბელგია, ნიდერლანდები
Oude jenever, oude genever
უდე ჟენევე, უდე ჯენევე
ბელგია, ნიდერლანდები
Genièvre des, Graanjenever, Graangenever
ჟენიევრ დე გრენ, გრაანჟენევე/გრაანჟენევე
ბელგია, ნიდერლანდები,საფრანგეთი
Genièvre /Jenever /Genever
ჟენიევრ/ჟენევე/ჟენევე
ბელგია, ნიდერლანდები,საფრანგეთი, გერმანია
Ostfriesischer Korngenever
ოსტფრიზიშერ კორნგენევერ
გერმანია
Steinhäger
შტაინჰეგერ
გერმანია
Gin de Mahón
ხინ დე მაონ
ესპანეთი
Genièvre Flandres Artois
ჟენიევრ ფლანდრ არტუა
საფრანგეთი
Vilniaus džinas/Vilnius Gin
ვილნიაუს ჯინას/ვილნიუს ჯინ
ლიტვა
Inovecká borovička
ინოვეცკა ბოროვიჩკა
სლოვაკეთი
Liptovská borovička
ლიპტოვსკა ბოროვიჩკა
სლოვაკეთი
Slovenská borovička
სლოვენსკა ბოროვიჩკა
სლოვაკეთი
Slovenská borovička Juniperus
სლოვენსკა ბოროვიჩკა ჟუნიპერუს
სლოვაკეთი
Spišská borovička
სპიშსკა ბოროვიჩკა
სლოვაკეთი
Plymouth Gin
ფლაიმაუთ ჯინ
დიდი ბრიტანეთი
აკვავიტი
(Akvavit /Aquavit)
Dansk Akvavit/Dansk Aquavit
დანსკ აკვავიტ/დანსკ აკვავიტ
დანია
Svensk Aquavit/Svensk Akvavit/Swedish Aquavit
სვენშ აკვავიტ/სვენშ აკვავიტ/სვედიშ აკვავიტ
შვედეთი
ანისულის არომატიანი სპირტიანი სასმელები
(Aniseed-flavoured spirit drinks)
Anís español
ანის ესპანიოლ
ესპანეთი
Anís Paloma Monforte del Cid
ანის პალომა მონფორტე დელ სიდ
ესპანეთი
Cazalla
კასალია
ესპანეთი
Chinchón
ჩინჩონ
ესპანეთი
Hierbas de Mallorca
იერბას დე მალიორკა
ესპანეთი
Hierbas Ibicencas
იერბას იბისენკას
ესპანეთი
Ojén
ოხენ
ესპანეთი
Rute
რუტე
ესპანეთი
Évora anisada
ევორა ანისადა
პორტუგალია
Janeževec
ჟანეჟევეც
სლოვენია
ანისულის დისტილირებული სასმელი
(Distilled Anis)
Ούζο Θράκης/Ouzo of Thrace
უსო ტრაკიას/ტრაკიას უსო
საბერძნეთი
Ούζο Καλαμάτας/Ouzo of Kalamata
უსო კალამატას/კალამატას უსო
საბერძნეთი
Ούζο Μακεδονίας/Ouzo of Macedonia
უსო მაკედონიას/მაკედონიას უსო
საბერძნეთი
Ούζο Μυτιλήνης/Ouzo of Mitilene
უსო მიტილინის/მიტილინის უსო
საბერძნეთი
Ούζο Πλωμαρίου/Ouzo of Plomari
უსო პლომარიუ/პლომარის უსო
საბერძნეთი
Ouzo/Oύζο
უსო/უსო
საბერძნეთი, კვიპროსი
მწარე გემოს მქონე სპირტიანი სასმელები
(Bitter-tasting spirit drinks)
Trejos devynerios
ტრეჟოს დევინერიოს
ლიტვა
Slovenska travarica
სლოვენსკა ტრავარიცა
სლოვენია
Demänovka bylinná horká
დემენოვკა ბილინა ჰორკა
სლოვაკეთი
Rheinberger Kräuter
რაინბერგერ კროიტერ
გერმანია
ლიქიორი
(Liqueur)
Polish Cherry
ფოლიშ ჩერი
პოლონეთი
Anis português
ანის პორტუგეს
პორტუგალია
Ginjinha portuguesa
ჟინჟინა პორტუგესა
პორტუგალია
Licor de Singeverga
ლიკორ დე სინჟევერგა
პორტუგალია
Poncha da Madeira
პონკა და მადეირა
პორტუგალია
Pelinkovec
პელინკოვეც
სლოვენია
Demänovka Bylinný Likér
დემენოვკა ბილინი ლიკერ
სლოვაკეთი
Suomalainen Marjalikööri/Suomalainen Hedelmälikööri/Finsk Bärlikör/Finsk Fruktlikör/Finnish berry liqueur/Finnish fruit liqueur
სუომალენენ მარჟა-ლიკეერი/სუომალენენ ჰედელმელიკეერი/ფინსკ ბერლიკეერ/ფინსკ ფრუკტლიკეერ/ფინიშ ბერი ლიკერ/ფინიშ ფრუთ ლიკუერ
ფინეთი
Karlovarská Hořká
კარლოვარსკა ჰორჟკა
ჩეხეთის რესპუბლიკა
Bayerischer Kräuterlikör
ბაიერიშერ ქროითერლიქიორ
გერმანია
Benediktbeurer Klosterlikör
ბენდიქტბოირერ კლოსთერლიქიორ
გერმანია
Berliner Kümmel
ბერლინერ ქიუმელ
გერმანია
Blutwurz
ბლუთვურც
გერმანია
Chiemseer Klosterlikör
ქიმზეერ ქლოსთერლიქიორ
გერმანია
Ettaler Klosterlikör
ეტალერ კლოსთერლიქიორ
გერმანია
Hamburger Kümmel
ჰამბურგერ ქიუმელ
გერმანია
Hüttentee
ჰიუთენთეე
გერმანია
Münchener Kümmel
მიუნხენერ ქიუმელ
გერმანია
Irish Cream
აირიშ კრიმ
ირლანდია
Κίτρο Νάξου/Kitro of Naxos
კიტრო ნაქსუ/ნაქსოს კიტრო
საბერძნეთი
Κουμκουάτ Κέρκυρας/Koum Kouat of Corfu
კუმკუატ კერკირას/კორფუს კუმ კუატ
საბერძნეთი
Μαστίχα Χίου/Masticha of Chios
მაციხა ხიუ/კიოს მაციკა
საბერძნეთი
Τεντούρα/Tentoura
ტენდურა/ტენტურა
საბერძნეთი
Cantueso Alicantino
კანტუესო ალიკანტინო
ესპანეთი
Licor café de Galicia
ლიკორ კაფე დე გალისია
ესპანეთი
Licor de hierbas de Galicia
ლოკორ დე იერბას დე გალისია
ესპანეთი
Palo de Mallorca
პალო დე მალიორკა
ესპანეთი
Ratafia catalana
რატაფია კატალანა
ესპანეთი
Ratafia de Champagne
რატაფია დე შამპან
საფრანგეთი
Génépi des Alpes/Genepì degli Alpi
ჟენეპი დეზ ალპ/ჯენეპი დელი ალპი
საფრანგეთი,იტალია
Genepì del Piemonte
ჯენეპი დელ პიემონტე
იტალია
Genepì della Valle d'Aosta
ჯენეპი დელა ვალე დ’აოსტა
იტალია
Liquore di limone della Costa d'Amalfi
ლიკვორე დი ლიმონე დელა კოსტა დ’ამალფი
იტალია
Liquore di limone di Sorrento
ლიკვორე დი ლიმონე დი სორენტო
იტალია
Allažu Ķimelis
ალაჟუ კიმელის
ლატვია
Čepkelių
ჩეპკელიუ
ლატვია
Grossglockner Alpenbitter
გროსგლოქნერ ალპენბითერ
ავსტრია
Jägertee/Jagertee/Jagatee
იეგერთეე/იაგერთეე/იაგათეე
ავსტრია
Mariazeller Jagasaftl
მარიაცელერ იაგაზაფტლ
ავსტრია
Mariazeller Magenlikör
მარიაცელერ მაგენლიქიორრ
ავსტრია
Puchheimer Bitter
პუჰჰაიმერ ბითერ
ავსტრია
Steinfelder Magenbitter
შტაინფელდერ მაგენბითერ
ავსტრია
Wachauer Marillenlikör
ვახაუერ მარილენლიქიორ
ავსტრია
კრემ დე კასის (Crème de cassis)
Cassis de Bourgogne
კასის დე ბურგონ
საფრანგეთი
Cassis de Dijon
კასის დე დიჟონ
საფრანგეთი
Cassis de Saintonge
კასის სენტონჟ
საფრანგეთი
Cassis du Dauphiné
კასის დიუ დოფინე
საფრანგეთი
Cassis de Beaufort
კასის დე ბოფორ
ლუქსემბურგი
ნოჩინო
(Nocino)
Nocino di Modena
ნოჩინო დი მოდენა
იტალია
Orehovec
ორეჰოვეც
სლოვენია
სხვა სპირტიანი სასმელები
(Other Spirit Drinks)
Genièvre aux fruits/Vruchtenjenever /Jenever met vruchten /Fruchtgenever
ჟენიევრ ო ფრუი/ფრუხტენჟენევერ/ჟენევერ მეტ ფრუხტენ /ფრუხტჯენევერ
ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, გერმანია
Bärwurz
ბერვურც
გერმანია
Königsberger Bärenfang
კოენიგსბერგერ ბერენფანგ
გერმანია
Ostpreußischer Bärenfang
ოსტპროისიშერ ბერენფანგ
გერმანია
Irish Poteen/Irish Poitín
აირიშ პოტინ/აირიშ პოიტინ
ირლანდია
Aguardiente de hierbas de Galicia
აგუარდიენტე დე იერბას დე გალისია
ესპანეთი
Aperitivo Café de Alcoy
აპერიტივო კაფე დე ალკოი
ესპანეთი
Herbero de la Sierra de Mariola
ერბერო დე ლა სიერა დე მარიოლა
ესპანეთი
Pacharán Navarro
პაჩარან ნავარო
ესპანეთი
Ronmiel
რონმიელ
ესპანეთი
Ronmiel de Canarias
რონმიელ დეკანარიას
ესპანეთი
Pommeau de Bretagne
პომო დე ბრეტან
საფრანგეთი
Pommeau de Normandie
პომო დე ნორმანდი
საფრანგეთი
Pommeau du Maine
პომო დიუ მენ
საფრანგეთი
Trauktinė
ტრაუკტინე
ლიტვა
Trauktinė „Palanga“
ტრაუკტინე „პალანგა“
ლიტვა
Trauktinė „Dainava“
ტრაუკტინე „დაინავა“
ლიტვა
Inländerrum
ინლენდერუმ
ავსტრია
Domači rum
დომაჩი რუმ
სლოვენია
Svensk Punsch/Swedish Punch
სვენშ პუნს/სვედიშ ფანრ
შვედეთი
(1) გეორაფიული აღნიშვნა აირიშ ვისკი/ვისკე ბითე აირინაჰ/აირიშ ვისკი მოიცავს ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში წარმოებულ ვისკ