სასმელების
ოფიციალური
დასახელება
1. სპირტიანი სასმლის დასახელება არის მისი ოფიციალური დასახელება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს სპირტიანი სასმელების აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირებისას.
2. ოფიციალური დასახელება მკაფიოდ და თვალსაჩინოდ უნდა იქნეს მითითებული სპირტიანი სასმლის ეტიკეტზე. დაუშვებელია ოფიციალური დასახელების შეცვლა და ჩანაცვლება.
3. სპირტიანი სასმელებისთვის, რომლებიც შეესაბამებიან ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით განსაზღვრული სპირტიანი სასმელების კატეგორიებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ოფიციალურ დასახელებას წარმოადგენს ამ კატეგორიის დასახელება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს კატეგორია არ უშვებს სხვა ოფიციალური დასახელების გამოყენებასაც.
4. სპირტიანი სასმლისათვის, რომელიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით განსაზღვრული სპირტიანი სასმელების რომელიმე კატეგორიისათვის დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ აკმაყოფილებს ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ოფიციალურ დასახელებად გამოყენებული უნდა იქნეს „სპირტიანი სასმელი“.
5. სპირტიანი სასმელი, რომელიც შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით განსაზღვრული სპირტიანი სასმელების ერთზე მეტი კატეგორიისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ბაზარზე შესაძლებელია, განთავსებულ იქნეს ერთი ან რამდენიმე ოფიციალური დასახელებით, რომელიც დანართ №1-ის შესაბამისად, ამ კატეგორიებისთვის არის დადგენილი.
6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, სპირტიანი სასმლის:
ა) ოფიციალურ დასახელებას შეიძლება, დაემატოს ან ჩანაცვლდეს გეოგრაფიული აღნიშვნით, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ამ შემთხვევაში, გეოგრაფიულ აღნიშვნას შესაძლებელია, დამატებით დამატებული ჰქონდეს ნებისმიერი ტერმინი, რომელიც დაშვებულია პროდუქტის სპეციფიკაციების შესაბამისად, იმ პირობით, რომ მომხმარებელი შეცდომაში არ იქნება შეყვანილი;
ბ) ოფიციალური დასახელება შესაძლებელია, ჩანაცვლებულ იქნეს შედგენილი ტერმინით, რომლებიც შეიცავს ტერმინებს „ლიქიორი“ ან „კრემი“ („ნაღები“) იმ პირობით, რომ საბოლოო/მზა პროდუქტი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის 32-ე პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
7. „ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით და ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით განსაზღვრული სპირტიანი სასმელების კატეგორიებისათვის კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინებით, სპირტიანი სასმელების ოფიციალურ დასახელებას შესაძლებელია, დამატებული ჰქონდეს:
ა) დასახელება ან გეოგრაფიული ადგილის მითითება, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და რომლითაც სპირტიანი სასმელი განთავსებულია ბაზარზე, იმ პირობით, რომ აღნიშნული შეცდომაში არ შეიყვანს მომხმარებელს;
ბ) ჩვეული დასახელება, როგორც ეს განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით, იმ პირობით, რომ აღნიშნული შეცდომაში არ შეიყვანს მომხმარებელს;
გ) შედგენილი ტერმინი ან მითითება/მინიშნება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 და მე-10 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
დ) ტერმინი „კუპაჟი“, „კუპაჟირება“ ან „კუპაჟირებული“, იმ პირობით, რომ სპირტიანი სასმელი დაექვემდებარა კუპაჟირებას;
ე) ტერმინი „ნარევი“, „შერეული“ ან „შერეული სპირტიანი სასმელი“ იმ პირობით, რომ სპირტიანი სასმელი დაექვემდებარა შერევას;
ვ) ტერმინი „მშრალი“ ან „მშრალი“, გარდა იმ სპირტიანი სასმელებისა, რომლებიც შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ამავე დანართის მე-19 – 21-ე პუნქტებით სპირტიანი სასმელებისათვის განსაზღვრული კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინებით, იმ პირობით, რომ სპირტიანი სასმელი არ დაექვემდებარა დატკბობას, თუნდაც გემოს ფორმირებისათვის. ტერმინი „მშრალი“ ან „მშრალი“ შეიძლება, დაემატოს იმ სპირტიანი სასმელების ოფიციალურ დასახელებას, რომლებიც შეესაბამება 32-ე პუნქტის მოთხოვნებს და, შესაბამისად, დამტკბარია.
8. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 და მე-10 მუხლებისა და მე-11 მუხლის მე-2 − მე-6 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაუშვებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოფიციალური დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენება იმ სპირტიანი სასმელების აღწერას, წარდგენასა ან ეტიკეტირებაში, რომელიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ში მოცემული სპირტიანი სასმლის შესაბამისი კატეგორიისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. დაუშვებელია ასევე ოფიციალური დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენება ისეთ სიტყვებთან ან ფრაზებთან ერთად, როგორიცაა „მსგავსი“, „ტიპი“, „სტილი“, „დამზადებული“, „არომატი“ ან სხვა მსგავსი ტერმინები.
9. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, არომატიზატორები, რომლებიც ახდენენ სპირტიანი სასმლის იმიტაციას ან მათი გამოყენებისას სურსათის წარმოებაში (გარდა სასმელებისა), წარდგენისა და ეტიკეტირებისას, შეიძლება, შეიცავდნენ მითითებებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ოფიციალურ დასახელებაზე, იმ პირობით, რომ ამ ოფიციალურ დასახელებას დამატებული აქვს ტერმინი „არომატი“ ან სხვა მსგავსი ტერმინი. გეოგრაფიული აღნიშვნები არ უნდა იქნეს გამოყენებული ასეთი არომატიზატორების აღნიშვნისა