ალკოჰოლიან
სასმელებში
გამოყენებული
დისტილატების
მიმართ
1. სპირტიანი სასმელების წარმოებისათვის დასაშვებია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის გამოყენება.
2. სპირტიანი სასმელების წარმოებაში, საღებავების, არომატიზატორების ან სხვა დაშვებული ინგრედიენტების განზავების ან გახსნისათვის დაუშვებელია სხვა ნებისმიერი სპირტის გამოყენება, გარდა სასოფლო- სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის პირველი − მე-13 პუნქტებით განსაზღვრული სპირტიანი სასმელების კატეგორიებისა. საღებავების, არომატიზატორებისა და სხვა ნებისმიერი დაშვებული ინგრედიენტის განზავების ან გახსნისათვის გამოყენებული ასეთი სპირტი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ მიზნისთვის საჭირო რაოდენობით.
3. ალკოჰოლიანი სასმელები არ უნდა შეიცავდეს სინთეზური წარმოშობის ალკოჰოლს ან სხვა არასასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ალკოჰოლს.
4. სპირტიანი სასმელების წარმოებისათვის გამოყენებული დისტილატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მარცვლოვნების დისტილატის მინიმალური მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 52,0%-ს, ხოლო მაქსიმალური − 94,8%-ს;
ბ) მარცვლოვნების დისტილატის ყოველ ერთ ლიტრში ნარჩენების მაქსიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს:
ბ.ა) რთული ეთერები − ეთილაცეტატზე გადაანგარიშებით 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში − 0,05 გ – 1,50 გ-ს;
ბ.ბ) ალდეჰიდები − აცეტალდეჰიდზე გადაანგარიშებით 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში − 0,01 გ – 0,35 გ-ს;
ბ.გ) უმაღლესი სპირტები − მეთილ 2 პროპანოლ 1 (იზობუთანოლი, იზობუთანოლის სპირტი)-ზე გადაანგარიშებით 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში − 0,5 გ – 6,0 გ-ს;
ბ.დ) მეთანოლი − 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში − არაუმეტეს 0,5 გ-ს;
ბ.ე) ფურფუროლი − 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში − არაუმეტეს 0,03 გ-ს;
გ.ვ) რკინა − არაუმეტეს 1,0 მგ/ლ;
გ) ხილის დისტილატის მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს − 86,0 %-ს;
დ) ხილის დისტილატის ყოველ ერთ ლიტრში ნარჩენების მაქსიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს:
დ.ა) აქროლადი ნაერთების მასური კონცენტრაცია 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში − არანაკლებ 2,0 გ-ს;
დ.ბ) ფურფუროლი − 100%-იანი ეთილის სპირტის ყოველ ერთ ლიტრში − არაუმეტეს − 0,03 გ-ს;
დ.გ) გოგირდის დიოქსიდის საერთო მასური კონცენტრაცია ყოველ ერთ ლიტრში − არაუმეტეს 45,0 მგ-ს;
დ.დ) რკინა − არაუმეტეს 1,5 მგ/