1.
გაერთიანებულმა სამეფომ, შეისწავლა რა ,,საქართველოს კანონი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ მიღებული 1999 წლის 22 აგვისტოს, ასკვნის, რომ ეს კანონი შეესაბამება ამ შეთანხმების X
III-A დანართში მითითებულ პირობებს.
2.
საქართველომ, შეისწავლა რა ევროკავშირის საბჭოს 1991 წლის 10 ივნისის რეგულაცია (EEC) N1601/91, რომელიც ადგენს არომატიზებული ღვინოების, არომატიზებულ ღვინოებზე დაფუძნებული სასმელების და არომატიზებული ღვინოპროდუქტების კოქტეილების განსაზღვრის, აღწერის და წარმოდგენის ზოგად წესებს, 2006 წლის 20 მარტის სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დაცვის შესახებ ევროკავშირის საბჭოს რეგულაციის (EC) N510/2006, იმპლემენტაციის წესებით, რომელიც შეეხება ევროკავშირში სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციას, კონტროლს და დაცვას, 2007 წლის 22 ოქტომბრის ევროკავშირის საბჭოს რეგულაციის (EC) N1234/2007 II ნაწილის II კარის I თავის I სექცია, რომელიც შეეხება სასოფლო სამეურნეო ბაზრების საერთო მოწყობას და სოფლის მეურნეობის ზოგიერთი პროდუქტის სპეციალურ დებულებებს (ერთიანი ბაზრის ორგანიზების რეგულაცია), ევროპის პარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2008 წლის 15 იანვრის რეგულაცია (EC) N 110/2008, რომელიც შეეხება სპირტიანი სასმელების გეოგრაფიული აღნიშვნების განსაზღვრას, აღწერას, წარმოდგენას, ეტიკეტირებას და დაცვას, ასკვნის, რომ ეს კანონები, წესები და პროცედურები შეესაბამება ამ შეთანხმების XVII-A დანართში მითითებულ პირობებს.
3.
საქართველომ უნდა დაიცვას გაერთიანებული სამეფოს გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც მოცემულია ამ შეთანხმების X
III-C დანართში და ღვინოების, არომატიზებული ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც მოცემულია ამ შეთანხმების X
III-D დანართში, რომლებიც რეგისტრირებულია გაერთიანებულ სამეფოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კანონმდებლობით, წინამდებარე ქვენაწილით გასაზღვრულ დონეზე.
4.
გაერთიანებულმა სამეფომ უნდა დაიცვას საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც მოცემულია ამ შეთანხმების X
III-C დანართში და ღვინოების, არომატიზებული ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც მოცემულია ამ შეთანხმების X
III-D დანართში, რომლებივ რეგისტრირებულია გაერთიანებულ სამეფოს მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული კანონმდებლობით, წინამდებარე ქვენაწილით გასაზღვრულ დონეზ