2. პრევენციის ქვეკომიტეტი მხარის მოთხოვნით გამოაქვეყნებს თავის ანგარიშს ამ მხარის მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ შენიშვნასთან ერთად. თუ მხარე საჯაროდ ხელმისაწვდომს გახდის ანგარიშის რომელიმე ნაწილს, პრევენციის ქვეკომიტეტს შეუძლია ასეთი ანგარიშის გამოქვეყნება როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ. პირადი მონაცემები არ ექვემდებარება გამოქვეყნებას დაინტერესებული პირის მკაფიოდ ფორმულირებული თანხმობის გარეშე.

3. პრევენციის ქვეკომიტეტი წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ამსახველ ყოველწლიურ ანგარიშს.

4. თუ მხარე უარს იტყვის პრევენციის ქვეკომიტეტთან თანამშრომლობაზე მე
-12 და მე
-14 მუხლების მიხედვით, ან მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ზომების მიღებაზე პრევენციის ქვეკომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად, წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტს, პრევენციის ქვეკომიტეტის მოთხოვნით და თავისი წევრების ხმათა უმრავლესობით, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო განცხადების გაკეთების ან პრევენციის ქვეკომიტეტის ანგარიშის გამოქვეყნების შესახებ, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება მხარის მოსაზრებები.

ნაწილი IV. პრევენციის ეროვნული მექანიზ