1. არც ერთი ორგანო ან თანამდებობის პირი არ გამოიყენებს რაიმე სანქციას ან არ გასცემს სანქციის გამოყენების ბრძანებას ან ნებართვას რომელიმე პირის ან ორგანიზაციის მიმართ, მათ მიერ პრევენციის ეროვნული მექანიზმისათვის ნამდვილი თუ ყალბი ინფორმაციის მიწოდების გამო, ასევე არ შეზღუდავს ასეთ პირს ან ორგანიზაციას რაიმე სხვა წესით.
2. პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ შეგროვებული კონფიდენციალური ინფორმაცია არ ექვემდებარება გამჟღავნებას. პირადი მონაცემები არ გამოქვეყნდება დაინტერესებული მხარის მკაფიოდ ფორმულირებული თანხობის გარეშე.