-11 მუხლით გათვალისწინებული მანდატის შესრულების მიზნით, პრევენციის ქვეკომიტეტი კენჭისყრის საფუძველზე შეიმუშავებს მხარეთა ქვეყნებში რეგულარული ვიზიტების განხორციელების პროგრამას.

2. კონსულტაციების შემდეგ, პრევენციის ქვეკომიტეტი გააცნობს მხარეებს ამ პროგრამას, რათა მათ გაჭიანურების გარეშე შეძლონ ვიზიტებთან დაკავშირებული პრაქტიკული ღონისძიებების გატარება.

3. ვიზიტებში მონაწილეობას მიიღებს პრევენციის ქვეკომიტეტის არანაკლებ ორი წევრი. საჭიროების შემთხვევაში, ამ წევრებს შეეძლება თან ახლდნენ მაღალი პროფესიული ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვილი ექსპერტები, რომელთა შერჩევა მოხდება მხარეთა, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისისა და გაეროს საერთაშორისო დანაშაულთა პრევენციის ცენტრის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე შედგენილ ექსპერტთა სიიდან. ასეთი სიის შედგენის მიზნით, დაინტერესებული მხარეები დაასახელებენ არაუმეტეს ხუთ ექსპერტს. დაინტერესებულ მხარეს შეუძლია უარი თქვას რომელიმე კონკრეტული ექსპერტის ვიზიტში ჩართვაზე, რის შემდეგაც პრევენციის ქვეკომიტეტი ასახელებს სხვა ექსპერტის კანდიდატურას.

4. იმ შემთხვევაში, თუ პრევენციის კომიტეტი ჩათვლის საჭიროდ, მას შეუძლია წარმოადგინოს წინადადება რეგულარული ვიზიტის შემდეგ საკონტროლო ვიზიტის განხორციელებასთან დაკავშირები