(ა) მოინახულებს მე
-4 მუხლში მითითებულ ადგილებს და წარუდგენს რეკომენდაციებს მხარეებს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისაგან თავისუფლებააღკვეთილ პირთა დაცვასთან დაკავშირებით;

(ბ) პრევენციის ეროვნულ მექანიზმებთან დაკავშირებით:

(i) კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გაუწევს მხარეებს ასეთი მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებში;

(ii) შეინარჩუნებს პირდაპირ და საჭიროების შემთხვევაში კონფიდენციალურ ურთიერთობას პრევენციის ეროვნულ მეაქანიზმებთან, უზრუნველყოფს მათ სწავლებითა და ტექნიკური დახმარებით მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით;

(iii) კონსულტაციას და დახმარებას გაუწევს მათ საჭიროებათა შეფასებასა და იმ საშუალებათა განსაზღვრაში, რომელთა გამოყენება აუცილებელია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისაგან თავისუფლებააღკვეთილ პირთა დაცვის გალიერების მიზნით;

(iv) რეკომენდაციებსა და შენიშვნებს წარუდგენს მხარეებს პრევენციის ეროვნული მექანიზმების შესაძლებლობებისა და მანდატის გაფართოების მიზნით, რაც უზრუნველყოფს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილებას.

(გ) წამების თავიდან აცილების მიზნით, ითანამშრომლებს გაეროს შესაბამის ორგანოებთან და მექანიზმებთან, ასევე საერთაშორისო, რეგიონულ და ეროვნულ ინსტიტუტებთან ან ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ წამებისა და სხა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისაგან თითოეული პირის დაცვის გაძლიერების სფეროშ