1.
აღნიშნული შეთანხმებით იქმნება საბაჟო ქვეკომიტეტი. ქვეკომიტეტი ანგარიშვალდებულია ამ შეთანხმების 345-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის ფორუმის წინაშე.
2.
ქვეკომიტეტის ფუნქციები მოიცავს რეგულარული კონსულტაციების გამართვას და მონიტორინგს ამ თავის შესრულებასა და ადმინისტრირებაზე, საბაჟო თანამშრომლობის, საზღვართშორისი საბაჟო თანამშრომლობის და მართვის, ტექნიკური დახმარების, წარმოშობის წესების, ვაჭრობის ხელშეწყობის, და საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების საკითხების ჩათვლით.
3.
საბაჟო ქვეკომიტეტი აგრეთვე უზრუნველყოფს:
(a)
წინამდებარე თავისა და I და II ოქმების შესრულებას;
(b)
წინამდებარე თავისა და I და II ოქმების განხორციელების მიზნით პრაქტიკული საკითხების, ზომების და გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის ინფორმაციის და მონაცემების გაცვლის, საბაჟო კონტროლისა და სავაჭრო პარტნიორობის პროგრამების ურთიერთაღიარების და ორმხრივად შეთანხმებული სარგებლის თაობაზე;
(c)
საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე მოსაზრებათა გაზიარებას, გასატარებელი ღონისძიებებისა და მათი გამოყენებისა და განხორციელებისათვის საჭირო რესურსების შესახებ საკითხების ჩათვლით;
(d)
საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავებას; და
(e)
შიდა წესების და პროცედურების შემუშავებას.
დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია
ნაწილი 1
ზოგადი დებულებე