ეს ნაწილი ეხება მხარეების მიერ მიღებულ ან გამოყენებულ ზომებს, რომლებიც გავლენას ახდენს დაფუძნებაზე ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში, გარდა:
(a) ბირთვული მასალების მოპოვება, გადამუშავება და წარმოება
[6]
;
(b) სამხედრო და საომარი მასალების წარმოება და ვაჭრობა;
(c) აუდიო-ვიზუალური მომსახურება;
(d) ეროვნული საზღვაო კაბოტაჟი
[7]
, და
(e) ადგილობრივი და საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურება[8]
, რეგულარული ან არარეგულარული და მომსახურება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მოძრაობის უფლებების განხორციელებას, გარდა შემდეგი მომსახურებისა:
(i)
თვითმფრინავის მოვლისა და შეკეთების მომსახურება, რომლის დროსაც თვითმფრინავი ამოღებულია ექსპლუატაციიდან;
(ii)
საჰარეო სატრანსპორტო მომსახურების გაყიდვა და მარკეტინგი;
(iii)
კომპიუტერული დაჯავშნის სისტემის(CRS) მომსახურება;
(iv)
სახმელეთო მომსახურება;
(v)
აეროპორტის საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება